ლიმონი მძლავრი, ნატურალური ანტიოქსიდანტია, რომელიც უკიდურესად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმის უჯრედებისთვის და რომელსაც შეუძლია ზოგიერთი მტკივნეული სიმპტომის შემსუბუქება.
დღეს ჩვენ გიამბობთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს მჟავე ციტრუსი სახსრების ტკივილის მოსახსნელად:
ლიმონს არაჩვეულებრივი საკმურნალო თვისებები გააჩნია და გამოიყენება უამრავი დაავადების სამკურნალოდ. ამას გარდა, ეს ხილი წარმოუდგენლად სასარგებლოა ორგანიზმისათვის, ვინაიდან ვიტამინ C-ს მდიდარი წყაროა.
ძვლებისა და სახსრების ტკივილის მოსახსნელად უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორის, დასვენება, ჯანსაღი კვება, კომპრესები და ნატურალური საშუალებები, რომლებიც გამოჯანმრთელებას აჩქარებს.
როგორ უნდა გამოიყენოთ ლიმონი ამ მიზნით?
თუ სახსრების ტკივილისგან გათავისუფლება გსურთ ლიმონის დახმარებით, მიჰყევით ჩვენს რჩევებს:
გაარჩიეთ ლიმონი. ეცადეთ, ეს მაქსიმალურად ფრთხილად გააკეთოთ – თქვენ არ გჭირდებათ კანის თეთრი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ცედრა!
შემდეგ დაიდეთ იგი მტკივნეულ მონაკვეთზე და დაიმაგრეთ მარლის ან ქსოვილის გამოყენებით.
დააცადეთ რამდენიმე საათით და იგრძნობთ, როგორ იწყებს ტკივილი გაქრობას.
კიდევ ერთი მეთოდი:
ინგრედიენტები:
• 2 ც ლიმონი;
• ევკალიპტის ფოთლები;
• ზეითუნის ზეთი;
• პლასტმასის კონტეინერი.
რეცეპტი მარტივია – მოამზადეთ ლიმონის ცედრა, დაასხით ზეითუნის ზეთი და დაახურეთ ევკალიპტის ფოთლები.
ეს მასა 2 კვირის მანძილზე უნდა გააჩეროთ გამოყენებამდე. როცა იგი მზად იქნება, დაიტანეთ მტკივნეულ მონაკვეთზე და შეიხვიეთ მარლით.