მთავარი სილამაზე მარტივი მეთოდი სახიდან ნაოჭების, ლაქებისა და შრამების მოსაშორებლად

მარტივი მეთოდი სახიდან ნაოჭების, ლაქებისა და შრამების მოსაშორებლად

by guramus

რა თქმა უნდა, სილამაზის პარამეტრები სხვადასხვაგვარია. ქალბატონების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სილამაზე წვრილი წელია, მეორე კი განაცხადებს, რომ დიდი მკერდია საჭირო. საქმე თქვენს პრიორიტეტებშია, თუმცა, არსებობს ისეთი ასპექტებიც, რომლებიც ნებისმიერ ქალბატონს სჭირდება – ეს ჯანსაღი და ლამაზი კანია.

თუმცა, ადამიანთა უმრავლესობას სახის კანზე ლაქები, შრამები და ნაოჭები აქვს გაჩენილი. თანამედროვე სამყაროში არსებობს უამრავი პროდუქტი კანის მოსავლელად, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი სავსეა ქიმიკატებითა და, ხშირად, არ გვაძლევს სასურველ შედეგს.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა გაიუმჯობესოთ კანის მდგომარეობა ნატურალური საშუალებებით, რომლებსაც ნებისმიერ უახლოეს მაღაზიაში იპოვით:

ინგრედიენტები:

• თბილი წყალი;

• საკვები სოდა;

• ზეითუნის ზეთი.

გამოყენების წესი:

შეურიეთ 1 ს/კ საკვებ სოდას 1 ს/კ ზეითუნის ზეთი ერთგვაროვან მასამდე. შემდეგ დაიტანეთ პასტა კანის პრობლემურ მონაკვეთებზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. გაიჩერეთ ნიღაბი 5-10 წუთით და ჩამოიბანეთ ნიღბის ნარჩენები დიდი რაოდენობით თბილი წყლით.

ჩაიტარეთ ეს პროცედურა რეგულარულად და მალე შედეგები გაგაოცებთ!

მკურნალობის ნებისმიერი ხალხური მეთოდის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: