მთავარი ურთიერთობები სულისშემძვრელი ისტორიები, რომლებიც გამოუსწორებელ სკეპტიკოსსაც კი დააჯერებს სიყვარულის არსებობას

სულისშემძვრელი ისტორიები, რომლებიც გამოუსწორებელ სკეპტიკოსსაც კი დააჯერებს სიყვარულის არსებობას

by guramus

• სახლში ისეთი გაბრაზებული მივედი, რომ ვკანკალებდი. როგორც კი ქმარმა ასეთ მდგომარეობაში მნახა, სწრაფად გაავსო აბაზანა ცხელი წყლით, ჩაასხა ქაფი, ჩამაწვინა, მომცა ხელში ორი ცალი რეზინის იხვი და მთხოვა მომეყოლა ჩემი გაბრაზების მიზეზი.

მე იხვების ომი მოვაწყვე ქაფში და თან დავიწყე ცხოვრებაზე წუწუნი. ჩემი ქმარი საუბარს შორის შოკოლადის ნატეხებს მტენიდა;

• დედასთან ერთად ვცხოვრობ. მყავს შეყვარებული და საქმე დაქორწინებამდე მიდის, როცა დედაჩემი ავად გახდა. სამსახურიდან გამოაგდეს, ფული შემოგვაკლდა, სახსრები მკურნალობაზეც ძლივს გვყოფნიდა. ჩემს საქმროსთან ამეტირა, ის კი უსიტყვოდ წავიდა.

გავბრაზდი, მეგონა, რომ მიმატოვებდა, რახან ჩემი პრობლემის შესახებ გაიგო. ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდა, ხელში ფულით სავსე კონვერტი ჩამჩარა და მითხრა: „იყიდე ყველაფერი, რაც გჭირდებათ და ნუ წუხხარ სისულელეზე“. აღმოჩნდა, რომ ჩვენს დასახმარებლად მანქანა გაყიდა;

• 8 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ, ქმარს კი თითქმის არასდროს უთქვამს „მიყვარხარ“. ამის ნაცვლად – ცხელი ვახშამი, გაკვეთილები ბავშვთან, გუშინ კი საერთოდ გამაოცა: ჩემს მოსვლამდე, ბატარეაზე დაფინა ჩემი სახლის კაბა, რადგან მე, სახლში მოსულს, თბილად ჩამეცვა. ჯანდაბას ყვავილები და ხმამაღალი სიტყვები. სიყვარული – ეს ქცევებია.

• დღეს გავიგე, რომ სიყვარული არსებობს: დედაჩემი სხვა ქალაქში სასაწვლებლად მიდიოდა, მამა კი სულ უკან დაჰყვებოდა. დედამ ჰკითხა: „რომ მოვკვდები, როგორ იცხოვრებ?“ მამამ უპასუხა: „არ ვიცხოვრებ, გვერდით მოგიწვები“.

• მანიკურის გასაკეთებლად ოსტატთან სახლში მივედი. სამსახურიდან მისი ქმარი მოვიდა. სტანდარტული საკითხები ცხოვრებაზე, ვახშამზე, გრძნობაზე. მამაკაცს ხმა მოწყენილი და უხასიათო ჰქონდა. გოგონამ მითხრა: „5 წუთით დამელოდეთ, ჩვენ რიტუალი გვაქვს“.

მეგონა, სიყვარულით დაკავდებოდნენ ან ოთახიდან კოცნის ხმებს გავიგონებდი. მაგრამ მან მჭიდროდ ჩაიკრა გულში ცოლი და ყურში ეუბნებოდა: „მადლობა, შენ ჩემი ბედნიერება ხარ“. შემდეგ შუბლზე აკოცა და გამოუშვა ჩემთან. თუ ვინმე მეტყვის, სიყვარული არ არსებობსო, ქვას ვესვრი!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: