მთავარი ურთიერთობები სულისშემძვრელი ისტორიები, რომლებიც გამოუსწორებელ სკეპტიკოსსაც კი დააჯერებს სიყვარულის არსებობას

სულისშემძვრელი ისტორიები, რომლებიც გამოუსწორებელ სკეპტიკოსსაც კი დააჯერებს სიყვარულის არსებობას

by guramus

ხანდახან გვეჩვენება, რომ თანამედროვე ადამიანები გულქვები არიან და არ შეუძლიათ გულწრფელი გრძნობების ქონა. თუმცა, რეალურად, სიყვარული ყველგანაა – მთავარია იპოვოთ იგი.

მაგალითად, იმის დანახვა, თუ როგორ მიდის ხელჩაკიდებული ხნიერი წყვილი ან როგორ ხვდება მოსიყვარულე ცოლი სამსახურიდან მოსულ მოწყენილ ქმარს. სწორედ ასეთ ისტორიებს გაგაცნობთ დღეს, რომლებიც რეალურია. მათ მომხმარებლები გვიყვებიან.

• ლეპტოპზე პაროლი დავაყენე, რადგან არ მინდოდა, მასში თამაშები ან ვირუსები აღმოჩენილიყო. ქმარს ვუთხარი, რომ გამოყენების უფლებას მივცემდი, თუ 3 ცდაზე გამოიცნობდა პაროლს. მან პირველივე ცდაზე გამოიცნო და დაწერა „მიყვარხარ“;

• ბაბუაჩემი ქორწინების 47 წლისთავამდე 3 დღით ადრე საავადმყოფოში მიკროინსულტით დააწვინეს. იქ წოლის დროსაც კი შეძლო სიურპრიზის გაკეთება თავისი ცოლისათვის: დაწერა ლექსი და იყიდა ყვავილები, მიუხედავად ექიმების აკრძალვისა.

როცა ბებია მასთან მივიდა სტუმრად და დაინახა ყვავილებიანი პაპა, თვალებში ცრემლი ჩაუდგა;

• ერთხელ, ერთი გოგო მომიყვა, რომ ბავშვობაში მას ზღაპრების წიგნი ჰქონდა, რომელსაც დედა უკითხავდა. წიგნი ძველია, 50-იანი წლების, იგი გიჟდებოდა მასზე. იპოვა ფოტოები ინტერნეტში, მაჩვენა კიდევაც. მას იგი სხვა ქვეყანაში დარჩა, როცა საცხოვრებლად გადმოვიდა.

მე გავიგე, სად უნდა მეშოვა და მეყიდა მსგავსი წიგნი, კიდევ კარგი, დიდი ტირაჟი იყო და შევძელი კიდევაც ყიდვა. ცხოვრებაში პირველად დავინახე ბედნიერების მსგავსი ტირილი. აღმოჩნდა, რომ მე შემთხვევით სწორედ ის წიგნი ვიპოვე – დედამისის ხელწერით.

სტატიის გაგრძლება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე