მთავარი ადამიანები ქორწილის დღეს მიღებულმა საჩუქარმა ყველა აატირა. აი, რა მიიღო პატარძალმა საჩუქრად.

ქორწილის დღეს მიღებულმა საჩუქარმა ყველა აატირა. აი, რა მიიღო პატარძალმა საჩუქრად.

by guramus

სამყაროში არეულია სიკეთე და ბოროტება, ტკივილი და სიამოვნება, ბედნიერება და უბედურება და თითოეული ჩვენგანი, თავის დროზე, სამწუხაროდ, ყველა მათგანს განიცდის. ამერიკელმა ბეკი თორნმა დაკარგა ვაჟიშვილი.

რთულ პერიოდში, მას საყვარელი მამაკაცი, კეპლი უჭერდა მხარს და 2 წელიწადში ისინი დაქორწინდნენ. ქორწილის დღეს ქალს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს, რომლის წაკითხვის შემდეგაც შეუძლებელია ცრემლების შეკავება..

ტრისტონი, ბეკის შვილი 2015 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა – ის სულ 19 წლის იყო. დაღუპულის გული სხვა მამაკაცს გადაუნერგეს. ბეკის ის არასდროს უნახავს, მხოლოდ ერთხელ ისაუბრეს ტელეფონით.

ქორწილის ცერემონიაზე ბეკიმ ყველას სთხოვა, დაეტოვებინათ ერთი ცარიელი სკამი – თავისი შვილისათვის. სკამზე დადეს დაფა, რომელზეც ეწერა: „შენ არ შეგიძლია ჩემი დანახვა, მაგრამ შენთან ვარ, დედა“.

სანამ წყვილი ქორწილისთვის ემზადებოდა, ბეკის მომავალმა ქმარმა სიურპრიზი მოამზადა. და, აი, კელიმ საზეიმო ცერემონიაზე თავის საცოლეს გააცნო მამაკაცი, რომელსაც აქამდე არ იცნობდა – 21 წლის ჯეიკობ კიბლი.

სწორედ ჯეიკობს გადაუნერგეს ტრისტონის გული და მან ხანგრძლივი გზა გამოიარა ნიუ-ჯერსიდან ალასკამდე, რათა ბეკის ამ უბედნიერეს დღეს მისი შვილის ნაცვლად დადგომოდა მხარში. ბეკიმ მოისმინა, თუ როგორ ცემდა მისი შვილის გული სხვის სხეულში.

ბეკი შოკირებული იყო, ირგვლივ ყველა ტიროდა. ეს ისტორია ათასობით ადამიანმა გაიგო და, მიუხედავად იმისა, რომ მასში ტკივილიცა და სიყვარულიც ერთმანეთს ერეოდა, სიყვარული გაცილებით მეტი იყო..

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: