მთავარი ჯანმრთელობა 16 ხერხი ალერგიის თავიდან ასაცილებლად

16 ხერხი ალერგიის თავიდან ასაცილებლად

by guramus

ეს, შესაძლოა, უცნაურად გეჩვენოთ, მაგრამ ალერგიას სასარგებლო თვისებაც აქვს. ისინი გეხმარებათ უფრო სერიოზული დაავადებების თავიდან აცილებაში. კვლევების თანახმად, სიმსივნის გაჩენის რისკი მათში, ვისაც ალერგია აწუხებს.

ალერგია ჩვენი დროის გავრცელებული სენია. თითოეულ ადამიანს საკუთარი ალერგია აქვს და არსებობს უამრავი სახის ტესტი იმისათვის, რომ დაახლოებით გაიგოთ, თუ რაზე რეაგირებს ორგანიზმი.

არსებობს უამრავი მედიკამენტი ალერგიის სიმპტომების შესამსუბუქებლად, თუმცა, ყველამ ვიცით, რომ უმჯობესია დაავადების პრევენცია, ვიდრე მკურნალობა. ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე ხერხი ალერგიის თავიდან ასაცილებლად.

1. სამუშაო ადგილი

ჩვენ დიდ დროს ვატარებთ ჩვენს სამუშაო ადგილას, მისი დასუფთავება კი ძალიან მნიშვნელოვანია. გაწმინდეთ მტვრიანი ადგილები რეგულარულად და მოაშორეთ ყველა უსარგებლო ნივთი. თქვენი სამუშაო ადგილის შემდეგ, დროა სახლის დალაგებას შეუდგეთ. გადაყარეთ უსარგებლო, ძველი ნივთები, რათა ჰაერს სისუფთავე შეუნარჩუნოთ და მტვერი არ შეისუნთქოთ.

2. გაწმენდა

აუცილებელია სახლის დასუფთავება გულმოდგინედ. სპეციალური ჰიპოალერგენული საშუალებებით სახლის მშრალი და სველი წმენდა შეამცირებს ალერგიულ რეაქციებს. აუცილებელია პირბადის გამოყენება დალაგებისას. გამოიყენეთ მტვერსასრუტიც სპეციალური ფილტრი მტვრისთვის და ატარეთ ხელთათმანები.

3. სუფთა და გასწორებული საწოლი

შეცვალეთ საწოლის თეთრეული ხშირად და გარეცხეთ მაღალ ტემპერატურაზე. მიკრობები და პარაზიტები ცხელ წყალში შემცირდება. მიანიჭეთ უპირატესობა ჰიპოალერგიულ, ნატურალური მასალებით დამზადებულ თეთრეულს. კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ მტვრისგან დამცავი დაფარვა ბალიშებისა და მატრასისთვის. დააფარეთ საწოლს ზედა გადასაფარებელი მტვრისგან დასაცავად.

4. დახურული ფანჯრები

ფანჯარა ოთახში მტვრისა და სიბინძურის შემოსასვლელი არხია. სწორედ ამიტომ, გამოიყერეთ ჰაერის კონდიციონერი ჰაერის გასაწმენდად და გასაგრილებლად. ალერგენების შესაკავებლად სპეციალური ფილტრიცაა საჭირო. ასევე, მნიშვნელოვანია ფანჯრების დახურვა მანქანის მართვისას. ამ გზით, თქვენ თავიდან აიცილებთ მანქანაში მტვრის დაგროვებას.

5. სეირნობის წესები

თქვენ უნდა ისეირნოთ საღამოობით. 10:00-16:00 დროის მანძილზე ჰაერში დიდი რაოდენობით სიბინძურეა. უკეთესი იქნება, თუ წვიმაში ისეირნებთ. თუ ამ დროში მაინც გიწევთ გარეთ გასვლა, მტვრისგან დამცავი ნიღაბი გამოიყენეთ, ასევე, ატარეთ ქუდი და სათვალეები.

6. შხაპის მიღება

მიიღეთ შხაპი და დაიბანეთ თავი სახლში მისვლისას. ეს დაგეხმარებათ მტვრის, სიბინძურისა და მიკრობების მოშორებაში. ასევე, საჭიროა ტანსაცმლის გამოცვლა სახლში მისვლისთანავე. სახლის ტანსაცმელი უნდა განაცალკევოთ გარეთ გასასვლელისგან.

7. დანაყრება

აუცილებელია ჯანსაღი დიეტა საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მოერიდეთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. მიირთვით მუქი კენკრა, ვასაბი, წიწაკა ჩილი, ნიორი, მწვანე ჩაი და ჯანჯაფილი.

8. წყალი

მიირთვით დიდი რაოდენობით წყალი, ვინაიდან დეჰიდრატაცია ხელს უწყობს ალერგიას. ქალბატონებმა 9, მამაკაცებმა კი 13 ჭიქა წყალი უნდა დალიონ დღეში.

9. ცხოველები

თუ შინაური ცხოველი გყავთ, აბანავეთ რეგულარულად. სიბინძურე, მტვერი და მიკრობები მათ ბეწვში იბუდებს, რაც ალერგიის შეტევას იწვევს თქვენში. მოარიდეთ ცხოველები ავეჯსა და საძინებელს.

10. ტანსაცმელი

მიანიჭეთ უპირატესობა ნატურალურ ქსოვილებს, რადგან სინთერიკა იწვევს ქავილსა და კანის გაღიზიანებას. უმჯობესია, გარეცხოთ ტანსაცმელი ხშირად და შეინარჩუნოთ სისუფთავე. ასევე, შეარჩიეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც სრულად ფარავს სხეულს. ეს დაგიცავთ სიბინძურესა და მტვერთან კონტაქტისაგან.

11. კოსმეტიკა

შეარჩიეთ კოსმეტიკა, ჰიგიენური პროდუქტი და საწმენდი საშუალებები დიდი სიფრთხილიდ. ისინი ჰიპოალერგიული უნდა იყოს. სხვაგვარად, არასტანდარტული და აგრესიული საშუალებები გამოიწვევს ალერგიულ შეტევას. აუცილებლად შეისწავლეთ პროდუქტის შემადგენლობა მის შეძენამდე.

12. ტენიანობის დონე

ჰაერის ტენიანობას დიდი გავლენა აქვს ობის გაჩენაზე, ამიტომ, აუცილებელია მისი მონიტორინგი. თუ ჰაერი ტენიანია, უნდა გამოიყენოთ მისი შემამცირებელი საშუალებები, მშრალი ჰაერი კი – დაატენიანოთ. ჰაერის ტენიანობის ოპტიმალური ტემპერატურა 40-50%-ია.

13. არა სტრესს

სცადეთ სტრესის შემცირება, რადგან იგი მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და იწვევს მის შესუსტებას. ამ შემთხვევაში, ალერგიის განვითარების რისკი იმატებს.

14. ეთერზეთები

ზეითუნის, ჩაის ხისა და ევკალიპტის ეთერზეთი კანზე უნდა წაისვათ გაღიზიანებისა და ქავილის შესამცირებლად. მათ შეუძლია ანთებისა და კანის სიწითლის ჩაცხრობა. ასევე, შეგიძლიათ მათი გამოყენება ინჰალაციისთვის ან კოსმეტიკური საშუალების დანამატად.

15. ალოე ვერა

მას ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს, ვინაიდან მდიდარია ვიტამინებით: A, E და B. იგი აცხრობს სიწითლეს და აჩქარებს განკურნების პროცესს. ასევე, გამოიყენეთ ალოეს რბილობი ან წვენი. შეგიძლიათ მზა გელიც შეიძინოთ. დაიტანეთ პროდუქტი უშუალოდ დაზიანებულ მონაკვეთებზე.

16. სახლში დამზადებული აბაზანის ბომბი

ეს სპეციალური ტაბლეტები დაგეხმარებათ სურდოს შემცირებაში შხაპის მიღებისას:

1/3 ჭიქა გამოხდილი წყალი;

1-1.5 ჭიქა საკვები სოდა;

2 ს/კ სიმინდის სახამებლის ფხვნილი;

80-100 წვეთი საყვარელი ეთერზეთი;

მაფინის ფორმები.

მიიყვანეთ წყალი, საკვები სოდა და სიმინდის სახამებელი პასტის კონსისტენციამდე. დაუმატეთ ეთერზეთი და მოათავსეთ მაფინის ფორმებში. გააჩერეთ მთელი ღამით. გამოიყენეთ ერთი სექცია შხაპის მიღებისას(დადეთ იგი თქვენს ფეხებთან). ცხელი წყლის მოხვედრისთანავე, თქვენ მიიღებთ არომა-თერაპულ შხაპს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: