მთავარი რჩევები 11 შეცდომა ჰიგიენაში, რომლებსაც ყოველდღიურად ვუშვებთ

11 შეცდომა ჰიგიენაში, რომლებსაც ყოველდღიურად ვუშვებთ

by guramus

ვინ იფიქრებდა, რომ წვრილმანები, რომლებსაც ყოველდღიუად ყურადღებას არ ვაქცევთ, იდეალურ ჯანმრთელობასა და ბედნიერებაში შეგვიშლიდა ხელს? გაგაოცებთ შედეგები, თუ ამ შეცდომებს აღარ დაუშვებთ ჰიგიენაში.

დღეს გაგაცნობთ 11 ჩვევას ჰიგიენაში, რომლებსაც უნდა გადაეჩვიოთ:

1. ფრჩხილების კვნეტა სტრესის დროს

ხანდახან, ფრჩხილების კვნეტა ემოციური ან მენტალური სტრესითაა გამოწვეული და მას ემოციებთან გასამკლავებლად ვიყენებთ. ხანდახან კი ამას ისე ვაკეთებთ, რომ არც კი ვფიქრობთ ამაზე. სამწუხაროდ, იგი უარყოფითად მოქმედებს თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე. ამ ჩვევაზე უარის თქმა ნამდვილად საამაყოა.

2. ბამბის ჩხირების გამოყენება ყურების საწმენდად

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩხირები ყურებს გვისუფთავებს, თუმცა, ამით უარესს ვაკეთებთ; ჭარბი ცვილი შიგნით იწევს, რაც საზიანო უფროა, ვიდრე მარგებელი. შედეგად, ბამბის ჩხირები, შესაძლოა, ძირითადი მიზეზი იყოს ბარაბნის დაზიანების, სმენის დაქვეითებისა და ა.შ. მედიკოსები გვირჩევენ ექიმთან კონსულტაციას, თუ ნამდვილად გაგიჩნდათ პრობლემები.

3. ხელების დაბანის გარეშე საპირფარეშოდან გამოსვლა

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანთა ნაწილი არ იბანს ხელებს საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ. ისინი თვლიან. რომ ჰიგიენის ეს ნაწილი უმნიშვნელო და დროის ფლანგვაა. თუმცა, ხელების დაბანა უმარტივესი და საუკეთესო საშუალებაა ავად გახდომის თავიდან ასარიდებლად.

4. ერთი და იგივე კბილის ჯაგრისი გამოყენება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში

სველ ჯაგრისზე უამრავი ბაქტერია გროვდება სულ რაღაც ერთ თვეში, რაც, შესაძლოა, საშიში იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.სტომატოლოგები გვირჩევენ ჯაგრისის გამოცვლას ყოველ 2-3 თვეში, რადგან ერთი და იმავე ჯაგრისის დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის, გულის დაავადებებსაც.

5. კბილების გაწმენდის ტაქტიკა

თუ მხოლოდ კბილებს იხეხავთ, მაინც დაგრჩებათ ნადები. გულის პრობლემები, შესაძლოა, დაიწყოს პირის ღრუში სისხლის ნაკადის გაზრდით. სტომატოლოგები გვირჩევენ კბილების ხეხვას 2 წუთის მანძილზე. არ დაგეზაროთ კბილებისა და ღრძილების სრულყოფილად გახეხვა.

6. კანის აქერცვლა ყოველდღე

ხშირი პილინგი გამოიწვევს აკნესა და ნაოჭებს, რაც ვიზუალურად მოგიმატებთ ასაკს. დერმატოლოგები გვირჩევენ კანის აქერცვლას კვირაში ორჯერ. სხვაგვარად, ეს უფრო მეტად საზიანო იქნება, ვიდრე სასარგებლო.

7. იმ ნივთების არ გაწმენდა, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ

რამდენად ხშირად ფიქრობთ იმ ნივთებზე, რომლებსაც ეხებით, მაგრამ სერიოზულად არ მიგაჩნიათ? ფაქტია, რომ ისეთი ნივთები, როგორებიცაა კარის სახელური, კლავიატურა, ჩამრთველები და სმარტფონი, ბაქტერიების ნამდვილი „საუნჯეა“, რომლებიც ჩვენ გვავნებენ.

8. ფლორიდიანი კბილის პასტის გამოყენება

ამ სახის კბილის პასტა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ვინაიდან იწვევს კბილების არასწორ განვითარებასა და თეთრ ლაქებს კბილებზე. ფლორიდიან პასტას შეუძლია კბილების მსხვრევადობის გამოწვევა და ზრდის ტვინის მიერ ალუმინის ათვისების უნარს, რაც ალცჰაიმერის დაავადების წინაპირობაა.

9. ბამბის ბალიშისპირის გამოყენება

ეს ქსოვილი იწვევს სახეზე ნაოჭების გაჩენას და ვიზუალურად დაბერებას, კანის გამოშრობასა და თმის დაზიანებას. საუკეთესო არჩევანი აბრეშუმის ბალიშისპირია. იგი დაგიბრუნებთ ყველაფერს, რაც ბამბამ „წაგართვათ“.

10. სახლში მტვერსასრუტის ხშირი გამოყენება

თუ ყოველდღე აკეთებთ ამას, შესაძლოა, ჯანმრთელობას ავნოთ. ხოლო თუ ხელსაწყოს არ წმენდთ ყოველი გამოყენების შემდეგ, იატაკსა და ხალიჩას სიბინძურისა და მტვრის ნაწილაკებით გააფუჭებთ.

11. ფეხის ფრჩხილების მეტისმეტად დაჭრა

თუ ფრჩხილებს ბოლომდე მოიჭრით, წინდების ჩაცმა და სიარული თქვენს პირველ პრობლემაც იქცევა. ზეწოლა, რომელსაც სიარულის დროს ახორციელებთ ფეხის თითებზე, იწვევს ფრჩხილის კანში ჩაზრდას, რაც საერთოდ გაგირთულებთ სიარულს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: