მთავარი რჩევები როგორ ინარჩუნებენ ჩინელი ქალები თმების სილამაზესა და ჯანმრთელობას?

როგორ ინარჩუნებენ ჩინელი ქალები თმების სილამაზესა და ჯანმრთელობას?

by guramus

ჩინელი ქალბატონები ცნობილი არიან მათი ჯანსაღი, უნაკლო კანითა და მბზინვარე თმით. მათი ძლიერი, ჯანმრთელი თმები ანტიკური ჩინეთის სოფელ ჰუანგლუოდან მოდის.

იგი ითარგმნება, როგორც „გრძელი თმის სოფელი“. იაოს ქალები ცნობილი არიან თავიანთი გრძელი და მბზინვარე თმით. ზოგიერთი ადგილობრივი ქალბატონის თმა 1.4 მ სიგრძისაა.

ჩვენ გაგიზიარებთ ამ ქალბატონების საიდუმლოს:

ჩინელი ქალების ლამაზი თმის საიდუმლო ბრინჯის ნახარში წყალია.

უძველესი დროიდან, იაოელი ქალები, მათ შორის, ჩინეთის იმპერიის წარმომადგენლებიც, თმის დასაბანად იმ წყალს იყენებენ, რომელშიც ბრინჯს ხარშავდნენ.

იაოელი ქალებისთვის, თავიანთი გრძელი და მბზინავი თმა ყველაზე დიდი საჩუქარი, სიცოცხლის ხანგრძლივობის, კეთილდღეობის, იღბლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა.

იაოელებისთვის თმა წმინდაა და არავის აძლევენ მისი შეხებისა და დანახვის უფლებასაც კი, მათი ქმრებისა და შვილების გარდა.

თუ ოჯახის წევრის გარდა ვინმემ თვალი შეავლო ქალის თმას, ეს ქალი იძულებული ხდებოდა, 3 წელი ქალების ოჯახში გაეტარებინა. ეს ძველმოდური კანონი აღიკვეთა 1980-იან წლებში.

როგორ უნდა მოამზადოთ ეს ჯადოსნური ელექსირი:

1. გარეცხეთ ფინჯანი ბრინჯი;

2. გააჩერეთ ბრინჯი წყალში 15 წუთით და მოურიეთ ხანდახან;

3. გადაწურეთ წყალი კონტეინერში;

4. გააჩერეთ წყალი ოთახის ტემპერატურაზე 1 ან 2 დღით, სანამ იგი არ დაიწყებს კონსისტენციის შეცვლას;

5. აადუღეთ და გააგრილეთ;

6. თუ სურვილი გაქვთ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის, ლავანდას ან როზმარინის ზეთი;

7. გამოიყენეთ ნატურალური შამპუნის სახით, ნაზად შეიზილეთ თავის ქალაზე;

8. ჩამოიბანეთ გულდასმით.

როგორ მოქმედებს იგი?

კვლევების თანახმად, ფერმენტირებულ ბრინჯის წყალს ბევრი სარგებელი აქვს:

• იგი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მინერალებითა და ვიტამინ E-თი, რომლებიც აუმჯობესებს თმის ელასტიურობასა და რეგენერაციულ თვისებებს;

• შეიცავს ინოზიტოლს – ნახშირწყალს, რომელიც აღადგენს დაზიანებულ თმას. იგი, ასევე, იცავს თმას მომავალი დაზიანებისგან;

• ამინომჟავები, რომლებსაც ბრინჯის წყალი შეიცავს, აძლიერებს თმის ძირებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: