მთავარი რჩევები ყურადღებით იყავით – ეს ადრეული სიმპტომები მსხვილი ნაწლავის სიმსივნეზე მეტყველებს!

ყურადღებით იყავით – ეს ადრეული სიმპტომები მსხვილი ნაწლავის სიმსივნეზე მეტყველებს!

by guramus

მედიცინის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ მსხვილი ნაწლავის სიმსივნე კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში ფორმაა. 2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, 140 000 ადამიანს დაესვა ეს დიაგნოზი.

ნებისმიერი სახეობის სიმსივნის დროული დიაგნოსტირება ძალიან რთულია, რადგან ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით მატი განვითარების ნაადრევი სიმპტომების შესახებ, თუმცა ამას ხშირად უგულებელვყოფთ.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ძირითად სიმპტომებს, რომლებზეც აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება!

1. კოლიკი

თუ სპაზმები, შეშუპებები და კოლიკები გაწუხებთ მუცელში, ეს, შესაძლოა, უამრავი დაავადების სიმპტომი იყოს, სწორედ ამიტომ უგულებელყოფს მას ადამიანთა უმრავლესობა.

თუ მუცელში სპაზმები გაქვთ, არაფერია საშიში, თუმცა, თუ კუჭში იგი მუდმივ სახეს იღებს, მისი ინტენსივობა კი იზრდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

2. დაღლილობა

ბევრი ადამიანი უგულებელყოფს ამ სიმპტომს, ვინაიდან ეს სრულიად ნორმალურად მიაჩნიათ, თუმცა, რეალურად, დაღლილობის უმიზეზო გრძნობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია საკმაოდ სერიოზული დაავადებებისა.

სწორედ ამიტომ, თუ სპორტით ხართ დაკავებული, სწორად და დაბალანსებულად იკვებებით, საკმარისი დროით ისვენებთ, მაგრამ მუდმივად გრძნობთ დაღლილობას, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია.

ექსპერტები ხსნიან, რომ დაღლილობის გაჩენის ძირითადი მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნის დროს, დაკავშირებულია სიმსივნური უჯრედების მიერ დიდი რაოდენობით ენერგიის გამოყენებასთან.

3. წონის უეცარი კლება

წონაში უმიზეზოდ კლება, შესაძლოა, სიმსივნის სხვადასხვა სახეობის სიმპტომი იყოს. თუ ყოველგვარ მიზეზგარეშე წონის 5%-ზე მეტი დაკარგეთ 6 თვის განმავლობაში, ეს ექიმთან ვიზიტის საპატიო საბაბია.

მსხვილი ნაწლავის კიბოს თავისებურება ისაა, რომ არსებობს ალბათობა, სიმსივნით მსხვილი ნაწლავის გადაკეტვისა, რაც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ნაწლავების მოძრაობას, ეს კი წონის საგრძნობ კლებას გამოიწვევს.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე