მთავარი კულინარია ახალი კარტოფილი გაცილებით გემრიელი გახდება, თუ მას ამ რეცეპტით მოამზადებთ

ახალი კარტოფილი გაცილებით გემრიელი გახდება, თუ მას ამ რეცეპტით მოამზადებთ

by guramus

ახალი კარტოფილის სეზონი დადგა. ახლა ყველგან შეგიძლიათ ამ გარნირით დატკბეთ. ჩვენ გთავაზობთ 3 რეცეპტს, რომლებიც მოგცემთ საშუალებას, სრული სიამოვნება მიიღოთ ახალი კარტოფილისგან.

თქვენი ახლობლები ნამდვილად კმაყოფილი დარჩებიან!

 

გამომცხვარი კარტოფილი

ინგრედიენტები

• 800 გრ ახალი კარტოფილი;

• 4 კბილი ნიორი;

• 15 გრ როზმარინი;

• 1 კონა კამა;

• 100 გრ კარაქი

• მარილი და წიწაკა(გემოვნებით).

მომზადების წესი

1. გაწმინდეთ კარტოფილი, გაჭერით ბოლქვები შუაზე და ადუღეთ 10 წუთით, მარილიან წყალში;

2. გადმოალაგეთ გამშრალი პროდუქტი საცხობ ფორმაზე. შეაზილეთ მცენარეული ზეთი, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. კარტოფილებს ზემოდან დაადეთ კარაქის პატარა ნაჭრები. მოაყარეთ როზმარინი;

3. აცხვეთ 30 წუთი 180 გრადუსზე. მოაყარეთ კამა.

 

 

გამომცვარი კარტოფილი სულგუნთან ერთად

ინგრედიენტები

• 800 გრ კარტოფილი;

• 3 კბილი ნიორი;

• 80 გრ კარაქი;

• 250 გრ სულგუნი;

• კამა (გემოვნებით).

მომზადების წესი:

1. გარეცხეთ კარტოფილი. ადუღეთ 15 წუთით უკვე ადუღებულ წყალში;

2. წვრილად დაჭერით ნიორი. კარაქი დაადნეთ ტაფაზე, 20 წამით მოხალეთ ნიორი;

3. კარტოფილს წაუსვით კარაქისა და ნიორის „სოუსი“. დაალაგეთ საცხობ ფორმაზე და მოაყარეთ სულგუნი.

4. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე „გრილის“ რეჟიმზე. აცხვეთ მანამ, სანამ ყველი არ დადნება და გამუქდება.

მოაყარეთ ახალი მწვანილი.

 

 

ხმელთაშუაზღვისპირული თბილი სალათი კარტოფილისგან

ინგრედიენტები

• 800 გრ კარტოფილი;

• 300 გრ პომიდორი „ჩერი“;

• 100 გრ ზეთისხილი

• 2 კბილი ნიორი;

• 3 ს/კ ზეთისხილის ზეთი;

• 3 ს/კ ძმარი;

• მარილი, წიწაკა(გემოვნებით).

მომზადების წესი

1. მოხარშეთ კარტოფილი წინასწარ ადუღებულ წყალში 15-20 წუთით. გამორთეთ ცეცხლი და გადაასხით წყალი. გაჭერით კარტოფილიც და პომიდვრებიც ორად. ნიორი დაჭერით წვრილად;

2. გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ კარტოფილი და ზეთისხილი და მოთუშეთ 5 წუთით, ურიეთ რეგულარულად. დაამატეთ ნიორი და პომიდორი, ჩაასხით ძმარი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. 2 წუთში გამორთეთ ცეცხლი. სალათს თბილ მდგომარეობაში მიირთმევენ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: