მთავარი რჩევები 6 შესაძლო მიზეზი იმისა, თუ რატომ დაკარგა მამაკაცმა ინტერესი თქვენ მიმართ

6 შესაძლო მიზეზი იმისა, თუ რატომ დაკარგა მამაკაცმა ინტერესი თქვენ მიმართ

by guramus

გაცნობა, სიმპათია, ქიმია, ტელეფონის ნომრების გაცვლა, პირველი პაემანი, სერიოზული ურთიერთობები.. უკვე მუცელში პეპლები გიფარფატებთ, როცა მამაკაცი შეწყვეტს მოწერასა და დარეკვას, იკარგება მხედველობის ზონიდან.

რატომ? თქვენ ეძებთ მიზეზებს, თუ რა შეიძლება მომხდარიყო.

იქნებ თქვენ თქვით/გააკეთეთ/მიწერეთ რამე არასწორად? ან, იქნებ საქმე გარემოებებშია? გთავაზობთ რამდენიმე მინიშნებას:

1. მის მიმართ განწყობილი იყავით ისე, როგორც ობიექტის ან იდეის მიმართ

სანამ მამაკაცს დაადანაშაულებდეთ იმაში, რომ ქალბატონებში ისინი მხოლოდ სექსუალურ ობიექტს ხედავენ, ჩვენ ხშირად ვუყურებთ მამაკაცს, როგორც ქორწინების საშუალებას.

თქვენ კარგი ნაცნობები იყავით, პირველმა პაემანმაც კარგად ჩაიარა. შემდეგ კი, იმის ნაცვლად, რომ ამ დროით დატკბეთ, იწყებთ იმედების დამყარებასა და რაღაც გეგმების აწყობას.

ფიქრობთ იმაზე, თუ რა მოხდებოდა, ასე რომ წასულიყო ყველაფერი. მამაკაცს არ უნდა, რომ მასში ქმარს ხედავდეთ ნაადრევად.

2. მას პირადი პრობლემები აქვს

ალბათ ფიქრობთ, რომ მამაკაცები უგულო და ცივსისხლიანი ქმნილებები არიან, მაგრამ, ნებისმიერ ადამიანს აქვს ემოციური მხარე და წარსულის პრობლემები, რომლებიც დღემდე აწუხებს.

შესაძლოა, რაღაც უფრო უღრმავებს შრამებს გულზე, ან იქნებ ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა თავის თავში. შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ თქვენი სიყვარული მის შრამებს განკურნავს, მაგრამ ცდებით.

შინაგანი პრობლემები ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს.

3. ის მზად არაა სერიოზული ურთიერთობებისთვის

თქვენ კი, ალბათ, ის შეაშინეთ მეგობრების ოჯახებისა და ბავშვების შესახებ ამბების მოყოლით. იგი მზად არაა სერიოზული ურთიერთობებისთვის, თქვენ კი ამას ვერაფერს მოუხერხებთ.

4. მას მოსწონს, როცა ქალი დასდევს

მისთვის უფრო საინტერესოა ქალის დაპყრობა, ვიდრე პირდაპირ ურთიერთობის აწყობა მასთან. როგორც კი მიზანს მიაღწევს, ინტერესს კარგავს.

ეს არც თქვენი ბრალია, რადგან მამაკაცს ვერ შეცვლით, მას მოსწონს ქალის მოპოვება, რათა შემდეგ თავდაჯერებულობა მოემატოს.

5. იგი უბრალოდ ნაბიჭვარია

ზოგიერთი მამაკაცი მხოლოდ იმიტომ კარგავს ინტერესს, რომ ნაბიჭვარია. ავიწყდებით მაშინვე, როგორც კი გვერდით სხვა მიმზიდველი ქალი ჩაუვლის ან, თუნდაც, ოდნავ გასუქდით, რაღაც სისულელე თქვით ან ცუდად იცმევთ.

ასეთ მამაკაცებს შეუძლიათ დაგარწმუნონ, რომ პრობლემა თქვენშია, რეალურად კი საქმე მათშია.

6. ერთ-ერთ თქვენგანს სხვა უყვარს

საუბარი მაინცდამაინც ღალატზე როდია. უბრალოდ, ერთ-ერთ თქვენგანს სხვის მიმართ გაუჩნდა გრძნობები. მამაკაცები, ხშირად, ასეთ სიტუაციაში წყვეტენ ურთიერთობებს.

ქალბატონები ხომ ცდილობენ, არ შეიმჩნიონ ეს ყველაფერი, რაც უხერხულობას იწვევს.

არ დაადანაშაულოთ ერთმანეთი ამისთვის. თუ სხვა ადამიანი შეგიყვარდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი იყო თქვენი ბედისწერა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: