მთავარი რჩევები 3-დღიანი სამხედრო დიეტა, რომელიც კილოგრამებს ჩამოადნობს თქვენი სხეულიდან

3-დღიანი სამხედრო დიეტა, რომელიც კილოგრამებს ჩამოადნობს თქვენი სხეულიდან

by guramus

სამხედრო დიეტა მოკლევადიანი გეგმაა, რომელიც გეხმარებათ მოკლე დროში 5 კგ-მდე წონის დაკლებაში. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიეტები საახალწლოდ ყველაზე პოპულარული ხდება.

თუ ამ სტატისტიკის ნაწილი ხართ, შეგიძლიათ ეს მოკლევადიანი დიეტა სცადოთ ჰოთ-დოგებისა და ნაყინის ჭამასთან ერთად.

წარმოგიდგენთ სამხედრო დიეტის სამდღიან გეგმას:

რატომაა ეს დიეტა პოპულარული?

ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წესი ამ დიეტისა არის ის, რომ მხოლოდ 3 დღე გრძელდება. იგი გვპირდება 5 კგ-ს დაკლებას ამ დროში, რისი მიღწევაც მხოლოდ წესების დაცვით გახდება შესაძლებელი.
მეორე უპირატესობა ისაა, რომ დიეტის დაცვა ძალიან მარტივია.

თქვენ არ გჭირდებათ კალორიების დათვლა და ძვირადღირებული დანამატების მიღება. დიეტა მოითხოვს ისეთ ინგრედიენტებს, რომელთა პოვნაც ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში შეგიძლიათ.

სწრაფად გახდებით იმიტომ, რომ სამხედრო დიეტა მეტაბოლიზმს წარმოუდგენლად აჩქარებს.

კალორიების მიღების შემცირებით ასეთ მოკლე დროში, თქვენ მოიშორებთ ცხიმოვან მასას. თუმცა ეს არაა ტიპური შიმშილის დიეტა. იგი მოიცავს მცირე რაოდენობის კალორიებს, მაგრამ გავსებთ ენერგიით, რომელიც მთელი დღისთვის გჭირდებათ. იგი მოიცავს ჯანსაღ ცხიმებს, კარბოჰიდრატებსა და პროტეინს.

დღე 1

• საუზმე: 1 ფინჯანი ცხელი სასმელი(ყავა ან ჩაი), 1 ნაჭერი ტოსტი(სრულმარცვლოვანი უკეთესია), 2 ს/კ არაქისის კარაქი, ნახევარი გრეიფრუტი;

• სამხარი: 1 ფინჯანი ცხელი სასმელი, ერთი ნაჭერი ტოსტი, ნახევარი ფინჯანი თინუსი;

• სადილი: 85 გრამი ნებისმიერი ხორცი(მოხარშული ან ორთქლზე დამუშავებული), ერთი ფინჯანი მწვანე ლობიო, ნახევარი ბანანი, ერთი პატარა ვაშლი და შეგიძლიათ ერთი ჭიქა ვანილის ნაყინითაც ისიამოვნოთ.

დღე 2

• საუზმე: ერთი ნაჭერი ტოსტი(სრულმარცვლოვანი), ერთი კარგად მოხარშული კვერცხი, ნახევარი ბანანი;

• სამხარი: ერთი კარგად მოხარშული კვერცხი, 5 ცალი კრეკერი, ერთი ფინჯანი დაბალცხიმიანი ყველი;

• სადილი: 2 ჰოთ-დოგი პურის გარეშე, ნახევარი ფინჯანი სტაფილო, ერთი ფინჯანი ბროკოლი, ნახევარი ბანანი, რომელიც ½ ფინჯანი ნაყინით შეგიძლიათ დაატკბოთ.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: