მთავარი რჩევები მოიშორეთ სხეულის უსიამოვნო სუნი – 100%-ით ეფექტური და სწრაფი საშუალებები

მოიშორეთ სხეულის უსიამოვნო სუნი – 100%-ით ეფექტური და სწრაფი საშუალებები

by guramus

ანტიპერსპირანტები მხოლოდ ცოტა ხნით გაშორებთ სუნს და არ შეუძლია მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზის აღმოფხვრა. ლიმონი და საკვები სოდა დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზთან ბრძოლაში.

ისინი ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას, რომლებიც კანზე ცხოვრობენ და ოფლით იკვებებიან.

გარდა ამისა, ციტრუსის ტკბილი სუნი ლიმონის წვენს ხდის იდეალურ დეზადორსა და ანტიპერსპირანტს.

4 საშუალება უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, ლიმონისა და საკვები სოდის გამოყენებით:

რეცეპტი #1

შეურიეთ 1 ს/კ ლიმონის წვენი ამდენივე წყალს და 2 ჩ/კ საკვებ სოდას. დაიტანეთ ნარევი სუფთა კანზე, განსაკუთრებული ყურადღება ტერფსა და იღლიაზე გაამახვილეთ.

ჩამოიბანეთ თბილი წყლით 3-4 წუთში, შემდეგ კი დაიტანეთ ქოქოსის ან ზეითუნის ზეთის თხელი ფენა. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ.

რეცეპტი #2

ეს საშუალება იდეალურია კანის ბუნებრივი pH-ის აღსადგენად, რაც ხელს უშლის იმ მიკრობების გამრავლებას, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევს.

გააკეთეთ პასტა საკვები სოდისა და ლიმონის წვენისგან და დაუმატეთ დაფქული ყავა. წაისვით სუფთა კანზე და გაიჩერეთ 10 წუთით. ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.

რეცეპტი #3

იმისათვის, რომ უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლდეთ და ოფლის სეკრეცია შეამციროთ, უნდა სცადოთ ეს მეთოდი: შეურიეთ 1 ს/კ ლიმონის წვენი 2 ს/კ შალფეის ნახარშსა და 2 ს/კ საკვებ სოდას. წაისვით სუფთა კანზე და გაიჩერეთ 10 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რეცეპტი #4

ჩაის ხის ზეთი ბუნებრივი ანტისეპტიკური პროდუქტია, რომელიც კლავს კანის ზედაპირზე მცხოვრებ ბაქტერიებს. იმისათვის, რომ სხეულის სუნი შეამციროთ, შეგიძლიათ აკონტროლოთ ბაქტერიათა რაოდენობის ზრდა, ლიმონის წვენის, ჩაის ხის ზეთისა და სოდის გამოყენებით.

გააზავეთ 1 ს/კ ლიმონის წვენი 2 ს/კ წყალთან, დაუმატეთ 2 ჩ/კ სოდა და 5 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი.

გაიმეორეთ პროცედურები რეგულარულად და უსიამოვნო სუნი მალევე უკვალოდ გაქრება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: