მთავარი რჩევები 6 ფაქტი ქალურ ჯანმრთელობაზე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

6 ფაქტი ქალურ ჯანმრთელობაზე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

by guramus

გოგონათა უმეტესობას 10-13 წლის ასაკში ეწყება მენარქე – პირველი მენსტრუალური ციკლი. რა თქმა უნდა, დედები ამ მოვლენაზე ქალიშვილებს წინასწარ აფრთხილებენ, ამზადებენ მორალურად თუ ფიზიკურად.

მენსტრუალური ციკლის მანძილზე საკვერცხეებში კვერცხუჯრედი მწიფდება. თუ ოვულაციის დროს იგი განაყოფიერდება, დგება ფეხმძიმობა, თუ არა – შემდეგი მენსტრუაცია.

ალბათ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი ასეთი მარტივია, თუმცა, დროდადრო ორგანიზმი არადამახასიათებლად „იქცევა“, რის გამოც გოგონები ნამდვილი „სიურპრიზების“ თანამონაწილე ხდებიან.

1. მენსტრუალური ციკლი და რამდენიმე მომწიფებული კვერცხუჯრედი

ჰორმონების დონის მატებასთან ერთად, რაც მენსტრუალური ციკლის დასრულებისას ხდება, საკვერცხეში ყალიბდება 7-8 ფოლიკულა. დაახლოებით 7-9 დღის შემდეგ(ხშირ შემთხვევაში), განვითარებასა და მომწიფებას მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი დომინანტური – აგრძელებს.

ოვულაციის დროს სწორედ მისგან გამოდის და საშვილოსნოს მილში ხვდება მომწიფებული კვერცხუჯრედი, რომელიც, შესაძლოა, განაყოფიერდეს. დანარჩენი ფოლიკულები, როგორც წესი, რეგრესირდება, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, დომინანტური ერთბაშად რამდენიმე ფოლიკულა ხდება.

ანუ, ოვულაციის შემდეგ განაყოფიერებული, შესაძლოა, ყველა ფორმირებული კვერცხუჯრედი აღმოჩნდეს – ასე ჩნდებიან ერთ- ან სხვადასხვაკვერცხისეული ტყუპები.

2. ორი ოვულაცია ერთ ციკლში

ცოტამ თუ იცის, რომ ერთი მენსტრუალური ციკლის მანძილზე, შესაძლოა, ოვულაცია ერთდროულად ორ საკვერცხეში განხორციელდეს, რადგან უმეტესობა ფიქრობს, რომ ისინი მონაცვლეობით ფუნქციონირებს. არსებობს შემთხვევები, როცა ერთის შემდეგ ვითარდება მეორე დომინანტური ფოლიკულა მეორე საკვერცხეში.

აღსანიშნავია, რომ ოვულაცია, შესაძლოა, არა ერთდროულად, არამედ რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირის განსხვავებითაც კი მოხდეს. ერთი მხრივ, ეს კონტრაცეპციის კალენდარულ მეთოდს უფრო საიმედოს ხდის, მეორე მხრივ კი – გაძლევთ დაფეხმძიმების საშუალებას, თუ პირველი ოვულაციის დადგომისას, „საჭირო დროს“ საშვილოსნოს მილში არ აღმოჩნდება სპერმატოზოიდები. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ქალბატონში ტყუპები ისახება.

3. ერთკვერცხისეული ტყუპები

ზიგოტა, იგივე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, თავის გზას იწყებს საშვილოსნოს ტრუბიდან და მიემართება საშვილოსნოს ღრუში სამომავლო იმპლანტაციისთვის. ამავდროულად, იწყება დაყოფის პროცესი – სწორედ ასე ჩნდება სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის ქსოვილები, რისი წყალობითაც ზიგოტა ჯერ იქცევა ემბრიონად, შემდეგ კი, ზრდის მიხედვით – ნაყოფად.

ბევრი თვლის, რომ ერთკვერცხისეული ტყუპების გაჩენა მხოლოდ მემკვიდრეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ზიგოტა, ზოგ შემთხვევაში, იყოფა ორ ან მეტ ემბრიონად, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუ რა ეტაპზე და რა მიზეზით ხდება ეს მოვლენა.

ანუ, ჰომოზიგოტური ტყუპების გაჩენის ალბათობის გაგება შეუძლებელია. ასეთ ბავშვებს პრაქტიკულად იდენტური დნმ და ერთი ჯგუფის სისხლი აქვთ, გარეგნულად წარმოუდგენლად ჰგვანან ერთმანეთს და ყოველთვის ერთი სქესისანი არიან.

ისინი ერთი სპერმატოზოიდითაა ჩასახული და, ფეხმძიმობის მანძილზე, მათი განვითარება ერთი პლაცენტითაა უზრუნველყოფილი. ამასთან, ერთკვერცხისეულ ტყუპებს თითის განსხვავებული ანაბეჭდები აქვთ, მათში უფროსად კი ის ითვლება, ვინც პირველი დაიბადა.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: