მთავარი სილამაზე ეს ნიღაბი თქვენს სახეს გარდასახავს: ჩაალაგებს ნაოჭებს და კანს ბზინვარებას მიანიჭებს

ეს ნიღაბი თქვენს სახეს გარდასახავს: ჩაალაგებს ნაოჭებს და კანს ბზინვარებას მიანიჭებს

by guramus

სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ნებისმიერ ადამიანს უჩნდება კანის პრობლემები, სიმშრალე, პიგმენტური ლაქები, აქერცლვა და, რაღა თქმა უნდა, ნაოჭები.

ქალბატონები მთელ ქონებას ფლანგავენ ნაოჭების გასაქრობად და კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, ვინაიდან ასეთი საშუალებები საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა, მათი უმეტესი ნაწილი საერთოდ არ იძლევა შედეგს.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ საშუალებას, რომელიც ეფექტურად გაგიქრობთ ნაოჭებს, გაათეთრებს კანს და გაათანაბრებს ტონს.

ამას გარდა, ეს ნიღაბი მარტივი ინგრედიენტებისგან შედგება, მათ კი ნებისმიერ სამზარეულოში ან ახლომდებარე სუპერმარკეტში იპოვით.

მთავარი ისაა, რომ ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია როგორც ნაოჭების ჩასალაგებლად, ისე კანის ტონის გასათანაბრებლად.

გთავაზობთ რეცეპტს:

ინგრედიენტები:

• საფუარი – 20გრ;

• ლიმონის წვენი – 2 ჩ/კ;

• წყალი.

მომზადების წესი:

შურიეთ საფუარი ლიმონის წვენს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე(შეგიძლიათ გამოიყენოთ გრეიფრუტის წვენიც – უკეთესია).

დაუმატეთ ამ მასას ცხელი წყალი და შურიეთ პასტის კონსისტენციამდე, გააჩერეთ 2-3 წუთით. დაიტანეთ მასა გაწმენდილ სახეზე(მოერიდეთ თვალის არეს) და გაიჩერეთ 20 წუთით.

ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 1-2ჯერ.

სცადეთ ეს ნიღაბი და შედეგს პირველივე კვირის შემდეგ შეამჩნევთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: