მთავარი ჯანმრთელობა ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკი, რომლის მომზადებაც თავად შეგიძლიათ

ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკი, რომლის მომზადებაც თავად შეგიძლიათ

by guramus

კურკუმა – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია მთელ მსოფლიოში და უჩვეულო თვისებები გააჩნია. იგი გამოიყენება აიუვერდულ, თანამედროვე ინდურ და ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში უკვე დიდი ხანია გამოიყენება.

ადამიანები კურკუმას ძლიერი ბუნებრივი საშუალების სახით იყენებდნენ ჯანმრთელობის უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად: გართულებული სუნთქვა, ღვიძლის დაავადება, კანის პრობლემები, კუნთების დაჭიმულობა, ჭრილობები და შრამები, კუჭის პრობლემები. ამას გარდა, იგი სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, ინფექციის სხვადასხვა ტიპისთვის, ანთებისა და ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ.

რატომაა კურკუმა ამდენად მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისათვის?

კურკუმინი, აქტიური ნივთიერება კურკუმაში, ფლობს ძლიერ ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ და ანტიმიკრობულ თვისებებს. ამიტომ, სანელებელი იდეალური გადაწყვეტილებაა მიკრობებთან, გასტრიტთან და კუჭის წყლულთან ბრძოლისათვის.

კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ნივთიერება დადებითად მოქმედებს დნმ-სა და უჯრედებზე. კურკუმინს, ასევე, შეუძლია ოსტეოართრიტის სიმპტომების შემცირება. ამის მიღწევა დღეში 200 მგ კურკუმინის მიღებით შეგიძლიათ.

ტურმენრონი – კიდევ ერთი ნივთიერება, რომელსაც კურკუმა შეიცავს, აუმჯობესებს ტვინის მოქმედებას და კურნავს ალცჰაიმერის დაავადებას, აღადგენს ნერვულ უჯრედებს.

როგორ უნდა შექმნათ ნატურალური ანტიბიოტიკი კურკუმასგან?

ინგრედიენტები:

• 1 ს/კ კურკუმა;

• 100 გრ ნატურალური თაფლი.

მომზადების წესი:

მოათავსეთ ინგრედიენტები შუშის ქილაში და კარგად შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღების წესი:

თუ გრიპი გაქვთ, მიიღეთ ½ კოვზი ნატურალური ანტიბიოტიკი ყოველ საათში. მეორე დღეს, მიიღეთ იგივე დოზა ყოველ ორ საათში. მესამე დღეს საშუალება დღეში სამჯერ მიიღეთ.

მანამ, სანამ ამ საშუალებას მიირთმევთ, კარგად აცადეთ დადნობა პირში. ასევე, შეგიძ;ოატ დაუმატოთ იგი ფინჯან ჩაიში ან რძეში ყოველდღე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: