მთავარი რჩევები რამდენად მავნებელია შაქარი და როგორ აზიანებს იგი ჩვენს ჯანმრთელობას?

რამდენად მავნებელია შაქარი და როგორ აზიანებს იგი ჩვენს ჯანმრთელობას?

by guramus

შაქარი უკვე დიდი ხანია, არასასურველი პროდუქტის სიაში შევიდა. ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენი ბებიები მუდმივად ტკბილ ჩაის სვამდნენ, ჭამდნენ შაქარმოყრილ ფუნთუშებსა და ამზადებდნენ კომპოტებს დიდი რაოდნეობით შაქრით. შედეგად იღებდნენ კარიესსა თუ ჭარბ წონას.

და მაინც, რითია შაქარი ასეთი მავნებელი და რა შედეგები მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

აღმოჩნდა, რომ შაქრის ხშირი მოხმარება ნეგატიურად ისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე, კანის მდგომარეობასა და თავის ტვინის ფუნქციონირებაზე.

ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს შაქრის შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ ამ მავნე ნივთიერებაზე უარის თქმაში.

1. შაქარი იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. სისხლში მოხვედრისთანავე, იგი ანადგურებს ახალგაზრდობასა და კანის ელასტიურობაზე პასუხისმგებელ 2 ცილას: კოლაგენსა და ელასტინს. ასეთი ქიმიური რეაქციის შედეგად, კანი შრება და იფარება ნაოჭებით. ასევე, იგი უფრო მარტივად დაზიანდება მზის სხივების ზემოქმედებით.

2. რაფინადი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია აკნეს გაჩენისა. ასევე, იგი აძლიერებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში. ჩვეულებრივი შაქრიანი ჩაის დალევაც კი ვერ დაგეხმარებათ ყელის ტკივილის დროს, პირიქით, გააძლიერებს მას.

3. შაქარს საკმაოდ უსიამოვნო უნარი აქვს – სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის მატების უნარი.

ქოლესტერინი, თავის მხრივ, თავს იმაგრებს სისხლძარღვების კედლებზე, აფერხებს სისხლის დინებას და იწვევს ათეროსკლეროზის გაჩენას.

4. კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც რაფინადს მოიხმარენ, უფრო მიდრეკილი არიან ფსიქიკური აშლილობისკენ, განსაკუთრებით, დეპრესიისა და შიზოფრენიისაკენ. ამასთან, შაქარი ამცირებს BDNF-ს(ტვინის ნეიროტულ ფაქტორს), რომელიც პასუხს აგებს ჩვენ მიერ სწავლისა და მეხსიერების უნარზე.

საინტერესო ფაქტი: მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც, ვირთხებს სისტემატურად კვებავდნენ შაქრისშემცველი პროდუქტით.

შედეგად, მღრღნელებს მნიშვნელოვნად გაუუარესდათ მეხსიერება და შეუმცირდათ თავის ტვინის აქტივობა. მეცნიერები ამას უკავშირებენ შაქრის უნარს, გაანადგუროს თავის ტვინის უჯრედებს შორის კავშირი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: