მთავარი სილამაზე ინექციისა და ხარჯის გარეშე – 7 სავარჯიშო, რომელსაც ტუჩების გადიდება შეუძლია

ინექციისა და ხარჯის გარეშე – 7 სავარჯიშო, რომელსაც ტუჩების გადიდება შეუძლია

by guramus

მგრძნობიარე, ლამაზად გამოკვეთილი ტუჩები საუკეთესო სამკაულია ქალის სახია, რაზეც ბევრი ქალბატონი ოცნებობს. რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ სასურველი შედეგის, ანუ ტუჩების სასურველი ფორმისა და მოცულობის მიღწევა მხოლოდ ძვირადღირებული, მტკივნეული და, ამასთან, ჯანმრთელობისთვის საშიში პროცედურითაა შესაძლებელი. თუმცა, ეს მცდარი შეხედულებაა.

თუ რამდენიმე წლის წინ ქალბატონები თავიანთ სილამაზეს კოსმეტოლოგებს ანდობდნენ, ახლა, მათ უმეტესობას შეუძლია ახალგაზრდობის შენარჩუნება საშინაო პირობებში და რეგულარული სავარჯიშოების გაკეთება ტუჩის მოცულობის გასაზრდელად.

წარმოგიდგენთ 7 სავარჯიშოს, რომლებიც ტუჩების ფორმისა და მოცულობის კორექტირებაში დაგეხმარებათ:

მოჰკიდეთ საჩვენებელი და დიდი თითი ზედა ტუჩს და წამოწიეთ. ამის შემდეგ, თითებით მაგრად დააჭირეთ, რომ ტუჩი, კუნთების დაჭიმვისას, საწყის მდგომარეობას არ დაუბრუნდეს. გაიმეორეთ სავარჯიშო 15-ჯერ და გადადით ქვედა ტუჩზე. ეს მარტივი სავარჯიშო დღეში 3-ჯერაა რეკომენდებული. მისი წყალობით, ტუჩის კუნთებს გაიმკვრივებთ, რაც მათ მოცულობას მიანიჭებს.

ეს სავარჯიშო მოგაგონებთ საკოცნელად მომზადებას, მისი გამეორება კი 10-ჯერაა საჭირო. ოდნავ გახსენით ტუჩები და, მაქსიმალურად გამოწევასთან ერთად, ხმამაღლა თქვით „ო“.

ეს სავარჯიშო ხელს უშლის ცხვირ-ტუჩის ნაკეცებისა და ნაოჭების გაჩენას ტუჩის ირგვლივ. მჭიდროდ მოკუმეთ და ოდნავ გამოწიეთ ტუჩები. შეასრულეთ წრიული მოძრაობები – 10-15ჯერ საათის ისრის მიმართულებით და ამდენჯერვე საწინააღმდეგოდ. შემდეგ სცადეთ ჰაერში რვიანის „დახატვა“. მთელი ეს კომპლექსი გაიმეორეთ ოთხჯერ.

მოათავსეთ საჩვენებელი თითები ტუჩის კუთხეებზე, ოდნავ დააჭირეთ და, ამავდროულად, წაიღეთ ტუჩები ზემოთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 7 წამით. სავარჯიშოს დღეში ერთხელ შესრულება სრულიად საკმარისია. იგი ხელს უშლის ტუჩის კუთხეების ჩამოშვებას, სახეს კი სრულ გამომეტყველებას ანიჭებს.

ეს სავარჯიშო ბავშვობას გაგახსენებთ: ოდნავ გააღეთ პირი და მაქსიმალურად სცადეთ, ენა მთელი სიგრძით გამოყოთ. ამ მდგომარეობაში 5-10 წამით უნდა გაჩერდეთ, გაიმეორეთ 10-ჯერ.

კიდევ ერთი მარტივი სავარჯიშო, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც ტუჩების გადიდების პროგრამის ნაწილი გახდა, არის „თევზის ღიმილი“. მაქსიმალურად გაწელეთ ტუჩები ლოყებამდე, ამავდროულად, აიღეთ საწრუპი მილი და დალიეთ სითხე. ამის შემდეგ, გაიღიმეთ მაქსიმალურად განიერად და გაიმეორეთ 15-ჯერ.

ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ ტუჩის მონაკვეთში სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებაში, რაც, შედეგად, მოცულობას მოუმატებს თქვენს ტუჩებს. მსუბუქად, ისე, რომ დისკომფორტი არ იგრძნოთ, იკბინეთ ტუჩებზე მარჯვენა და მარცხენა მხრიდან, 2 წუთის განმავლობაში.

როცა ყოველდღიური „ტანვარჯიში“ დასრულდება, შეგიძლიათ მსუბუქი მასაჟის გაკეთებაც. უბრალოდ მსუბუქად დაიზილეთ ტუჩები ხელის მტევნის ზურგით ისე, რომ ტუჩები ოდნავ გაწითლდეს. ეს ასტიმულირებს სისხლის ნაკადს ქსოვილებში და გაამკვრივებს მათ.

ამ მარტივი სავარჯიშოების შესრულება დასვენების დროს შეგიძლიათ, სამაგიეროდ, რამდენიმე კვირაში შესამჩნევი შედეგი გამოჩნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: