მთავარი რჩევები ეს ნიღაბი ჯადოსნურად აშორებს გამონაყარს, შრამებსა და ნაოჭებს

ეს ნიღაბი ჯადოსნურად აშორებს გამონაყარს, შრამებსა და ნაოჭებს

by guramus

თუ პრობლემური კანი გაქვთ და გაწუხებთ გამონაყარი ან სხვა პრობლემა, გამოიყენეთ ეს ნიღბები. ისინი გაგათავისუფლებთ ასაკობრივი ლაქების, ნაოჭებისა და გამონაყარისგან. ნიღბები ჯადოსნურად მოქმედებს სახეზე.

თაფლი, მუსკატის თხილი და დარიჩინი

დარიჩინი ამცირებს ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების რისკს თავისი სოკოსსაწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიმიკრობული თვისებების წყალობით.

მუსკატის თხილი დაგეხმარებათ აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში ანთებისსაწინააღმდეგო თვისების დახმარებით.

თაფლი ადეზინფიცირებს და აჩქარებს აკნეს შეხორცების პროცესს, მოქმედებს ანტიბაქტერიული ეფექტით. ლიმონი დაგეხმარებათ ლაქებისა და შრამების გაუფერულებაში.

ამ ნიღბისთვის დაგჭირდებათ:

• 1 ჩ/კ თაფლი;

• 1 ჩ/კ ლიმონის წვენი;

• ½ ჩ/კ დარიჩინი;

• ½ ჩ/კ მუსკატის თხილი.

შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ბლენდერში. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ნუ დაამატებთ ლიმონს. დაიტანეთ ნიღაბი სახელზე, მოერიდეთ თვალში მოხვედრას.

გაიჩერეთ 30 წუთით, თუ აგეწვებათ, ჩამოიბანეთ სახი 10 წუთში.

ალოე ვერა და კურკუმა

ეს კომბინაცია იდეალური წყაროა ფერმენტების, საკვები ნივთიერებებისა და პოლისაქარიდებისა, რომლებსაც კანიდან ტოქსინები გამოჰყავს და აწონასწორებს კანის ტენიანობის დონეს.

შეურიეთ 1 ჩ/კ ალოე ვერას რბილობი და კურკუმა, მოამზადეთ პასტა.

წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თაფლი და რძე

რძე აუმჯობესებს კანის ტონუსს, იგი ამშვიდებს გაღიზიანებას და გეხმარებათ სიწითლის შემცირებაშიც.
დაგჭირდებათ 1 ს/კ რძე ან მაწონი და 1 ს/კ თაფლი.

კარგად შურიეთ და დაიტანეთ პასტა კანზე. ჩამოიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ.

ავოკადო და ბანანი

ავოკადო და ბანანი სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც ეხმარება კანს რეგენერაციაში, არბილებს და აღიავებს მას.

დაჭერით ავოკადო და ბანანი და მოათავსეთ ბლენდერში. შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი ან ზეთისხილის ზეთი.

პირველ რიგში, ჩამოიბანეთ სახე, შემდეგ დაიტანეთ ნიღაბი სახეზე. გაიჩერეთ 20-30 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი დაგეხმარებათ კანის დატენიანებაში, აკნესა და შრამების მოშორებაში.

პაპაი და თაფლი

პაპაი დაბერების საწინააღმდეგო ნაყ0ოფად ითვლება, რომელიც დაგეხმარებათ ღრმა ნაოჭებისა და კანის გამუქების პრობლემის მოგვარებაში. პაპაი შეიცავს პაპაინს – ფერმენტს, რომელიც ხელს უშლის შეშუპებისა და ანთების გაჩენას. გააკეთეთ პაპაისა და თაფლის პიურე და დაიტანეთ სახეზე. ჩამოიბანეთ 10 წუთში.

გაითვალისწინეთ: ნებისმიერი ნიღბის გამოყენების შემდეგ, აუცილებლად დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი.