მსოფლიო მოსახლეობის 35-45%-ს აწუხებს პირის ღრუს უსიამოვნო სუნი ყოველდღიურად. ეს მრავალი მიზეზითაა გამოწვეული. ძირითადად, ბაქტერიების გამრავლების შედეგია.
ჩვენ წარმოგიდგენთ მათი მოშორების 5 საშუალებას, რათა მარტივად გაიქროთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.
1. მიირთვით დღეში 2 ლ წყალი მაინც
წყლის მიღებას უამრავი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის და უსიამოვნო სუნის გაქრობაც ერთ-ერთი მათგანია. წყლის საჭირო რაოდენობა ხელს უშლის ბაქტერიების გავრცელებასაც.
მოერიდეთ შაქრიანი წვენების დალევას ღამით, რაც მთელი ღამის მანძილზე იწვევს ბაქტერიების გამრავლებას.
2. გაიხეხეთ ენა
ენა სუნიანი ბაქტერიების გამრავლების ადგილია. კბილების გახეხვის შემდეგ, გამოიყენეთ ჯაგრისი ენის გასახეხავადაც, რათა მოიშოროთ ნალექი და მავნე ბაქტერიები.
3. შეინარჩუნეთ ღრძილების ჯანმრთელობა
ბაქტერია გროვდება ღრძილებთან ახლოსაც და ქმნის სუნს. ღრძილების დაავადება ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია უსიამოვნო სუნისა. მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად შეარჩიეთ ფლორიდის შემცველი კბილის პასტა.
ასევე, შეეშვით მოწევას – იგი ავნებს თქვენს იმუნურ სისტემას და დაკავშირებულია ღრძილების პრობლემებთან.
4. დაღეჭეთ ხილის კანი
გარეცხეთ ციტრუსის კანი კარგად და დაღეჭეთ. იგი არამხოლოდ განაახლებს სუნთქვას, არამედ ასტიმულირებს ჯირკვლებს ნერწყვის გამოყოფისთვის.
5. გამოიყენეთ ჯანსაღი პასტა და სავლები
• პიტნის ფოთლები გეხმარებათ უსიამოვნო სუნის მოშორებაში და სუნთქვის განახლებაში;
• ზოგიერთი სანელებელი, მაგალითად, კარდამონი, იდეალურია პირის ღრუს უსიამოვნო სურნელის მოსაშორებლად;
• საკვები სოდა კიდევ ერთი ნატურალური სავლებია. უბრალოდ გააზავეთ 1 ჩ/კ სოდა ჭიქა წყალში და გამოივლე პირის ღრუ;
• ულბოს ფოთლების ჩაი იდეალური ანტიბაქტერიული სავლებია. დაიწყეთ დღე ერთი ფინჯანი ჩაით.