მთავარი რჩევები 7 ჩვევა, რომელიც ყველა 40 წლის ქალბატონმა უნდა გაითავისოს

7 ჩვევა, რომელიც ყველა 40 წლის ქალბატონმა უნდა გაითავისოს

by guramus

40 წელი – შესანიშნავი ასაკია. თქვენ ამ სამყაროს უკვე ვარდისფერი სათვალეების გარეშე უყურებთ, საკუთარ თავში დარწმუნებული, ბრძენი და ლამაზი ხართ. თუმცა, არსებობს უარყოფითი მხარეებიც – თავს ბევრი რამის უფლებას ვეღარ აძლევთ, რადგან ორგანიზმი სულ სხვაგვარად რეაგირებს სხვადასხვა მოვლენაზე.

მაკიაჟი აუცილებლად უნდა ჩამოიბანოთ, ადრე დაწვეთ დასაძინებლად, დაივიწყოთ სწრაფი კვების შესახებ და კიდევ ბევრი სხვა, თუ გსურთ დიდხანს დარჩეთ აქტიური, ლამაზი და ბედნიერი.

დღეს გაგაცნობთ 7 ჩვევას, რომელიც 40 წლის ასაკში აუცილებლად უნდა გამოიმუშავოთ.

1. ისწავლეთ კანის სწორად მოვლა

40 წლის ასაკში, ორგანიზმი ესტროგენის დეფიციტს განიცდის. ეს ჰორმონი პასუხს აგებს ნაყოფიერებაზე, ასევე, კანის სიმკვრივესა და ტონზე. იმისათვის, რომ ნაოჭები მაქსიმალურად დიდხანს არ გაჩნდეს, კოსმეტოლოგები გვირჩევენ დამატენიანებელი კრემის გამოყენებას უი-სხივებისგან დაცვის ეფექტით, ანტიოქსიდანტების საწინააღმდეგო შრატის, ქუთუთოების დამცავი და რეტინოლის შემცველი კრემის წასმას.

თუ თავს სწორად არ მოუვლით, მიიღებთ უფრო ასაკოვან შეხედულებას, ვიდრე სინამდვილეში ხართ.

2. დაწექით დასაძინებლად ადრე

თუ ოდესღაც დისკოთეკაზე დილამდე ცეკვავდით, 8 საათზე კი პირველ ლექციაზე გარბოდით, 40 წლის ასაკში ამას სამსახურში წასვლა ჩაანაცვლებს. ორგანიზმი ვერ მიიღებს ღამის ცხოვრებას, ამიტომაც ჩნდება თავის ტკივილები და სისუსტე. დაწექით დასაძინებლად ადრე. ამასთან, სწორედ ღამით გამომუშავდება ახალგაზრდობის ჰორმონი მელატონინი, რომელიც მოქმედებს ორგანიზმის ყველა უჯრედზე, აღადგენს და ატენიანებს მას.

3. შეარჩიეთ ჯანსაღი საკვები

ოდესღაც სადილამდე ფინჯანი ყავით ძლებდით, საღამოობით კი მსუყედ ივახშმებდით, მაგრამ წონაში არ იმატებდით, არა? სამწუხაროდ, რაც მეტი წელი გემატებათ, მით უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ კვებას, თუ ფორმის შენარჩუნება გინდათ. კილოგრამები შეუმჩნევლად იწყებს დაგროვებას. დაივიწყეთ სწრაფი კვების, შოკოლადის კანფეტებისა და გაზიანი სასმელების შესახებ.

4. ჩამოიბანეთ კოსმეტიკა

ძალიან დაიღალეთ და ფეხზე ვეღარ დგახართ? ამას არ აქვს მნიშვნელობა! ჩამოიბანეთ მაკიაჟი დაწოლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანი ამას ვეღარ გაპატიებთ.

5. მეტი ისეირნეთ ფეხით

ჟანგბადის უკმარისობა ორგანიზმში აუარესებს ტვინის აქტივობას, ანელებს მეტაბოლიზმს, არღვევს ძილს, იწვევს ქრონიკულ დაღლილობასა და აპათიას. ამიტომ, აუცილებლად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე უფრო მეტხანს.

6. ნუ იქნებით შურიანი და გიხაროდეთ სხვების წარმატება

გარეგან სილამაზეზე უკვე ვისაუბრეთ, დროა შინაგანზე გადავიდეთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 40 წელი – შესანიშნავი ასაკია, რომელშიც ქალი ბრძენდება, ვინაიდან უკვე საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. მაშ, რატომ არ უნდა გათავისუფლდეთ ნეგატიური თვისებებისგან, რომლებიც ცხოვრებას გიწამლავთ? გეყოფათ შურიანობა, ისწავლეთ სხვათა წარმატების გაზიარება და მალე თქვენი ცხოვრებაც დალაგდება. მიიღეთ ყველაფერი, როგორც მოტივაცია.

7. გათავისუფლდით „ტოქსიკური“ ადამიანებისგან

თუ ვინმე ცხოვრებას გიწამლავთ, ეცადეთ, მოერიდოთ ამ ადამიანთან ურთიერთობა. თუ არსებობს ამის შესაძლებლობა, უკანმოუხედავად ჩამოშორდით. ისწავლეთ სიყვარული და საკუთარი თავის დაფასება. იყავით ისეთ ადამიანთა გარემოცვაში, რომლებიც მხოლოდ ბედნიერებას მოგიტანთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: