მთავარი რჩევები წიგნის “ნულოვანი მუცელი” ავტორი დევიდ ზინჩენკო გთავაზობთ გახდომის რეცეპტებს საქმიანი ადამიანებისთვის

წიგნის “ნულოვანი მუცელი” ავტორი დევიდ ზინჩენკო გთავაზობთ გახდომის რეცეპტებს საქმიანი ადამიანებისთვის

by guramus

მაშინაც კი, თუ საერთოდ არ გაქვთ თავისუფალი დრო, წიგნის „ნულოვანი მუცელი“ ავტორი დევიდ ზინჩენკო გთავაზობთ ყველაზე მარტივ და სწრაფ გასახდომ პროგრამას. ყოველი პუნქტი მოიცავს რამდენიმე წამიდან 10 წუთამდე.

 

2 წამი: შეუკვეთეთ შავი ყავა

ჩვეულებრივ ლატეში ან კაპუჩინოში რძითა და სიროფით, 80-100 კალორიაა, კლასიკურ შავ ყავაში კი – 0. თუ დღეში 2 ჭიქა ლატეს სვამთ, წელიწადში 6 კგ-მდე მოიმატებთ. ამიტომ, თუ ყავა გინდათ, მიირთვით კლასიკური შავი ყავა.

 

5 წამი: ისუნთქეთ მთელი გულ-მკერდით

ახალი მწვაე ვაშლის, ბანანისა და მწიფე მსხლის სურნელს შეუძლია მადის დაქვეითება და ტკბილის ჭამის სურვილი. ეს იმიტომ, რომ ისტორიულად, ჩვენი ორგანიზმი განწყობილია მიირთვას ნატურალური პროდუქტი.

სხვათაშორის, არაა აუცილებელი, მხოლოდ ხილის სურნელი შეისუნთქოთ: ხილის არომატის მქონე ხელის კრემიც გამოგადგებათ. მისი დადება არ გაგიჭირდებათ სამუშაო მაგიდაზე.

 

15 წამი: წარმოიდგინეთ ტკბილეულის შეკვრა

საკვების წარმოდგენით, ჩვენ გვიქვეითდება მისი ჭამის სურვილი. მკვლევარებმა სთხოვეს ექსპერიმენტის მონაწილეებს, წარმოედგინათ, თუ როგორ ჭამდნენ 30 ცალ შოკოლადის კანფეტს, შემდეგ კი შესთავაზეს იგივე კანფეტი. ვერც ერთმა მონაწილემ შეძლო მათი დიდი რაოდენობით მირთმევა.

ამიტომ, თუ ძლიან გინდათ ტკბილეული(მარილიანი, შემწვარი) – წარმოიდგინეთ, თუ როგორ ჭამთ სასურველ საკვებს. სურვილი გაქრება ან შემცირდება მაინც.

 

60 წამი: დაგეგმეთ შეხვედრა სპორტ-დარბაზში

დღისას, თქვენ უნდა მოასწროთ სავარჯიშოდ წასვლა, ორი სამსახურებრივი შეხვედრა და ყავის დალევა მეგობართან ერთად. ეს დრო არაფრისთვის გყოფნით, ამიტომაც, სცადეთ, დანიშნოთ მეგობრული შეხვედრა პირდაპირ სპორტ-დარბაზში. არაფერი არ განიჭებთ ისეთ მოტივაციას, როგორც ვარჯიში წყვილში.

 

75 წამი: შეიძინეთ გაყინული ხილი დაკონსერვებულის ნაცვლად

კონსერვაციის დროს, ხილიდან დიდი რაოდენობით В და С ვიტამინი იკარგება. გაყინული ხილი კი, პირიქით, ინახავს ყველა სასარგებლო თვისებას და გემოვნურ მახასიათებელს.

 

100 წამი: შეიძინეთ კურკიანი ხილი

ანუ ქლიავი, ფორთოხალი, ატამი. ისინი ხელს უწყობს მუცლის ცხიმის წვას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონესა და დიაბეტის გაჩენის რისკს. ეცადეთ, ასეთი ხილი მიირთვათ დღის პირველ ნახევარში – საუზმეზე. ან ჩაანაცვლეთ წახემსება ამ ხილით, დღის განმავლობაში.

 

2 წუთი: წაიხემსეთ ვახშმამდე

ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ, თუ მანამ, სანამ მეგობრებთან ერთად სავახშმოდ წახვიდოდეთ, მიირთმევთ ვაშლს ან ერთ ფინჯან უცხიმო ბულიონს, ვახშმის დროს მიღებული კალორიების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება.

სტანდარტული „წონისთვის“, რესტორნის ვახშამი შედგება 1128 კალორიისგან, რაც წელიწადში 10 კგ-ს მომატებას ნიშნავს, თუ კვირაში ერთხელ ივლით რესტორანში.

 

10 წუთი: უპირატესობა მიანიჭეთ ნოყიერ კერძს ძროხის ხორცით

ეს იდეალური რეცეპტია მსუყე უქმეებისთვის, როცა ბევრი რამ უნდა მოასწროთ. თუჯის ქვაბში გაათბეთ ერთი კოვზი მცენარეული ზეთი, შეწვით ნახევარი კგ ძროხის ხორცი. ხორცის შეწვას 10 წუთი დასჭირდება – ამასობაში, დაჭერით ხახვი და 1 კგ სოკო, შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი მინიმუმამდე და დაუმატეთ ეს ინგრედიენტებიც.

შემდეგ დაამატეთ 2 ს/კ ღვინის ძმარი, ს/კ ვუსტერის სოუსი, დაფნის ფოთოლი და 330 მლ მუქი ლუდი.

დაახურეთ ქვაბს და მომდევნო 6 საათის განმავლობაში მიხედეთ თქვენს საქმეებს. საღამოსთვის თქვენ გექნებათ არომატული და გემრიელი სადილი – მხოლოდ 345 კალორიით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: