მთავარი გასართობი ორმა უბრალო გოგონამ მთელი კუნძული გადაარჩინა – ახლა მათ მთელი მსოფლიო იცნობს

ორმა უბრალო გოგონამ მთელი კუნძული გადაარჩინა – ახლა მათ მთელი მსოფლიო იცნობს

by guramus

წელს ბალიზე სრულად აიკრძალება პოლიეთილენის პარკები. ამ გადაწყვეტილებას ორმა ადგილობრივმა გოგონამ მიაღწია. დები მელატი და იზაბელ ვიისენები 10 და 12 წლისანი იყვნენ, როცა წამოიწყეს კამპანია Bye Bye Plastic bags თავიანთი მშობლიური კუნძულის დაბინძურების წინააღმდეგ.

ყურადღების მისაპყრობად, მათ შიმშილობა გამოაცხადეს. გოგონებმა შეძლეს თავიანთი აზრის იმდენად ხმამაღლა დაფიქსირება, რომ იგი მთელ მსოფლიოს გააგონეს.

დღეს ჩვენ მოგიყვებით ამ მამაცი დების ისტორიას, რომლებმაც შეძლეს თავიანთი სამშობლოს გადარჩენა მომავალი კატასტროფისგან.

ინდონეზია – პლასტიკური ნარჩენების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი „მწარმოებელია“: ამაში წილი შეაქვთ როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივებსაც. მხოლოდ კუნძული ბალი დღეში 680 მ3 ნაგავს წარმოშობს, რაც ზომით 14-სართულიან შენობას უტოლდება.

მათი მხოლოდ 5% მუშავდება. თითქმის მთელი პლასტიკა, გამოყენების შემდეგ, ხვდება ოკეანეში, წვიმის სეზონზე და ქარის დროს კი დიდი რაოდენობით ნაგავი ნაპირებზე გამოირიყება. ბალი და კიდევ სხვა 17 ათასი ინდონეზიური კუნძული დაფარულია პლასტიკის სქელი ფენით.

მელატი და იზაბელ ვიისენები ბალიზე დაიბადნენ, უყვართ ეს კუნძული და მათთვის რთული იყო იმის დანახვა, თუ რად გადაიქცა მათი საყვარელი სანაპირო.

2013 წელს, ისეთი მსოფლიო ლიდერების შესახებ გაკვეთილის შემდეგ, როგორებიც არიან ნელსონ მანდელა და ლედი დიანა, დებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რისი გაკეთება შეეძლოთ თავიანთი სამშობლოსთვის დაუყოვნებლივ.

კონცენტრირდნენ ამ პრობლემაზე და ასე გაჩნდა მათი კამპანიის იდეა, რომლის მიზნადაც პოლიეთილენის პარკების აკრძალვა დაისახეს ბალიზე.

მათი პირველი ნაბიჯი იყო პეტიცია გუბერნატორის სახელზე, ამ აკრძალვის შესახებ. მათ შეაგროვეს 100 ათასზე მეტი ხელმოწერა, მაგრამ გუბერნატორი გოგონებს სერიოზულად არ აღიქვამდა და წელიწადნახევრის მანძილზე არ განიხილა პეტიცია. „ნაგავი – ეს ბუნებრივი მოვლენაა“ – ამბობდა იგი.

და მაშინ, დებმა გამოაცხადეს შიმშილობა მანამ, სანამ მთავრობა მათ არ მიიღებდა. გოგონებმა მშობლები, მეგობრები და მასწავლებლები ამ ცვლილებების აუცილებლობაში დაარწმუნეს, არ ჭამდნენ დილიდან საღამომდე და ინფორმაციას სოც. ქსელებით ავრცელებდნენ.

24 საათის შემდეგ, ისინი სკოლიდან პოლიციამ წაიყვანა და გუბერნატორის ოფისში მიიყვანა, ამ უკანასკნელმა კი გოგონებს მადლობა გადაუხადა მათი ბრძოლისთვის და მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, 2018 წელს პოლიეთილენის პარკები ბალიზე სრულად აიკრძალება.

რა თქმა უნდა, გოგონები არ შეჩერდნენ პეტიციაზე. მათ თავი მოუყარეს თანამოაზრე თანატოლებსაც და მათი დახმარებით მოაწყვეს რეიდები პლაჟების გასაწმენდად. მათი ყველაზე მსხვილი მიღწევა იყო აქცია ნაგვის ალაგებაზე, რომელზეც 12 ათასმა მოხალისემ მოიყარა თავი.

იზაბელი და მელატი, ასევე, ატარებენ ინფორმაციულ ლექციებსა და პრეზენტაციებს პლასტიკის მავნებლობის შესახებ, გამოდიან სკოლებში, ფესტივალებსა და კუნძულის პლაჟებზე.

ასევე, ყიდიან ორგანული მატერიალებით დამზადებულ ჩანთებს(მაგალითად, გადამუშავებული გაზეთებისგან) და აწებებენ ლოგოტიპიან სტიკერებს რესტორნებისა და მაღაზიების კარებზე, რომლებიც თავისუფალია პლასტიკისგან.

„მწვანე სკოლის“ წყალობით, რომელშიც გოგონები სწავლობენ, მათ მიიღეს უამრავი ცნობილი ადამიანისა და კომპანიის მხარდაჭერა, ახლა კი მჭიდროდ თანამშრომლობენ OOH-სთან, გამოვიდნენ სხვადასხვა პოპულარულ სატელევიზიო შოუში, მიიღეს მონაწილეობა ინდოეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ღონისძიებებში.

2017 წელს, თავიანთი ეკოლოგიური ბრძოლისთვის, გოგონებმა ყველაზე ძველი გერმანული ჯილდო, Bamby მიიღეს. მათი კამპანია ახლა უკვე მსხვილი ორგანიზაციაა ფილიალებით, რამდენიმე ქვეყნის მასშტაბით.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბავშვებს ყველაფერი შეუძლიათ. არ მისცეთ არავის იმის თქმის საშუალება, რომ თქვენ ძალიან პატარები ხართ და რაღაც არ გესმით, – აცხადებენ დები. – შეცვალეთ სამყარო.

ვერ გეტყვით, რომ ეს მარტივია, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ამად ღირს. ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ ბალიზე ჩამოსულ ტურისტებს ასეთი კითხვით არ დახვდებიან: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დაურეგისტრირებელი პოლიეთილენის პარკი ხომ არ გაქვთ თან?“

თუ მელატიმ და იზაბელმა შეძლეს, შევძლებთ ჩვენც! შეცვალეთ საკუთარი თავი უკეთესობისკენ და შეუდექით სამყაროს შეცვლასაც.