მთავარი რჩევები კვირაში ერთხელ 30-წუთიანი პროცედურით თქვენ მოიშორებთ ნაოჭებს, კანი კი გლუვი და ელასტიური გახდება!

კვირაში ერთხელ 30-წუთიანი პროცედურით თქვენ მოიშორებთ ნაოჭებს, კანი კი გლუვი და ელასტიური გახდება!

by guramus

ნაოჭების გაჩენა არის მოვლენა, რომელსაც თავიდან ვერავინ აიცილებს. თუმცა, იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად და რეგულარულად ვზრუნავთ კანის ჯანმრთელობასა და მდგომარეობაზე, ჩვენ შეგვიძლია ნაოჭების გაჩენის პროცესის შენელება და ახალგაზრდობით უფრო დიდხანს ტკბობა, უნაოჭო, გლუვი კანის წყალობით.

ასაკთან ერთად, კანი სულ უფრო ნაკლებ წყალს იკავებს, რაც იწვევს გაუწყლოებას, ნაოჭების გაჩენასა და კანის სხვა დეფექტებს. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ მისი დატენიანების მეთოდებს.

რა თქმა უნდა, ამისათვის უამრავი კომერციული საშუალება არსებობს, თუმცა უსაფრთხო და ეფექტური მალამოები ძალიან ძვირი ღირს, თანაც, ყველა ვერ მოგცემთ ეფექტურობის გარანტიას.

მეთოდი, რომელზეც ჩვენ დღეს მოგიყვებით, დაგეხმარებათ კანის დატენიანებაში და მისი ელასტიურობისა და სიგლუვის მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნებაში, ამასთან, იგი მთლიანად ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება.

ინგრედიენტები:

• 2 ჩ/კ ვაზელინი;

• 1 ს/კ ნუშის ზეთი;

• 1 კვერცხის გული;

• 1 ჩ/კ თაფლი;

• 1 მწიფე ავოკადო (მხოლოდ რბილობი!)

მომზადების წესი:

დაადნეთ ვაზელინი და შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს, რის შემდეგაც გააჩერეთ მასა 5 წუთით.
ახლა კი ფრთხილად, წრიული მოძრაობებით დაიტანეთ ნიღაბი დანაოჭებულ კანზე და გააჩერეთ 30 წუთით.

ეცადეთ, მოერიდოთ მზის სხივებს და დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი დალიოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: