მთავარი რჩევები აიცილეთ თავიდან სახსრებისა და ძვლების დაავადებები ამ პროდუქტის საშუალებით

აიცილეთ თავიდან სახსრებისა და ძვლების დაავადებები ამ პროდუქტის საშუალებით

by guramus

ჯერ კიდევ ბავშვობაში გვასწავლიან, რომ კალციუმი აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისათვის. ამიტომ, პატარობიდანვე მივირთმევთ რძის სხვადასხვა პროდუქტის, შემდგომში კი, ლაქტოზის აუტანლობის გამო, ბევრი ცვლის მათ კალციუმის შემცვლელი პრეპარატებით, ეს კი საკმაოდ საშიშია.

რეალურად, ძვლების ჯანმრთელობისა და სიმყარისთვის, კალციუმის გარდა, სხვა მინერალები და ვიტამინებიცაა საჭირო.

ამ ნივთიერების მხოლოდ საჭირო რაოდენობით არსებობის შემთხვევაში, თქვენ დაივიწყებთ ძვლებისა და სახსრების პრობლემებს.

მინერალები მყარი ძვლებისათვის

ფოსფორი

ეს მინერალი აუცილებელია კბილებისა და ძვლებისათვის, ასევე, მის გარეშე კალციუმის ათვისება ორგანიზმს უჭირს. აუცილებელია, ორგანიზმში მისი მოხვედრა კალციუმის დოზის ნახევარი რაოდენობით. ფოსფორს ვიღებთ რძის პროდუქტისგან, ხორცისგან, კვერცხისგან, პურისგან, წიწიბურასა და ბრინჯისგან.

მაგნიუმი

მაგნიუმის დეფიციტის დროს მცირდება ძვლოვანი მასა, რაც ოსტეოპოროზსა და სხვა დაავადებებს იწვევს. კალციუმი და მაგნიუმი აითვისება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი „კოლეგები“ საკმარისი რაოდენობითაა ორგანიზმში.

ამიტომაც, მაგნიუმის დონე უნდა მოიმატოთ სოიოს, სალათის, კომბოსტოსა და თხილის საშუალებით.

სპილენძი

თუ თქვენს ორგანიზმში სპილენძის უკმარისობაა, ძვლოვანი უჯრედების სინთეზი ფერხდება. ამასთან, ზიანდება არამხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი – დაზიანება აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებშიც. ამის აღსაკვეთავად, მიირთვით ზღვის პროდუქტები, თხილეული, მზესუმზირა, ხორბლის ფაფები.

მარგანეცი

მარგანეცის დამსახურებაა, რომ ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს ორასამდე ცილის სინთეზი, რომელთა დიდი ნაწილიც გავლენას ახდენს ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილების წარმოქმნაზე. იმისათვის, რომ საკმარისი ოდენობით მარგანეცი მიიღოთ, გაამდიდრეტ რაციონი სრულმარცვლოვანი პროდუქტით, თხილეულითა და პარკოსანი მცენარეებით.

თუთია

როცა ორგანიზმში არაა საკმარისი რაოდენობის თუთია, თითქმის ყველა სისტემაზე აისახება. ამასთან, შედარებით ნელა სინთეზირდება და რეგენერირდება ძვლოვანი ქსოვილი.

ამიტომაც, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის, მითუმეტეს, თუ უკვე გაგიჩნდათ პრობლემები, მიირთვით წითელი ხორცი, პარკოსანი და ზღვის პროდუქტები.

ბორი

ეს მინერალი პირდაპირ არ მოქმედებს ქსოვილების წარმოქმნაზე, თუმცა, უზრუნველყოფს პარათირეოიდული ჰორმონის აქტივობას.

სწორედ იგი აგებს პასუხს კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის ათვისებაზე. ბორი ორგანიზმში ვაშლის, მსხლის, ყურძნისა და სტაფილოსგან ხვდება.

რკინა

რკინას, ხშირად, სისხლის შედედებას უკავშირებენ, თუმცა, ძვლოვანი მასისთვის მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ეს მინერალი მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რაც ამაგრებს ძვლებს. მას შეიცავს საქონლის ხორცი, კვერცი და პარკოსანი მცენარეები.

ფტორი

ყველამ იცის, რომ ფტორის დეფიციტი იწვევს კბილებისა და ძვლების მდგომარეობის გაუარესებას. თუმცა, მასთან ფრთხილად უნდა იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს ავნებთ.

ფტორი ჩვენს ორგანიზმში ხვდება ზღვის თევზის, შავი ჩაის, სატაცურისა და ავოკადოსგან, ასევე, ფტორირებული წყლისგანაც.

სტრონციუმი

სტრონციუმი საშიშ ნივთიერებად ითვლება, თუმცა, რეალურად, უნდა უფრთხილდეთ მხოლოდ რადიაქტიულ იზოტოპებს. იგი ფართოდ გამოიყენება ოსტეოპოროზის მკურნალობაში. სტრონციუმს შეიცავს გარგარი, მინერალური წყალი, მარცვლეულის ფაფები და თხილეული.

მინერალების გარდა, უნდა გახსოვდეთ ვიტამინებიც: მთავარ როლს ვიტამინი D ასრულებს, თუმცა, აუცილებელია ვიტამინები A, B6, C, E და K.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: