მთავარი რჩევები 10 პოპულარული სასმელი, რომელიც ფიგურას მხოლოდ აზიანებს – გთავაზობთ ანალოგებს

10 პოპულარული სასმელი, რომელიც ფიგურას მხოლოდ აზიანებს – გთავაზობთ ანალოგებს

by guramus

პოპულარულ კოქტეილთა უმეტესობა ალკოჰოლსა და დიდი რაოდენობით კალორიას შეიცავს. ამიტომაც, მათ ვერაფრით შეუთავსებთ დიეტასა და სიგამხდრეს. დასვენება კი გინდათ.

როგორ უნდა მოიქცეთ? მათი შეცვლა მხოლოდ მსუბუქი და ასეთივე გემოს მქონე სასმელებით შეიძლება, რომლებიც არ შეიცავს შაქარს და არ ჩაგიყრით წყალში მთელ თქვენს ძალისხმევას სპორტ-დარბაზში.

ჩვენ წარმოგიდგენთ 10 პოპულარულ კალორიულ პროდუქტს და მათ ანალოგებს მსგავსი გემოთი:

1. Long Island (424 კკალ) – Cosmopolitan (100 კკალ)

ცნობილი სასმელი „ლონგ-აილენდი“ შეიცავს არაყს, ჯინს, რომს, ტეკილას, ტრიპლ-სეკსა და კოკა-კოლას. ამიტომ, ასეთი სასმელის სტანდარტული ჭიქა(420მლ) მთელ 424 კკალ-ს შეიცავს.

ამის ნაცვლად, მიირთვით „კოსმოპოლიტენი“, რომელიც ნაკლებ ალკოჰოლსა და მცირე შტოშის წვენს შეიცავს. ეს სასმელი ისეთივე გემრიელია და მისი ერთი პორცია(250 მლ) შეიცავს არანაკლებ 100 კკალ-ს.

2. Pina Colada (З00 კკალ) – Fuzzy Navel (120 კკალ)

ყველასათვის ცნობილი კარიბული კოქტეილი „პინა კოლადა“ შეიცავს დიდი რაოდენობით ქოქოსსა და ანანასს, ამიტომ 230მლ სასმელში 300 კილოკალორიაა.

პინა კოლადას ნაცვლად, მიირთვით სასმელი „ფუზი ნეიველი“(ფუმფულა ჭიპი), რომელიც ატმის შნაპსსა და ფორთოხლის წვენს შეიცავს, რაც შესანიშნავად ცვლის ზემოხსენებულ სასმელს 120 კკალ-ით.

3. Mojito (242 კკალ) – Martini (70 კკალ)

მოჰიტო – ერთ-ერთი პოპულარული საკურორტო კოქტეილია, თუმცა, შაქრის სიროფის გამო, 250მლ მოჰიტოში 240 კკალ-ზე მეტია. ჩაანაცვლეთ იგი არანაკლებ პოპულარული მარტინით. 250 მლ კლასიკურ მარტინიში 70 კკალ შედის.

4. Gin & Tonic (170 კკალ) – Gin & Slimline Tonic (70 კკალ)

ჯინ-ტონიკი პლაჟებზე, კურორტებსა და კლუბებში მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული. თუმცა, მასში ძალიან ბევრი შაქარია. 210 მლ სასმელი 170 კკალ-ს შეიცავს.

ჩაანაცვლეთ იგი სლიმლაინ ტონიკით – ტონიკის მეორე სახეობით, რომელიც ნაკლებკალორიულია. ამიტომ ეძახიან მას „იდეალურ ჯინ-ტონიკს“.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

5. რომ-კოლა (210 კკალ) – „დიეტური რომ-კოლა“ (115 კკალ)

„რომ-კოლა“ წვეულებებზე ყველაზე პოპულარული სასმელია. უბრალოდ, 280 მლ სასმელში 210 კკალ შედის. იმისათვის, რომ კალორიები შეამციროთ, უბრალოდ ჩაანაცვლეთ ჩვეულებრივი კოლა დიეტურით. მიიღებთ 115კკალ-ს.

6. „რუსული თეთრი“(208 კკალ) – „დაიკირი“ (140კკალ)

„თეთრი რუსული“ კიდევ ერთი კოქტეილია, რომელიც წარმოუდგენლად პოპულარული გახდა ერთ-ერთი ფილმის გამოსვლის შემდეგ. ამ კოქტეილს სვამდა მამაკაცი(„დიდი ლებოვსკი“ ფილმის მთავარი პერსონაჟი). თუმცა, 100 მლ სასმელში 208 კკალ შედის. ჩაანაცვლეთ იგი „დაიკირით“.

გამაცოცხლებელი სასმელი, რომელიც მანგოს, რომისა და ლაიმის წვენისგან შედგება, იმავე ზომის პორციაში 140 კკალ-ს შეიცავს.

7. თეთრი ღვინო(160 კკალ) – შამპანური (89 კკალ)

რა თქმა უნდა, ღვინო სხვადასხვაგვარია და მისი კალორიულობა ყურძენსა და შაქრის დანამატზეა დამოკიდებული, თუმცა, საშუალოდ, ერთ ბოკალ 175 მლ ღვინოში 160 კკალ-ია. შეცვალეთ ღვინო შამპანურით. ერთ პორცია შუშხუნა სასმელში (120 მლ-ში) 89 კკალ-ია.

8. „ვოდკა-ტონიკი“ (175 კკალ) – „ლაიმ-სოდა“ ინდურ სტილში (106 კკალ)

„ჯინ-ტონიკი“ – ესაა გაზიანი სასმელი, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარსა და კალორიას შიცავს. 280 მლ სასმელში 175 კკალ-ია. ჩაანაცვლეთ იგი იდეალურად „ლაიმ-სოდით“ ინდურ სტილში, რადგან იგი არ შეიცავს ჭარბ შაქარს და იმავე მოცულობაში 106 კკალ-ს შეიცავს.

9. Margarita (280 კკალ) — Moscow Mule (120 კკალ)

„მარგარიტა“ – კიდევ ერთი მოდური კოქტეილია, რომელიც 230 მლ-იან ულუფაში 280 კკალ-ს შეიცავს. სხვათაშორის, შედარებისთვის, პიცის 100 გრ ნაჭერი 253 კკალ-ზე ნაკლებს შეიცავს.

უმჯობესია, მარგარიტას ნაცვლად მიირთვათ „მოსკოვური მული“ – იგი 170 მლ-ში 120 კალორიას შეიცავს.

10. მუქი ლუდი (220 კკალ) – ცილოვანი ლუდი (92 კკალ)

ლუდს ათასობით სახეობა აქვს და, თითოეულ მათგანს – თავისი კალორიულობა. მაგრამ, სიმძიმის მიხედვით ერთ-ერთი ლიდერია მუქი ლუდი. 0.5 ლ ამ სახის ლუდში 220 კკალ-ია, თუმცა მისი ჩანაცვლება მარტივად შეგიძლიათ სულ უფრო და უფრო პოპულარული ცილოვანი ლუდით, რომელიც ამავე მოცულობაში 92 კკალ-ს ატარებს.

სამწუხაროდ, ამ ლუდის შოვნა, ჯერჯერობით, ჩვენთან შეუძლებელია, ამიტომ, ჩაანაცვლეთ მუქი ლუდი უალკოჰოლო ლუდით (მისი 0.2 ლ 50 კკალ-ს შეიცავს), შემდეგ კი მოდის ღია ლუდი(0.5 ლ – 170კკალ).

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: