მთავარი რჩევები ფილტვების კიბოს უჩვეულო სიმპტომები, რომლებმაც, შესაძლოა, თქვენი სიცოცხლე იხსნას

ფილტვების კიბოს უჩვეულო სიმპტომები, რომლებმაც, შესაძლოა, თქვენი სიცოცხლე იხსნას

by guramus

ცხოვრების ჯანსაღი წესი – ეს მთავარი პრინციპია სიმსივნის განვითარების პროფილაქტიკისათვის, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა კი მისი წარმატებული მკურნალობის წყაროა.

ფილტვების კიბო – ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა მსოფლიოში. მისი გამოვლენა საკმაოდ რთულია ადრეულ ეტაპებზე, ვინაიდან დაავადება კლინიკურად არ ავლენს თავის თავს.

ხანდახან, სიმსივნის სიმპტომები ნაკლებად სერიოზული პათოლოგიების ნიშნებად აღიქმება ან მთლიანად უგულებელყოფენ.

წარმოგიდგენთ სიმპტომებს, რომლებზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ.

1. მუდმივი ხველება

ეს სიმპტომი შემთხვევათა 75%-ში ვლინდება. ხველა სიმსივნის მიერ სასუნთქი გზების გაღიზიანების შედეგია.

2. გართულებული სუნთქვა

ჰაერის უკმარისობა, შესაძლოა, სასუნთქი გზების სიმსივნით ჩახერგვის შედეგად გაჩნდეს. შედეგად, ადამიანს უვითარდება ქოშინი ფიზიკური აქტივობის დროს(მაგალითად, ცერებზე წამოწევის დროსაც კი).

3. ტკივილი მკერდის არეში

ზოგიერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ ტკივილი მკერდის არეში უფრო ინტენსიური ხდება ხველისა და ღრმად ჩასუნთქვის დროს.

4. სისხლის ამოხველება

ეს უკიდურესად საშიში პროგნოსტიკური ნიშანია, რომლის შემდეგაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუმცა, სისხლის ამოხველება სხვა პათოლოგიების ნიშანიც შეიძლება იყოს.

5. პნევმონია და ბრონქიტი

ფილტვის კიბო სასუნთქ ორგანოებს მგრძნობიარეს ხდის, რის გამოც იზრდება ინფექციური პროცესების რისკი.

ვინ მოიაზრება რისკ-ჯგუფში?

რისკ-ჯგუფის ძირითადი ნაწილი 70 წელს გადაცილებული ადამიანებისგან შედგება.
როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ეს მძიმე დაავადება?

ფილტვის კიბოს გაჩენაში გადამწყვეტ როლს ადამიანის კვების ტიპი და მავნე ჩვევების არსებობა ასრულებს.

აუცილებლად მოერიდეთ კანცეროგენულ ქიმიურ ნივთიერებებს სახლსა და სამსახურში. დამტკიცებულია, რომ რადონი(უფერული ინერტული გაზი) შემთხვევათა 30%-ში ფილტვების კიბოს იწვევს იმ ადამიანებში, რომლებსაც მავნე ჩვევები არ აქვს.

ამრიგად, ცხოვრების ჯანსაღი წესი მთავარი გასაღებია ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.