მთავარი გასართობი “ქორწილამდე ეს ფოტო ვნახეთ და აღმოჩნდა, რომ უკვე 20 წელია ვიცნობთ ერთმანეთს”

“ქორწილამდე ეს ფოტო ვნახეთ და აღმოჩნდა, რომ უკვე 20 წელია ვიცნობთ ერთმანეთს”

by guramus

ხანდახან, ბედი იმდენად არაპროგნოზირებადი და იდუმალია, რომ მის მიერ მომზადებულ სურპრიზებს ბოლომდე ვერც კი ვიაზრებთ.

ლონდონელმა ჰაიდი სავიტმა და ედმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. მათ სასიყვარულო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, გარკვეული დროის შემდეგ კი დაქორწინება გადაწყვიტეს.

მომავალი მეუღლეები დარწმუნებული იყვნენ, რომ ერთმანეთს პირველად 2011 წელს შეხვდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ისინი გაცილებით უფრო ადრე შეხვდნენ.

1997 წელს გოგონა 6 წლის იყო და ისვენებდა თურქეთში ოჯახთან ერთად, სადაც გაიცნო ბიჭი, სახელად ედი. ბავშვები მაშინვე დამეგობრდნენ და დრო ერთად გაატარეს.

სამწუხაროდ, არდადეგები დასრულდა, ახალი მეგობრები კი დაშორდნენ და დაივიწყეს კიდევაც ერთმანეთი.

2011 წელს ჰაიდიმ და ედმა ერთმანეთი თავიდან გაიცნეს, როცა კოლეჯში ლექციაზე ერთად მოხვდნენ. ბუნებრივია, მათ არ ახსოვდათ წინა შეხვედრა და ერთმანეთიც, რასაკვირველია, ვერ იცნეს.

სტუდენტებს ერთმანეთი შეუყვარდათ, რამდენიმე წლის შემდეგ დაინიშნენ კიდევაც. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰაიდის დედამ, ქეი პარკერმა საოჯახო ალბომის დათვალიერება გადაწყვირა.

ფოტოები ბიჭუნა ედთან ერთად ქეის უცნაურად ეჩვენა და თავის ქალიშვილს აჩვენა.

– „ფოტო როგორც კი ვნახე, წამოვიყვირე: „დედა, იცი ეს ვინ არის?“ – ამბობს ჰაიდი.

გოგონამ მაშინვე დაურეკა შეყვარებულს, რომელმაც, თავის მხრივ, მშობლებს გადაურეკა. გაირკვა, რომ საბავშვო ფოტოები სარძლოსთან ერთად მათაც ჰქონდათ შემონახული.

ირგვლივ ვერავინ იჯერებდა ამ დამთხვევას და სხვა რა უნდა დაერქვათ მისთვის, თუ არა ბედი.

ქორწინების შემდეგ, თაფლობისთვეზე მეუღლეები ისევ თურქეთში წავიდნენ დასასვენებლად, რათა ბავშვობა გაეხსენებინათ.

– „ჩვენ ისევ გავემგზავრეთ თურქეთში, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს. საინტერესო იყო დაბრუნება იქ, სადაც ბედმა ასეთი სასწაული მოგვივლინა“ – ყვებიან ახლადდაქორწინებულები.
აი, ასე დააკავშირა ბედმა ეს ახალგაზრდები. მოდი და ნუ დაიჯერებ, რომ „რაღაც“ არსებობს!