მთავარი ჯანმრთელობა როგორ შევამციროთ მაღალი წნევა მედიკამენტების გარეშე – 5 ბუნებრივი საშუალება

როგორ შევამციროთ მაღალი წნევა მედიკამენტების გარეშე – 5 ბუნებრივი საშუალება

by guramus

ბევრი თვლის, რომ აბების მიღება ერთადერთი საშუალებაა არტერიული წნევის შესამცირებლად. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს სხვა, არანაკლებ ეფექტური საშუალებებიც.

არსებობს პროდუქტთა მთელი რიგი, რომლებიც, ხშირი გამოყენების შემთხვევაში, ამცირებს ჰიპერტონიის გაჩენას.

1. თაფლი

ეს ტკბილეული აფართოებს სისხლძარღვებს. სასურველი შედეგის მისაღებად, საკმარისია უზმოზე 2 ჩ/კ თაფლის მიღება წყალში გახსნით.

2. საზამთროს მარცვლები

ეს პროდუქტი შეიცავს კუკურბოციტრინს, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს. ჰიპერტონიის პროფილაქტიკისათვის, მიიღეთ საზამთროს დაფქული მარცვლები დღეში ორჯერ, 1 ჩ/კ-ს ოდენობით.

3. ლიმონი

ციტრუსის წვენი ეხმარება სისხლძარღვებს ელასტიურობის შენარჩუნებაში. ამიტომაც, ექიმები ჰიპერტონიკებს ურჩევენ ლიმონის რეგულარულ მოხმარებას.

4. ბანანი

დღეში მხოლოდ ორი ტროპიკული ხილის მიღება საკმარისია არტერიული წნევის შესამცირებლად, მისი შემცველობის წყალობით. კალიუმი, კალციუმი, ვიტამინი D და ფოლიუმის მჟავა საგრძნობლად აფართოებს სისხლძარღვებს და გეხმარებათ წნევის შემცირებაში.

5. ნიახური

ამ მცენარის ყოველი ნაწილი სასარგებლოა ჰიპერტონიკებისათვის. ნიახური ადუნებს გულის კუნთს და აუმჯობესებს სისხლის ნაკადს ორგანოებთან. გარდა ამისა, მის ძირებსა და ფოთლებში შედის ფასეული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: ამინომჟავები, ეთერზეთები, ვიტამინები და მიკროელემენტები.
გახსოვდეთ: ყველა ზემოაღნიშნულ საკვებ პროდუქტს პროფილაქტიკური მოქმედება აქვს.