მთავარი ჯანმრთელობა წყალი თაფლით და ლიმნით: სასარგებლო თვისებები

წყალი თაფლით და ლიმნით: სასარგებლო თვისებები

by guramus

„ერთი წლის წინ, გრიპის საშინელი ვირუსი შემეყარა. აფთიაქის წამლები დიდად ვერ მეხმარებოდა. ერთმა ქალბატონმა მირჩია, დილაობით თბილი წყალი დამელია თაფლითა და ლიმონით. ბუნებრივია, ამ რჩევას სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ მაინც ვცადე. გრიპმა გამიარა.

ეს თბილი სასმელი კი ძალიან მომწონდა და მას ყოველდღე ვსვამდი, 1 წლის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე, ჩემი ორგანიზმი მოულოდნელად შეიცვალა.“ – წერს ინტერნეტ-მომხმარებელი.

დღეს მის გამოცდილებას გაგიზიარებთ, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების გაუმჯობესებაში.

1. უკვე ერთი წელია, რაც არ გავციებულვარ. აღარც კუჭის ტკივილები მაწუხებს

უნდა აღვნიშნო, რომ არასდროს მჯეროდა ხალხური საშუალებების ძალისა. აფთიაქის მონა ვიყავი. მტკიოდა მუცელი – ვსვამდი ტაბლეტებს; მაწუხებდა ქრონიკული დაღლილობა – ვსვამდი აფთიაქის ვიტამინებს. ალბათ, ბევრნი ხართ ჩემს მდგომარეობაში.

თუმცა, ამ ერთი წლის მანძილზე, არც კი დამიცემინებია. ჩემი თავის ტკივილები უკვალოდ გაქრა. ახლა თაფლი და ლიმონი ყველგან დამაქვს, სადაც არ უნდა წავიდე. ამ სასმელს სასტუმროებშიც კი ვსვამ.

2. დილაობით ჩაის აღარ ვსვამ და მარტივადაც ვიღვიძებ

ჩემმა ლიმონისა და ჩაის კოქტეილმა გამათავისუფლა ყავის „ტყვეობისგან“. მასთან ერთად, გაქრა თავის ტკივილებიც. ახლა უფრო მეტი ენერგია მაქვს დღის განმავლობაში. კარგად ვიძინებ და დილით ვიღიმი.
მანამდე გამოსაფხიზლებლად ერთი საათი მაინც მჭირდებოდა.

ახლა აღარ ვღიზიანდები დილით, ჩემი ახლობლების დანახვისას. უხეშად რომ ვთქვა, საერთოდ დამავიწყდა, ბოლოს როდის ვიგრძენი თავი დაღლილად, დღის პირველ ნახევარში.

3. ჩემ ირგვლივ ადამიანებიც უფრო ჯანმრთელი გახდნენ და ეს ყველაზე დიდი ჯილდოა

ჩემი ოჯახის წევრებიც დავარწმუნე ამ სასმლის მიღებაში. ასე, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გრიპითა და ზამთრის სხვა უსიამოვნებებით მხოლოდ მე კი არა, ჩემი ოჯახიც არ შეწუხებულა.

არ ვიცი, როგორ მუშაობს ეს ჯადოსნური ელექსირი, მაგრამ იგი ნამდვილად მოქმედებს. მე მადლიერი ვარ იმ ქალბატონის მიმართ, რომელმაც ეს რჩევა მომცა, მიუხედავად იმისა, რომ იგი აფთიაქარი იყო, დიდი ხანია არ შევხვედრივარ.

ჩემი რეცეპტი:

ჩვეულებრივ, ერთი ჭიქა სასმელისთვის ნახევარ ლიმონს ვწურავ, ვამატებ 1 ჩ/კ ნატურალურ თაფლს. ამ ყველაფერს ვხსნი ანადუღარ, გაგრილებულ წყალში. ვსვამ მომზადებისთანავე, დილით, როგორც კი ვიღვიძებ.
ახლავე უნდა ვთქვა, რომ ამ სასმლის გემო ყოველდღე იცვლება: ყველაფერი დამოკიდებულია ლიმონზეც და თაფლზეც, რომელსაც იყენებთ. ხანდახან, ნექტარი გამოდის მჟავე, ხანდახან კი – საგრძნობლად ტკბილი. ეს არაფერია.

როგორ მოქმედებს ელექსირი?

სამედიცინო საიტები გადავქექე და გავარკვიე მისი მოქმედების სპექტრი. ამასთან, რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გავიგე.

1. ეს სასმელი გიცავთ ინფექციისგან საშარდე გზებში

ლიმონი და თაფლი ასტიმულირებს თქვენს საჭმლისმომნელებელ სისტემას, ასევე, ატენიანებს მსხვილ ნაწლავს. შედეგად, ვიღებთ შესანიშნავ წამალს ყაბზობისა და ცისტიტის წინააღმდეგ. სასმელი შარდმდენია და, ექიმების თქმით, მას შეუძლია შარდმდენი გზების პრობლემებისგან დაგიცვათ.

2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

ამ სასმლის ყოველი ნაწილი ეხმარება თქვენს საჭმლისმომნელებელ სისტემას. ლიმონი ეხმარება ღვიძლს, მეტი ნაღვლის წვენის გამომუშავებაში. გამოდის, რომ საკვები უკეთ გადამუშავდება, თქვენ კი მათგან მეტ საკვებ ნივთიერებას იღებთ.

თაფლს ძლიერი ანტიბაქტერიული თვისება აქვს, ამიტომაც, შესანიშნავად გიცავთ ნებისმიერი ინფექციისგან. იგი, ასევე, „აიძულებს“ კუჭს, გამოყოს მეტი წვენი, რაც ორგანიზმს ტოქსინების გამოყოფაში უწყობს ხელს. ამავე მიზეზით, თქვენ გაგიმარტივდებათ წონის კონტროლი.

ლიმონი კანისთვისაც ბევრ სარგებელს გაძლევთ. იგი გეხმარებათ სისხლის გაწმენდაში. ორგამიზმი, თუ მას ლიმონის წვენით გაამდიდრებთ, უფრო სწრაფად წარმოქმნის სისხლის ახალ უჯრედებს. წყალი ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც ძალიან სასარგებლოა თქვენი კანისათვის.