მთავარი რჩევები 8 ხერხი იმისათვის, რომ მავნე საკვებზე უარის თქმა შეძლოთ

8 ხერხი იმისათვის, რომ მავნე საკვებზე უარის თქმა შეძლოთ

by guramus

მეცნიერი სტივენ უიტერლი საკვების ფენომენს შეისწავლიდა და გასაოცარ დასკვნამდე მივიდა: მავნე საკვების მიღებას ჩვენი საკუთარი ტვინი ითხოვს.

ჯანსაღი კვების აქტივისტმა და მწერალმა მაიკლ პოლანმა თავის წიგნში “ყველაფრისმჭამელთა დილემა“ ამტკიცებს, რომ ჩვენი სიყვარულის მიზეზი ფასტფუდის მიმართ ბუნების ლოგიკასთან და საკვები პროდუქტების წარმოების არსთან დიდ წინააღმდეგობაში მოდის.

თავიანთ წიგნებსა და დასკვნებში მკვლევარები არამხოლოდ დაკვირვების შედეგებს აზიარებენ, არამედ ჩვევებსაც გვაძლევენ იმისათვის, რომ გაიმარჯვოთ მავნე საკვების მოთხოვნილებაზე.

ჩვენ შევაგროვეთ დიეტოლოგებისა და მკვლევარების საუკეთესო რჩევები, რომელიც ერთი ნაბიჯით გააჯანსაღებს ცხოვრების წესს. ბოლოს კი მოგიყვებით, თუ რატომ მოგვწონს ასე ძალიან მავნე საკვების მიღება.

1. ერთი წუთი ეტიკეტების შესასწავლად

მაიკლ პოლანი გირჩევთ, თავი აარიდოთ ისეთი ინგრედიენტების შემცველ პროდუქტებს, რომელთა სახელის წარმოთქმაც მესამე კლასელს არ შეუძლია. ყველაზე ეფექტური მეთოდი იმისათვის, რომ ნაკლები მავნე პროდუქტი შეიძინოთ, ესაა ინფორმაციის გაგება იმის შესახებ, რასაც ჭამთ.

თუ ღრმად ჩაიქექებით და გაიგებთ ნებისმიერი პროდუქტის შემადგენლობას, მათი მიღება ნამდვილად აღარ მოგინდებათ.

ჩიპსები ყოველთვის კარტოფილით როდი კეთდება, შოკოლადის თხილიანი პასტის ნახევარზე მეტი კი შაქრისგან შედგება. ძეხვებსა და სოსისებში, უმეტესად, საკვებ დანამატ Е320-ს (ბუტილჰიდროქსიანიზოლს) ამატებენ, რომელიც ანტიოქსიდანტის როლს ასრულებს და პოტენციური კანცეროგენია.

ვიტამინი D3 კი, რომელიც იოგურტების შემადგენლობაში შედის, სინთეზირებულია ცხვრის ცხიმისგან.

2. სამი ფერი ერთ თეფშზე

შეგიმჩნევიათ, რომ ჯანსაღი პროდუქტი, უმეტესად, მკვეთრი ფერისაა, მავნე კი – დიდად არ გამოირჩევა ფერებით(თუ საღებავებს არ ჩავთვლით)? ჩვენი მხედველობა ნამცხვრებს, ჩიფსებს, გახუხულ პურსა და სხვა ფასტფუდს ერთ პროდუქტადაც კი ვერ აღიქვამს, ამიტომაც მოითხოვს დანამატს.

საკვები მეცნიერებისა და კვების კათედრის ხელმძღვანელის, სუზან ბაუერმანის თმით, უამრავი ადამიანი იცავს „ბეჟისფერ დიეტას“, რომელიც კრეკერების, ორცხობილებისა და ხრაშუნა მარცვლებისგან შედგება. ჩვენ გვჭირდება არანაკლებ სამი ფერის პროდუქტი თეფშზე, ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ შემდეგი ფუნთუშის საყიდლად გახვიდეთ, აიღეთ მკვეთრი ფერები: ახალი წითელი ვაშლი თუ მკვეთრი ფერის ბანანი.

3. 5 ინგრედიენტის წესი

თუ ეტიკეტზე 5-ზე მეტი ინგრედიენტია ჩამოთვლილი – ეს მავნე პროდუქტის ნიშანია. წესი „რაც მეტი, მით უკეთესი“, ამ შემთხვევაში, ნამდვილად მოქმედებს.

თავი აარიდეთ ისეთი ინგრედიენტების შემცველ პროდუქტს, რომლებიც არასდროს გსმენიათ და არც შეჭამდით. საკვები ემულგატორი, ლეციტინი, სტაბილიზატორი – რა არის ეს ყველაფერი?

მწარმოებლები დანამატების უმრავლესობას პროდუქტის ვადის გასახანგრძლივებლად იყენებენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება ნატურალური და უსაფრთხო ანალოგების პოვნა: მარილი, ძმარი, ლიმონმჟავა, თაფლი..

ასევე, გვერდი აუარეთ პროდუქტებს, რომელთა ეტიკეტზეც შაქარი პირველი სამი ინგრედიენტის რიგებში წერია.

4. დაითვალეთ ათამდე, სანამ მავნე პროდუქტს ურნაში ჩააგდებთ

მაიკლ პოლანი გვირჩევს შეძენამდე ამ კითხვის დასმას: „ჩვენი ბებია ამას საკვებად ჩათვლიდა?“ შეჭამდა თუ არა იგი, მაგალითად, შხამიანი ფერის ჟელეს პლასტმასის შფუთვიდან?

ამას გარდა, დიეტოლოგები გვირჩევენ, არ შევიძინოთ პროდუქტები, თუ მათ რეკლამას უკეთებენ, რადგან მას-მედიაში რეკლამას, ძირითადად, მავნე პროდუქტსა და ალკოჰოლს უკეთებენ.

ასევე, საყიდლების დროს, სცადეთ ვიზუალურად წარმოიდგინოთ ამ პროდუქტების შემადგელობა. როგორ ამზადებდნენ, რამდენ შაქარს, გემოს გამაძლიერებელსა და კონსერვანტებს უმატებდნენ, რამდენ ცხიმს იყენებდნენ. ახლა დააბრუნეთ ეს სოსისების შეფუთვა თაროზე.

5. 20 წუთი ჯანსაღი საკვების შესაძენად სამხრისთვის

ბაზარზე ან სუპერმარკეტში გასეირნებისას შეავსეთ ჯანსაღი პროდუქტების მარაგი. ხილი, ბოსტნეული, კენკრა, თხილი, ნატურალური იოგურტი, ახალი მწვანილი – იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთათვისაც ორგანიზმი „მადლობას გადაგიხდით“, ძალიან დიდია.

თუ რაღაცის ღეჭვას ხართ მიჩვეული, მიმართეთ ნიახურის ჩხირებს: ისინი არასდროს მოგიმატებთ წონას! იმისათვის კი, რომ თავი კურდღლად არ იგრძნოთ და მეტი სიამოვნება მიიღოთ საჭმლისგან, ჩხირებისთვის მოამზადეთ მსუბუქი სოუსი.

შეინახეთ ჯანსაღი საკვები ყველაზე თვალსაჩინო ადგილას: მაცივრის ცენტრალურ თაროზე, წინა მხარეს, სამზარეულოს კალათში, თაროებზე თუ სამუშაო მაგიდის უჯრებში. ხელთ ყოველთვის უნდა გქონდეთ ხილ-ბოსტნეული, რაც ჯანსაღ წახემსებას უზრუნველყოფს.

6. 30 წუთი ჯანსაღი და გემრიელი დესერტების მოსამზადებლად

ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც, დიდი ალბათობით, ყველა ადამიანს გააჩნია, ტკბილეულისკენ მიდრეკილებაა. მარტივი არ არის ტორტის ნაჭერსა თუ მადისაღმძვრელ კექსზე უარის თქმა.

მაგრამ, ნახშირწყლის მაღალი დონის შემცველი ნაღმების ჩანაცვლება შეგიძლიათ დიეტური ანალოგებით, ინსტაგრამი კი ფეთქდება ჯანსაღი კვების მიმართ მიძღვნილი გვერდებითა და რეცეპტებით.

არსებობს უამრავი გემრიელი დესერტი, რომელიც დაგეხმარებათ ფიგურის შენარჩუნებაში და ტკბილეულის მოთხოვნილებასაც დააკმაყოფილებს.

მოამზადეთ ნაყინი სახლში. შედეთ კენკრა საყინულეში, შემდეგ კი დაასრულეთ ამ პროდუქტით სადილი, ტკბილი დესერტის სახით. გააკეთეთ მიუსლის ბატონები სახლში: მოათავსეთ ბლენდერში 2 ჭიქა შვრიის ფანტელი, დიდი ვაშლი, მსხალი ან ბანანი, დიდი რაოდენობით ჩირი და თხილი. გააბრტყელეთ მასა საცხობ ტაფაზე და გამოაცხეთ 180 გრადუსზე. ახლა არ დაგჭირდებათ მაღაზიაში გასვლა ფუნთუშებისთვის.

7. დაღეჭეთ ლუკმა 32-ჯერ

100 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჭარბი წონით შეწუხებულმა ჰორაციო ფლეტჩერმა გასაოცარი კონცეფცია წამოაყენა: საკვების 32 და მეტჯერ დაღეჭვისას, ადამიანს გახდომა შეუძლია.

იაპონელმა მეცნიერებმა უფრო დეტალურად გამოიკვლიეს ეს ჩვევა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იგი შეუცვლელია ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის.

საკვების არასაკმარისი დაღეჭვა იწვევს მეტაბოლისტური სინდრომის გაჩენას: მომატებული არტერიული წნევა, დიაბეტი და სიმსუქნე. რაც მეტ ყურადღებას დაუთმობთ საკვების დაქუცმაცებას, მით უკეთ გადაამუშავებს მას ორგანიზმი.

თუ მეტჯერ და უფრო მონდომებით დაღეჭავთ, ნაკლებს შეჭამთ. სცადეთ საკვების ღეჭვა ნელა და გააზრებულად. ერთი ლუკმა, 32 დაღეჭვა, ჩაყლაპვა და მხოლოდ ამის შემდეგ მომდევნო ლუკმა.

8. გადაუღეთ ფოტო თქვენს საკვებს

მედისონის ვისკონსინის სახელობის უნივერსიტეტში ლიდია ზეპედის მიერ 10 წლის წინ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკვების ფოტოზე აღბეჭდვა გეხმარებათ მავნე პროდუქტების მოთხოვნილებასთან და ჭარბ წონასთან გამკლავებაში.

43 მონაწილისგან შემდგარი ექსპერიმენტის შედეგებით გაირკვა: ვიზუალიზაციას რაციონის კონტროლში გეხმარებათ. მკვლევარები თვლიან, რომ ტელეფონის კამერითა და კვების დღიურით შეიარაღებულნი, ნამდვილად შევძლებთ რამდენიმე ჭარბი კილოგრამისგან გათავისუფლებას.

ასე, რომ საკვების ფოტოს დანახვისას სოციალურ ქსელში ნუ განსჯით მკაცრად: შესაძლოა, სწორედ ასე ებრძვის ავტორი მავნე ჩვევებს კვებაში.

ბონუსი: და მაინც, რატომ გვიზიდავს ასე მავნე პროდუქტი?

სტივენ უიტერლი თავის დასკვნაში, „რატომ მოგვწონს ადამიანებს მავნე საკვები“, გვიამბობს, რომ არსებობს ორი ფაქტორი, რომელთა წყალობითაც ადამიანები სიამოვნებას იღებენ მავნე საკვებისგან:

• გემოს, სუნისა და პირში საკვების დნობის შეგრძნება

იმის გასაგებად, თუ როგორი უნდა იყოს კონკრეტული პროდუქტის კონსისტენცია, საკვები პროდუქტის კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავენ.

ამაში მათ დინამიური კონტრასტი(მაგალითად, ხრაშუნა საფარველისა და რბილი შიგთავსის შეხამება), პირში სწრაფად დნობადი საკვები მაღალი კალორიულობით(ტვინი ვერც ასწრებს იმის გაგებას, თუ რამდენი შეჭამეთ რეალურა) და პროდუქტი, რომლებიც ნერწყვის აქტიურ გამოყოფას იწვევს(მაიონეზი, სხვადასხვა სოუსი, ცხელი შოკოლადი) ეხმარებათ.

• საკვების შემადგენლობა

პროდუქტის მწარმოებლები იყენებენ მარილის, შაქარისა და ცხიმის იდეალურ შეთავსებას, რაც ყველაზე მეტად მოსწონს ტვინს და გვაიძულებს, შევჭამოთ ეს პროდუქტი ისევ და ისევ.

თუმცა, გვაქვს კარგი ამბავიც: კვლევებმა აჩვენა, რომ რაც ნაკლებ მავნე საკვებს მიირთმევთ, მით უფრო ნაკლებად გინდებათ იგი. ზოგიერთი ადამიანი ამ პროცესს გენურ გადაპროგრამებას უწოდებს.

თქვენ როგორ თვლით, შეიძლება ვუწოდოთ თქვენს კვებას ჯანსაღი? რა გეხმარებათ მავნე საკვების მოთხოვნილებასთან გამკლავებაში? გაგვიზიარეთ გამოცდილება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: