მთავარი სილამაზე ამ ნაყენის სულ რამდენიმე წვეთი შეაჩერებს თმისცვენას

ამ ნაყენის სულ რამდენიმე წვეთი შეაჩერებს თმისცვენას

by guramus

პრობლემა, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს – ეს გამელოტებაა.

როგორც წესი, მამაკაცებს ნაკლებად აწუხებთ, როცა თმისცვენა ეწყებათ, მაგრამ ქალბატონებისთვის ეს სრული კოშმარია, რადგან ქალის ერთ-ერთი სამკაული – მისი თმაა.

როცა თმები ლამაზი და მოვლილია, იგი ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცევა მამაკაცთან ფლირტისას. სწორედ ამიტომ უთმობენ ამდენ დროს ქალბატონები თმებს, რათა მათი ჯანმრთელობა და სილამაზე შეინარჩუნონ.

თმისცვენა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაეწყოს, თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს უამრავი ნატურალური პროდუქტი ამ პრობლემის სამკურნალოდ.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რეცეპტს გამელოტებასთან საბრძოლველად. გარდა ამისა, ეს საშუალება ასტიმულირებს თმის ზრდასაც.

ინგრედიენტები:

• 50 მლ აბუსალათინის ზეთი;

• 20 მლ ქოქოსის ზეთი;

• 10 მლ როზმარინის ეთერზეთი;

• 5 მლ ლავანდის ეთერზეთი(არაა აუცილებელი).

მომზადების წესი:

1. შეურიეთ აბუსალათინისა და ქოქოსის ზეთები, სანამ ნარევი ერთგვაროვანი არ გახდება;

2. დაუმატეთ როზმარინისა და ლავანდის ზეთი;

3. მოურიეთ ძალიან კარგად;

4. შეინახეთ მასა თავსახურიან კონტეინერში.

გამოყენების წესი:

წაისვით რამდენიმე წვეთი ეს ზეთი იმ ადგილებში, საიდანაც თმა ხშირად გცვივათ და გულდასმით, მსუბუქი მოძრაობებით გაანაწილეთ ზეთი თითის დაბოლოებებით.

გაიმეორეთ პროცესი ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე და სულ რაღაც 2 კვირაში შედეგები შესამჩნევი იქნება.
გააგრძელეთ მკურნალობა მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: