მთავარი რჩევები რა “კრიტერიუმებით” ირჩევენ კოღოები მსხვერპლს და როგორ უნდა აიცილოთ თავიდან მათი შემოტევა?

რა “კრიტერიუმებით” ირჩევენ კოღოები მსხვერპლს და როგორ უნდა აიცილოთ თავიდან მათი შემოტევა?

by guramus

მსოფლიოში აღრიცხულია კოღოთა 3000 სახეობა, მათგან კი მხოლოდ 200 კბენს ადამიანს. ამ ორასი სახეობიდან – მხოლოდ მდედრი კოღოები იკბინებიან.

ისინი დათბობასთან ერთად ჩნდებიან. სიცხეში კოღოს კვერცხები იჩეკება. კოღოებს უყვართ ტენი, ამიტომ, ხშირად გვხვდებიან წყლიან მიდამოებში:

მდინარესთან, ტბასთან, ნაკადულთან და ა.შ. თუმცა, იცოდით, თუ რის მიხედვით ირჩევენ კოღოები საკბენ ობიექტებს?

ქცევის ასპექტში, აკულებსა და კოღოებს შორის არსებობს მსგავსება – ორივე ფერსა და სუნზე მოქმედებს. აი, რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც საკბენად იწვევს კოღოებს: ნახშირორჟანგი, ბაქტერიები, სხეულის სუნი და ალკოჰოლი.

ადამიანები ნახშირორჟანგს სუნთქვის დროს გამოვყოფთ. რაც მეტს წარმოქმნის მას ადამიანი, მით მეტად იქცევს კოღოს ყურადღებას. ეს მწერები СО2-ს 150 ფუნტის სიშორიდან გრძნობენ.

დიდი ზომის ადამიანები და ფეხმძიმე ქალბატონები ყველაზე ხშირად ხდებიან კოღოების „მსხვერპლი“, ვინაიდან უფრო მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ.

გარდა ამისა, ნახშირორჟანგის გამოყოფას აძლიერებს ალკოჰოლიც, რაც ადამიანს მიმზიდველს ხდის კოღოებისთვის. სხეულის ბუნებრივ სუნს შეუძლია მწერების მიზიდვა ან განშორება.

რძისა და შარდის მჟავა, ბაქტერიები ოფლში – საუკეთესო სატყუარაა, თუმცა, თქვენი უნიკალური არომატიც დიდ როლს ასრულებს. თუ მაისური, რომელიც გაცვიათ, არ არის სუფთა, კოღო აუცილებლად აგედევნებათ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ადამიანის ბუნებრივი სურნელი განიზიდავს კოღოებს. ეს, თავის მხრივ, გენეტიკური უნარია.

ტანსაცმელი, ზოგ შემთხვევაში, ასევე, იზიდავს მწერებს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ფერის ტანსაცმელი ერთნაირად იცავს სხეულს, მუქი ფერები, მაგალითად, შავი და ლურჯი, კოღოებისთვის ნამდვილი მაგნიტია. ისინი, ასევე, რეაგირებენ წითელზეც.

რა განიზიდავს კოღოებს?

ამ მწერების მოშორების უამრავი საშუალება არსებობს. პირველი – შხაპია, რათა გათავიაუფლდეთ სხეულზე არსებული ბაქტერიებისგან და სხვა სუნისგან.

ჩაიცვით სქელი ტანსაცმელი, რათა კოღომ ვერ შეძლოს კბენა. ეცადეთ, ატაროთ ღია ტონის ტანსაცმელი. გამოიყენეთ კანის ლოსიონი, რაც კოღოებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

გაითვალისწინეთ, რომ კოღოები მეტად აქტიურდებიან მზის ჩასვლისას და შუაღამისას.

ჩართეთ ვენტილატორი – ეს გაუძნელებთ ფრენას. ასევე, შეგიძლიათ მახეებიც გამოიყენოთ სპეციალურად მწერებისთვის.

სარწმუნოა, რომ კოღოებისგან სრულიად ვერ გათავისუფლდებით, თუმცა, ახლა უკვე იცით, როგორ უნდა შეამციროთ კბენების რაოდენობა.