მთავარი რჩევები ჩვენ გასწავლით ნაოჭების, მუწუკების და კიდევ 9 სახის კანის პრობლემის მოგვარების გზებს

ჩვენ გასწავლით ნაოჭების, მუწუკების და კიდევ 9 სახის კანის პრობლემის მოგვარების გზებს

by guramus

ადამიანის გარეგნობა უმნიშვნელოვანესია – სწორედ მას ვაქცევთ ყურადღებას პირველ რიგში, როცა ვინმეს ვეცნობით. ბევრ ჩვენგანს აქვს სახის პრობლემები. მაგალითად, აშშ-ს სტატისტიკის მიხედვით, 60 მლნ ადამიანს აწუხებს აკნე.

ხშირად, ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები ვერ ახერხებენ კანის პრობლემების მოგვარებას. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული პრობლემის მოგვარების საშუალებებს.

 

1. ნაოჭები

ბანანი ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ამ ხილის გამოყენება შეგიძლიათ ნაოჭების გასაგლუვებლადაც. გააკეთეთ ბანანის პიურე და შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი. შეგიძლიათ, დაუმატოთ მაწონი ან ფორთოხლის წვენი.

წაისვით ნარევი სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ წყლით და წაისვით დამატენიანებელი კანი.

 

2. გაღიზიანება

გარდა კბილების გაწმენდია, კბილის პასტას შეუძლია გაღიზიანების ჩაცხრობაც. უბრალოდ წაისვით იგი კანზე.
კბილის პასტის გამოყენებამდე, შეამოწმეთ თქვენი კანის რეაქცია მასზე. წაისვით მცირე ოდენობით ჯანმრთელ კანზე და დაელოდეთ. თუ უარყოფითი რეაქცია არ გაქვთ, ეს მეთოდი გამოგადგებათ.

 

3. მუწუკები

გამოიყენეთ კარტოფილი მუწუკების მოსაშორებლად. წაისვით კარტოფილის წვენი და გაიჩერეთ, სანამ არ გაშრება. ამის შემდეგ, ჩამოიბანეთ სახე წყლით. ეს მუწუკების ამოშრობაში დაგეხმარებათ.

 

4. მშრალი კანი

ავოკადოს გამაგლუვებელი და დამატენიანებელი ეფექტი აქვს კანზე. ამასთან, იგი გეხმარებათ კანის სიმშრალის მოგვარებაში. ამოიღეთ ავოკადოს რვილობი და მიიყვანეთ კრემის კონსისტენციამდე. დაიტანეთ კანზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით.

ამის შემდეგ, ჩამოიბანეთ ნიღაბი.

 

5. ცხიმიანი კანი

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, პომიდორი ამ პრობლემას მოაგვარებს. შეურიეთ პომიდვრის წვენს 1 ჩ/კ შაქარი და წაისვით კანზე. გაიჩერეთ ნარევი 5 წუთით და ჩამოიბანეთ. ასე კანი ნაკლებად ცხიმიანი გახდება.

 

6. უფერული წარბები

წარბების შესასქელებლად შეგიძლიათ რძე გამოიყენოთ. უბრალოდ კარგად გაიხეხეთ წარბები რძიანი ბამბის დისკებით. ჩამოიბანეთ წარბები 15 წუთში.

 

7. აკნე

მწვანე ჩაი დაგეხმარებათ აკნესთან ბრძოლაში. დააყენეთ მაგარი მწვანე ჩაი და გააჩერეთ. დაალბეთ ბამბის დისკი სითხეში და გაიწმინდეთ სახე. როგორც კი ჩაი შეიწოვება, ჩამოიბანეთ კანი.

თუ სახეზე აკნეს შრამები გაქვთ, გამოიყენეთ ლიმონის წვენი. გააზავეთ ლიმონის წვენი წყალთან და დაალბეთ შრამები. გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამობანის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი. მიმართეთ ექიმს, თუ ღრმა შრამები გაქვთ.

 

8. ფართო ფორები

გამოიყენეთ ვაშლის ძმარი ფორების შესამცირებლად სახეზე. შეურიეთ წყალში 1:1 პროპორციით და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 5 წუთით და ჩამოიბანეთ სახე. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.

 

9. ღაბაბი

არსებობს უამრავი სავარჯიშო ღაბაბის მოსაშორებლად. საღეჭი რეზინის ღეჭვა მათ შორის ერთ-ერთია. ეს ააქტიურებს და აძლიერებს ყბის კუნთებს.

 

10. შავი ლაქები თვალქვეშ

ნუშის ზეთი იდეალურია თვალქვეშ შავი ტომრების მოსაცილებლად. ნაზად დაიტანეთ რამდენიმე წვეთი ზეთი წრიული მოძრაობებით საღამოს. ჩამოიბანეთ დილით.

 

11. თმა სახეზე

სახეზე თმის მოსაცილებლად, შეგიძლიათ სპეციალური მიქსტურა მოამზადოთ. შეურიეთ კვერცხის ცილა ½ ჩ/კ სიმინდის სახამებელი და 1 ჩ/კ შაქარი, მიიღეთ კრემის კონსისტენცია. წაისვით მიქსტურა სასურველ არეალში და გაიჩერეთ 5 წუთით.

როცა კრემი გაშრება, ჩამოიბანეთ იგი სწრაფად, მაგრამ ნაზად. მთელი თმა პასტას გაჰყვება.