მთავარი რჩევები 3 ელემენტარული ეშმაკობა, რომლებიც თითქმის ნებისმიერ ქალბატონს გახდის მიმზიდველს

3 ელემენტარული ეშმაკობა, რომლებიც თითქმის ნებისმიერ ქალბატონს გახდის მიმზიდველს

by guramus

ქალბატონებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ – მოხიბლონ ირგვლივ ყველა. უბრალოდ, ვიღაც ამ შესაძლებლობას ბოლომდე იყენებს, ვიღაცას კი ეშინია ან რცხვენია საკუთარი შარმის გამოვლენისა და მიმზიდველობისა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების თვალწინ.

ამ უკანასკნელთათვის, არსებობს სპეციალური ტრენინგი, რომელიც გეხმარებათ საკუთარი შარმის გამოყენებასა და მამაკაცების ყურადღების მიპყრობაში.

 

გაგაცნობთ 3 ეშმაკობას, რომლებიც ნამდვილ მიმზიდველ ქალბატონად გაქცევთ მამაკაცის თვალში:

1. გაიღიმეთ უფრო ხშირად

პირველი, რაც მამაკაცის ყურადღებას იპყრობს, ქალის ღიმილია. არავითარი გამომწვევი კაბა აბ ვარცხნილობა, არანაირი ფიგურა არ აისახება იმდენად ლამაზად მამაკაცის გონებაში, რამდენადაც თქვენი ღიმილი. მამაკაცი უფრო მეტ დროს დაუთმობს ქალს, რომელიც მოსწონს.

აჩვენეთ თქვენი განწყობა და სიმპათია ღიმილის საშუალებით. მალევე ნახავთ, რომ ეს ჯადოსნურად მოქმედებს! ქალი, რომლის ბაგეებიც მსუბუქად იხსნება ღიმილისას, დიდ ყურადღებას დაიმსახურებს, რადგან მამაკაცებს უყვართ ისინი, ვინც ბედნიერია.

2. „დაიჭირეთ“ მისი გამოხედვა

კოლეგებთან ან მეგობრებთან საუბრის დროს, ნუ მიაშტერდებით მას. რეალურ ცხოვრებაში ჩვენ მარტივად ვამყარეთ მყარ მხედველობით კონტაქტს.

სწორედ ამიტომ, მომენტები, როცა თქვენ მის თვალებს შეხვდებით და დროებით გააჩერებთ, ნამდვილად სასწაულებრივად იმოქმედებს ორივე თქვენგანზე. მხედველობითი კონტაქტი მოგაქცევთ „აქ და ახლა“, ამ წუთებშივე შეიგრძნობთ ერთმანეთის გრძნობებს.

გარდა ამისა, მამაკაცი დააფასებს თქვენს ყურადღებას და დიდ ინტერესსაც გამოიჩენს.

3. სთხოვეთ დახმარება და მადლიერება გამოიჩინეთ

ყველამ ვიცით – მამაკაცებს უყვართ ქალბატონებისთვის დახმარების გაწევა, ნუ შეგრცხვებათ და თამამად სთხოვეთ დახმარება იმაშიც კი, რაც არაჩვეულებრივად გეხერხებათ.

რა თქმა უნდა, არ ღირს მისი სიკეთის ბოროტად გამოყენება და ყოველდღე ტექნიკისა თუ ავეჯის შეკეთების მოთხოვნა. აი, ლურსმნის დაჭედების, ნათურის დამაგრებისა და გზად ყავის წამოღების თხოვნა სრულიად საკმარისია.

დაე იფიქროს, რომ თქვენ უსუსური პრინცესა ხართ და მის გარეშე ვერ გაუმკლავდებით. როცა იგი თქვენს თხოვნას შეასრულებს, აუცილებლად გაუსვით ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დახმარება გაგიწიათ.

თუ სრულყოფილად შეძლებთ ამ ქალური ხრიკების გამოყენებას, დიდი ალბათობით, მოხიბლავთ მას, ვინც მოგწონთ. წარმატებებს გისურვებთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: