მთავარი ჯანმრთელობა 7 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ჩაამატოთ კვებით რაციონში სეზამი

7 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ჩაამატოთ კვებით რაციონში სეზამი

by guramus

სეზამის მარცვლები ყველაზე დაბალკალორიულ პროდუქტს ნამდვილად არ მიეკუთვნება. ვინაიდან სეზამი ზეთოვანი მარცვლეულის ჯიშის წარმომადგენელია, 100გრ პროდუქტში 560-ზე მეტი კკალ-ია. თუმცა, ამავდროულად, ექიმები მას „მავნეს“ არ უწოდებენ ფიგურისა და ადამიანებისთვის, რომლებსაც წონაში დაკლება სურთ.

პირიქით, სეზამი დაგეხმარებათ გახდომასა და ფიგურის შენარჩუნებაშიც, თუ ჭარბი კგ-ები არ გაწუხებთ.
ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ ექსპერტთა რჩევებს, მაგრამ სეზამის შემთხვევაში, ეს ნამდვილად უნდა გაითვალისწინოთ.

გაგაცნობთ 7 მიზეზს, თუ რატომ უნდა დაუმატოთ თქვენს რაციონს ეს მარცვლები:

1. კიბოს პროფილაქტიკა

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სეზამი პოზიტიურად მოქმედებს ორგანიზიმის სისხლძარღვთა მთელ სისტემაზე, რის შედეგადაც, ადამიანს უზრუნველყოფს მყარი იმუნიტეტითა და მძლავრი დაცვით კიბოს უჯრედებისგან. თუ ადამიანს მიდრეკილება(მემკვიდრული, პათოლოგიური) აქვს ონკოლოგიური დაავადებების მიმართ, ექიმები გვირჩევენ სეზამის მიღებას.

2. სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზება

სეზამის მარცვლები მდიდარია ოლეინის მჟავით, რომელიც, თავის მხრივ, მოქმედებს ქოლესტერინით სავსე უჯრედებზე. ამრიგად, ჭარბი ქოლესტერინი დატოვებს სისხლძარღვებსა და სისხლს, საჭირო რაოდენობა კი დარჩება.

3. სახსრებისა და ძვლების ჯანმრთელობა

სეზამის თესლი დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს, რომელიც გაცილებით სწრაფად აითვისება ორგანიზმის მიერ, ვიდრე რძისა და სხვა კალციუმისშემცელი პროდუქტებისგან.

4. სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესება, რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიის პროფილაქტიკა
სეზამის მარცვლები დიდი რაოდენობით რკინას, ფოლიუმის მჟავასა და В ჯგუფის სხვა ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების გამოყოფასა და არამხოლოდ.

5. კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობა

ვინაიდან სეზამი საკმაო ოდენობით ცხიმებს შეიცავს, მისი თესლი ამკვრივებს თმებს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ხსნის გაღიზიანებას და ატენიანებს მას შიგნიდან, ასევე, ზრუნავს ფრჩხილების სილამაზეზეც. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ სეზამის თესლს ან ზეთს, დაცულები არიან ისეთი პრობლემებისგან, როგორებიცაა: ფრჩხილების აქერცლვა ან მსხვრევადობა, თმის ცვენა და გაუფერულება, გამომშრალი ან ანთებული კანი, რომელსაც ტონალური კრემიც კი ვერ ფარავს და ა.შ.

6. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებზე ზრუნვა

სეზამის თესლი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც გასტრიტი, წყლული და სხვა მსგავსი ანთებითი დაავადება აწუხებს.

7. ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება და გახდომა

მიუხედავად იმისა, შეჭამთ სეზამის თესლს თუ დალევთ ზეთს, სულ რამდენიმე კვირაში ნივთიერებათა ცვლა შესამჩნევად გაუმჯობესდება, ჭარბი კილოგრამები ფიგურიდან კი თვალსა და ხელს შუა დაიწყებს „დნობას“.
თქვენ მოიხმართ ამ სასარგებლო მარცვლებს? რა შედეგს იღებთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: