მთავარი სილამაზე მოიცილეთ სახიდან ფერიჭამელები – ეს 4 ეფექტური საშუალება თქვენს კანს ერთი პროცედურით გაწმენდს

მოიცილეთ სახიდან ფერიჭამელები – ეს 4 ეფექტური საშუალება თქვენს კანს ერთი პროცედურით გაწმენდს

by guramus

მიუხედავად იმისა, რომ ფრიმჭამელები ძირითადად სახეზე ჩნდება, მათ სხეულის ნებისმიერ ადგილას შეუძლია ამოსვლა.

ისინი ფორებში გაჭედილი სიბინძურესავით გამოიყურება, თუმცა ისინი უფრო მეტნი არიან, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. შავი ფერი მათ დამჟავების შედეგად ეძლევათ, რაც ფორების ჩახერგვისა და ჰაერზე ყოფნის შედეგად ხდება.

ჩვენ წარმოგიდგენთ 4 ეფექტურ საშუალებას ფერიმჭამელების მოსაშორებლად და გაიგებთ, თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან მათი გაჩენა.

გაწმენდა

• გამოიყენეთ კვერცხის ცილის ნიღაბი: განაცალკევეთ ორი კვერცხის ცილა და წაისვით სახეზე თხელ ფენად. გაიჩერეთ ნიღაბი 2 წუთით, სანამ გაშრება. ამის შემდეგ დაიტანეთ მეორე ფენა.

გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთით. გამოიყენეთ თბილი წყალი ცილის ჩამოსაბანად. კვერცხის ცილა დაგეხმარებათ ფორების შევიწროვებაში და ნებისმიერი გაჭედილიო სიბინძურის ამოტყორცნაში, რაც კანს სიგლუვესა და სისუფთავეს დაუბრუნებს.

• თაფლი და დარიჩინი: შეურიეთ ½ ს/კ დარიჩინი 1 ს/კ თაფლს. დაიტანეთ ეს ნაზავი სახეზე წრიული მოძრაობებით და კარგად შეიზილეთ. გააგრძელეთ შეზელა 3 წუთით. დარიჩინი კანის დამარბილებელ ეფექტს იძლევა, თაფლი კი გამოდევნის ფორებიდან სიბინძურეს და მოქმედებს ნატურალური ანტიბიოტიკის სახით.

• ულბოს პასტა: ულბოს წყალთან შერევით მიღებული პასტა წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

აქერცლვა

• ლიმონის, მარილის, თაფლისა და მაწვნის პილინგი: მოამზადეთ სკრამი ლიმონის წვენის, 1 ს/კ მარილის, 1 ს/კ მაწვნისა და ცოტაოდენი თაფლის გამოყენებით. დაიტანეთ ეს სკრაბი წრიული მოძრაობებით ფერიმჭამელების ზონაში. კარგად შეიზილეთ, დაელოდეთ 3 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით;

• საკვები სოდის პილინგი: საკვები სოდა ყველა სამზარეულოში მოიპოვება. ამ პილინგის მოსამზადებლად დაუმატეთ სოდას წყალი და გააკეთეთ პასტა. ნაზად შეიზილეთ იგი სახეზე წრიული მოძრაობებით 5 წუთის მანძილზე, შემდეგ ჩამოიბანეთ.

ამ პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ პასტა 10 წუთით გაიჩეროთ ჩამობანამდე. საკვები სოდა ნატურალური გამწმენდია და აშორებს მკვდარ უჯრედებს.

ქიმიური საშუალებები

• გამოიყენეთ რეტინოიდული კრემი: ასეთი კრემები A ვიტამინისგან მიიღება, რაც ხელს უშლის კანში ჭარბი ცხიმების დაგროვებას. რეკომენდებულია მისი კვირაში 2-3 გამოყენება;

• ფერიმჭამელებლის მოსაშორებელი სტიკერები: ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი ამისათვის სტიკერების გამოყენებაა. ეს სტიკერები შეიცავს ულტრა-წებოვან ნივთიერებას, რომელიც შრება კანთან კონტაქტის დროს. გაიჩერეთ ისინი 15 წუთით და აიძვრეთ მაქსიმალურად სწრაფად.

• სალიციუმის მჟავაზე დამზადებული სახის გელი: დაიტანეთ გელის თხელი ფენა დაზიანებულ მონაკვეთებზე და გაიშრეთ 30 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით. სალიციუმის მჟავა კანის მკვდარ უჯრედებს, ცხიმსა და იმ სიბინძურეს აშორებს, რომელსაც ფერიმჭამელები ტოვებენ ჩვენს კანზე.

სხვა მეთოდები

• გამოყენეთ აკნეს მაშა: სახის გაწმენდის შემდეგ, მაშის თავი მოათავსეთ ფერიმჭამელებზე. დააჭირეთ ინსტრუმენტს, რათა გამოდევნოს ფორებში ჩაჭედილი სიბინძურე. გახსოვდეთ, არ დააჭიროთ ძალიან მაგრად, რათა კანის დაზიანება აიცილოთ თავიდან. ფერიმჭამელების მოშორების შემდეგ, გულმოდგინედ გაიწმინდეთ სახე და ინსტრუმენტი;

• ფერიმჭამელების ამოგდება: დაიწყეთ კანის გაწმენდითა და აქერცლვით. გამოიყენეთ ბამბის ბურთულები ფერიმჭამელების გვერდებზე ნაზად დასაჭერად, რათა ამოაგდოთ იგი ფორიდან. ამოგდების შემდეგ დაიბანეთ სახე და გამოიყენეთ კრემი.

როგორ უნდა აიცილოთ ფერიმჭამელების წარმოქმნა

• დაიცავით კანის სისუფთავე: დაიბანეთ კანი რეგულარულად, გრილი წყლის გამოყენებით. ეს დაგეხმარებათ ფორების ჩაკეტვის თავიდან აცილებაში.

ნეიტრალური pH დონის ან სალიციუმის შემცველი გამწმენდები უნდა გამოიყენოთ ფორების სისუფთავის შესანარჩუნებლად;

• მოიშორეთ მაკიაჟი დაძინებამდე: მაკიაჟით ძილი ფორების ჩაკეტვას იწვევს. ყოველთვის მოიშორეთ იგი სახიდან ნაზი გამწმენდითა და მაკიაჟის მოსაშორებლით დაძინებამდე;

• ფიზიკური დატვირთვების შემდეგ მიიღეთ შხაპი: გაოფლიანება იწვევს ჭარბი ბაქტერიებისა და ცხიმის დაგროვებას თქვენს კანზე, რაც ფერიმჭამელებს აჩენს. ნებისმიერი დამღლელი აქტივობის შემდეგ მიიღეთ შხაპი;

• მოიშორეთ ჭარბი ცხიმი სახიდან: თუ ციმიანი კანი გაქვთ, გამოიყენეთ შესაბამისი პროდუქტი ცხიმის შესაწოვად. ამით სახიდან მხოლოდ ცხიმებს კი არა, უსარგებლო ბაქტერიებსა და მკვდარ უჯრედებსაც მოიშორებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: