მთავარი რჩევები მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს დაადგინეს, თუ რისთვისაა საჭირო აპენდიქსი (ბრმა ნაწლავი)

მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს დაადგინეს, თუ რისთვისაა საჭირო აპენდიქსი (ბრმა ნაწლავი)

by guramus

მეცნიერული კვლევით დამტკიცდა, რომ აპენდიქსის არარსებობა უმნიშვნელოდ ზრდის დაინფიცირების რისკს. ეს ლოგიკურ კითხვას იწვევს: რაში გვჭირდება ეს ჭია-დანამატი?

ჩვენ გადავწყვიტეთ ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ:

აპენდიქსი ჭიისმაგვარი გამონაზარდია სწორ ნაწლავზე, რომლის ანთებითი პროცესიც აპენდიციტს იწვევს. ადამიანები, რომლებმაც ეს ორგანო ამოიჭრეს, სრულიად ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობენ. და მაინც, რა ფუნქციას ასრულებს აპენდიქსი?

საქმე ისაა, რომ რეალურად, აპენდიქსი რუდიმენტული ორგანო არ არის – იგი მნიშვნელოვან იმუნურ ფუნქციას ასრულებს – იცავს სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც ნაწლავებში ცხოვრობენ. ჟურნალი Time-ი წერს, რომ ამ დასკვნამდე მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი მივიდა, რომელიც ამ ორგანოს ევოლუციურ განვითარებას შეისწავლიდა.

ამერიკელი ანთროპოლოგის, ჰიზერ სმიტის ხელმძღვანელობით, ბიოლოგებმა გააანალიზეს აპენდიქსის არსებობა/არარსებობა 533 სხვადასხვა ნაირმჭამელებში და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ: ცხოველების ის სახეობები, რომლებსაც აპენდიქსი აქვთ, ბრმა ნაწლავში ლიმფოიდური ქსოვილის უფრო მაღალი კონცენტრაცია აქვთ. ეს ქსოვილი კი დიდ როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ასევე, ასტიმულირებს ნაწლავების სასარგებლო ბაქტერიების ზრდას, რომელთა თავშესაფარიც სწორედ აპენდიქსია.

თუმცა, თუ ეს ორგანო ამოიჭერით, ბევრი ნამდვილად არაფერი დაგიკარგავთ: არავითარი სერიოზული გართულებები ამ ოპერაციას არ მოჰყვება.