მთავარი რჩევები როგორ უნდა გადაურჩეთ სიცხეს, თუ კონდიციონერი არ გაქვთ?

როგორ უნდა გადაურჩეთ სიცხეს, თუ კონდიციონერი არ გაქვთ?

by guramus

მე ბინა მეხუთე სართულზე მაქვს. ხეები ამ სიმაღლეზე ვერ წვდებიან, სახურავი ბრტყელია, ფანჯრები მზის მხარეს გადის. ამიტომ, როცა ზაფხულში ტემპერატურა იმატებს, ჩემი სახლი საუნას ემსგავება.

ასეთ პირობებში შეუძლებელია დაძინება და გამოძინება. რადგანაც კონდიციონერი არ მაქვს, მომიწევს გაგრილებს სხვადასხვა მეთოდი ვცადო.

დღეს მოგიყვებით, თუ რა ეშმაკობებითა და ხრიკებით ვსარგებლობ, რათა გავაგრილო ბინა და საწოლი და დავიძინო უფრო მშვიდად.

იმისათვის, რომ ბინა ღამით გრილი იყოს, მთელი დღის განმავლობაში სიგრილე უნდა შეუნარჩუნოთ.

 

• ბინაში სიცივის შესანარჩუნებლად, გაანიავეთ იგი სწორად. ამისათვის, მე ვხურავ ფანჯრებს, როცა ტემპერატურა ქუჩაში 25 გრადუსს აღწევს, ვხსნი, როცა იგი მცირდება. ყველაზე დაბალი ტემპერატურა 4:00 – 7:00 საათებშია, ამიტომ, ფანჯრებს ვაღებ დილით ადრე და საღამოს 20:00-ის შემდეგ;

• ბინაში მზე რომ არ მოხვდეს, შეარჩიეთ ფარდები სწორად. მე რამდენიმე სახის ქსოვილი ვცადე და შემიძლია გითხრათ, რომ არ ღირს სინთეტიკური ფარდების ყიდვა: ისინი სწრაფად ცხელდება. გამოიყენეთ სქელი, სელის თეთრი ფარდები;

• იმისათვის, რომ სიცხე არ გაჩერდეს სახლში, თავიდან მოიცილეთ მტვრის ბუდეები: ხალიჩები, პალასები და ბალიშების გროვა. ეს ჰაერს უფრო სუფთას და გრილს გახდის;

• განიავების დროს, დაასველეთ პირსაცოხი და დაკიდეთ ღია ფანჯრისი წინ. ეს სწრაფად გააგრილებს ბინას. არ გააჩეროთ პირსახოცი ღამით: ზედმეტად ტენიანი ოთახი ჰაერს ხუთავს;

• აქამდე, როცა კონდიციონერები ჯერ კიდევ არ არსებობდა, სიცხეში, ძილის წინ, ასველებდნენ იატაკს. ტემპერატურა ოთახში მაშინვე ეცემოდა. ეს სწრაფად ჩაძინებისა და კომფორტული ძილის საშუალებას იძლეოდა.

 

კიდევ ერთი საშუალება – ჭერის ვენტილატორის გამოყენება

ისინი იაფია, მაგრდება ჭაღზე და კარგად აგრილებს ოთახს. თუ ასეთი ვენტილატორი გაქვთ, შეამოწმეთ, მისი გადამრთველი „ზაფხულის“ რეჟიმში უნდა იყოს. ბევრ ასეთ ვენტილატორს აქვს 2 რეჟიმი წელიწადის სხვადასხვა დროისთვის.

• თუ ვერ პოულობთ გადამრთველს, შეამოწმეთ ფრთები: ისინი საათის ისრის საწინააღმდეგოდ უნდა ტრიალებდეს – ისე, რომ ჰაერი ჭერზე იყოს.

 

კუსტარული კონდიციონერი

ჩვეულებრივი პატარა ვენტილატორი უბრალოდ გაიტყორცნის ჰაერს, მისი ძრავი კი აცხელებს ოთახს. ნებისმიერ ვენტილატორს გადააქცევთ ნამდვილ კონდიციონერად ამ საშუალების გამოყენებით:

• გაყინეთ წყლით სავსე ბოთლი ან სხვა ჭურჭელი და დადეთ ვენტილატორის წინ – ცივი ჰაერი მთელ ოთახში გაიფანტება. როცა სიცხე განსაკუთრებით ძლიერია, მე ორ ბოთლს ვყინავ და ყოველ 4-5 საათში ვცვლი.

 

ვაგრილებთ საწოლს

• თუ თქვენი საწოლის თეთრეული ატლასის ან სინთეტიკისაა, გირჩევთ, შეცვალოთ იგი ბამბით ან აბრეშუმით. ბამბის ზეწრები კარგად იწოვს ოფლს და ინახავს სიგრილეს. ნატურალური აბრეშუმი კი ძალიან მსუბუქია და კარგად აგრილებს კანს.

• გამოიყენეთ ბამბის პიჟამა – იგი კარგად ნიავდება. თუ ტანსაცმლის გარეშე გძინავთ – ესეც კარგი გამოსავალია.

• შეგიძლიათ, დილით ზეწარი და ბალიშისპირი მაცივარში დადოთ, ძილის წინ კი დააფაროთ. არ შედოთ თეთრეული საყინულეში – ასე, შესაძლოა, ავად გახდეთ.

• მეხსიერების ეფექტის მქონე მატრასი კარგად ინარჩუნებს სითბოს. ეს სასარგებლოა ზამთარში, მაგრამ მოუხერხებელია ზაფხულობით. მე სწორედ ასეთი მატრასი მაქვს, ამიტომაც, მას ზაფხულობით ბამბის ზეწარს ვაცვამ(მისი შედებაც შეიძლება მაცივარში).