მთავარი რჩევები ნუ გაიჩერებთ ორგანიზმში ჭარბს სითხეს. ეს 4 მარტივი საშუალება დაგეხმარებათ გამოდევნოთ და განთავისუფლდეთ.

ნუ გაიჩერებთ ორგანიზმში ჭარბს სითხეს. ეს 4 მარტივი საშუალება დაგეხმარებათ გამოდევნოთ და განთავისუფლდეთ.

by guramus

წყლის შეკავება გულისხმობს ქსოვილებსა და ორგანოებში სითხის დაგროვებას. თქვენ წყალი სიცოცხლისთვის გჭირდებათ, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, სხეული მას დიდი რაოდენობით ინახას.

ეს გამოიწვევს შეშუპებისა და შებერილობის შეგრძნებებს. წყლის შეკავებამ, ჩვეულებრივ, მოქმედებს ფეხებზე, თუმცა ჭარბი სითხე სხეულის სხვა მონაკვეთებშიც შეიძლება დაგროვდეს.

სითხის შეკავება უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ 4 გზას მის გამოსადევნად:

1. შეზღუდეთ მარილის მოხმარება

ჭარბი როადენობით მარილისა და ნატრიუმის მოხმარება წყლის შეკავების ძირითადი მიზეზია. გადამუშავებული პროდუქტის უმრავლესობა დიდი რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს, ამიტომაც ეცადეთ, მოერიდოთ მათ მაქსიმალურად. ამას გარდა, საკვების მომზადებისას გამოიყენეთ ნაკლები მარილი – ჩაანაცვლეთ იგი სანელებლებითა და ბალახეულით;

2. მიირთვით მოცვის წვენი

მოცვის წვენი უკვე დიდი ხანია ცნობილია შარდმდენი ეფექტით. დალიეთ ერთი ან ორი ჭიქა სუფთა, ახლადდაწურული მოცვის წვენი ყოველდღიურად და გაოცდებით შედეგით – წყალი ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით გამოიდევნება. გარდა ამისა, შეგიძლიათ უბრალოდ მოცვი მიირთვათ ყოველდღე;

3. სცადეთ ქოქოსის წყალი

მასში შემავალი კალიუმი დაგეხმარებათ ნატრიუმის რაოდენობის შემცირებასა და შეკავებული წყლის გამოდევნაში. ამ საშუალების გამოსაყენებლად, დალიეთ ქოქოსის წყალი შაქრისა და სხვა დანამატების გარეშე;

4. დალიეთ ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი დაგეხმარებათ სხეულიდან ჭარბი სითხის გამოდევნასა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენაში. გაურიეთ რამდენიმე ს/კ ლიმონის წვენი ერთ ჭიქა წყალს და დალიეთ დილაობით.

კიდევ რამდენიმე რჩევა, რომელიც ჭარბი სითხის გამოდევნაში დაგეხმარებათ:

• თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა სამსახურში, ხშირად შეისვენეთ და გაიარ-გამოიარეთ;

• დაუმატეთ საკვებს ახალი ოხრახუში – იგი შეკავებულ წყალს გამოდევნის;

• მიირთვით ახალი ნიორი, რაგდან იგი შარდმდენი თვისებით გამოირჩევა;

• დალიეთ ჰიბისკუსის ჩაი.