მთავარი ჯანმრთელობა უძველესი რეცეპტი პარაზიტებისა და ჭარბი წონის წინააღმდეგ: აიღეთ სელის თესლი და მიხაკი.

უძველესი რეცეპტი პარაზიტებისა და ჭარბი წონის წინააღმდეგ: აიღეთ სელის თესლი და მიხაკი.

by guramus

მუდმივად გინდათ ტკბილის ჭამა? სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობას(და არა მხოლოდ ბავშვებს) შაქრის მიდრეკილება აქვს. ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ?

ამ დამოკიდებულებას ორი სავარაუდო მიზეზი აქვს:

ერთ-ერთი მიზეზი პარაზიტების არსებობაა ორგანიზმში, მეორე კი – სტრესი. როცა ადამიანი ბევრ ტკბილს იღებს, იგი სხეულში ლორწოს წარმოქმნის პირობებს ქმნის. მასში იწყება სოკოებისა და ბაქტერიების გავრცელება. სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის მესამედს პარაზიტები აწუხებს ისე, რომ ადამიანს მათი არსებობის შსახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ.

პარაზიტები, რომლებიც ჩვენს სხეულში ცხოვრობენ, ჩვენს ენერგიას ითვისებენ. ამის კომპენსირებისთვის ორგანიზმი ტკბილეულის მიღებას გვთხოვს, მხოლოდ იმიტომ, რომ გლუკოზა, რომელსაც ტკბილეული შიცავს, მოკლე დროში დიდ ენერგიას გვმატებს. ამავდროულად, ეს პროცესი იწვევს ცხიმოვანი ფენების დაგროვებას, რაც აუძლურებს ორგანიზმის დაცვას ბაქტერიებისა და პარაზიტებისგან.

როგორც წესი, რაც მეტია პარაზიტი, მით მეტია ცხიმიც. თუ მათგან არ გათავისუფლდებით, წონა ადგილიდან არ დაიძვრება, თქვენი მიდრეკილება ტკბილეულისკენ არ ქრება. ამასთან, პარაზიტებთან ერთად გაქრება თქვენი ძილიანობა, დაღლილობა, თავის ტკივილი და შეუძლოდ ყოფნაც. თქვენი მეტაბოლიზმი დარეგულირდება და გაუმჯობესდება.

პარაზიტებისგან გათავისუფლება წელიწადში ერთხელ აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობთ, რომ პარაზიტები არ გაქვთ.

ეს მარტივი რეცეპტი დაგეხმარებათ პარაზიტებისგან გათავისუფლებაში და, ამავდროულად, წონაშიც დაიკლებთ.

რეცეპტი:

აიღეთ 10 ჩ/კ სელის თესლი და ერთი ჩაის კოვზი მიხაკი. ყველაფერი დააფქვიეთ წვრილად. მოამზადეთ მცირე ულუფად, რათა რეცეპტი უფრო ეფექტური იყოს. შეინახეთ პატარა ჭურჭელში და მჭიდროდ დაახურეთ სახურავი.

მიიღეთ 2 ჩ/კ ყოველდღე, სამი დღის მანძილზე. ფხვნილი შეგიძლიათ მზა კერძებში დაამატოთ ან შეჭამოთ იგი და ერთი ჭიქა თბილი წყალი დალიოთ(სასურველია, დილით).

3 დღის გასვლის შემდეგ შეისვენეთ 3 დღით და გაიმეორეთ პროცედურა. კურსი კიდევ ერთხელ გაიარეთ ერთ თვეში.

ნუ აღელდებით ორგანიზმის ზოგიერთი რეაქციის გამო, როგორიცაა: ქავილი, გამონაყარი, ჰერპესი, განავლისა და შარდის ფერის ცვლილებები. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ინტენსიური წმენდის პროცესი დაიწყო. მიღების შემდეგ, ეს ფხვნილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლებზე დარჩება და, შედეგად, პარაზიტები „იძულებული გახდებიან“, დატოვონ ორგანიზმი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: