მთავარი რჩევები არ მისცეთ სხვებს ჩვილი ბავშვის კოცნის უფლება!

არ მისცეთ სხვებს ჩვილი ბავშვის კოცნის უფლება!

by guramus

ახალდაბადებული ბავშვები ძალიან ნაზები არიან, რაც ყველამ იცის. თუმცა, ყველას როდი შეუძლია ამ აზრს ბოლომდე ჩაწვდეს.

ჩვილები ძალიან მგრძნობიარენი არიან უამრავი დაავადების მიმართ, რადგან იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არ აქვთ განვითარებული და მას არ შეუძლია ინფექციებთან ბრძოლა, რაც მათ გარდაცვალებასაც კი იწვევს.

კლერ პერკინსი გვიყვება თავისი დისშვილის ისტორიას, რომელიც ნეონატალური ჰერპესისგან ლამის გარდაიცვალა. იგი გაგვაცნობს მარტივ წესებს, რომლებიც ამ საშინელ მოვლენას აგაცილებთ თავიდან.

კლერ პერკინსმა ლამის შვილი დაკარგა ცივი წყლულის გამო. მან გადაწყვიტა, გაეზიარებინა ბავშვის ფოტოები და ისტორია, რათა გააფრთხილოს სხვა მშობლებიც და დაეხმაროს მათ ამ საშინელების თავიდან აცილებაში.

3 თვემდე ბავშვს არ შეუძლია ჰერპესთან გამკლავება. თუ ბავშვი მას აიკიდებს, ეს გამოიწვევს ღვიძლისა და თავის ტვინის დაზიანებას, რაც სიკვდილს იწვევს.

კლერს ამ ფაქტის შესახებ მეგობარი მოუყვა და, ამ ინფორმაციის წყალობით, დედამ გაიგო ადრეული სიმპტომები, რაც დაეხმარა შვილის გადარჩენაში. საბედნიეროდ, პატარა გოგონა ცოცხალია. კლერს სურს, რომ ამ მარტივი წესის შესახებ ყველა დედამ გაიგოს.

როგორ ავადდება ბავშვი ჰერპესით?

ბავშვი ინფიცირდება, თუ დედას გენიტალური ჰერპესი ჰქონდა ფეხმძიმობის ბოლო 6 კვირის მანძილზე.

ვირუსის გადაცემის სხვა 2 მიზეზია:

• ცივი წყლულის მქონე ადამიანის მიერ კოცნა;

• ძუძუთი კვება, თუ ძუძუზე ჰერპესული დაავადება გაქვთ.

გახსოვდეთ, რომ ჰერპესი არ გადაიდება მხოლოდ სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ.

კლერ პერკინსისა და ექიმების თქმით, არავის უნდა მისცეთ ჩვილის კოცნის საშუალება. გარდა ამისა, აუცილებელია ხელების დაბანა მანამ, სანამ მას შეეხებით ან ძუძუთი გამოკვებავთ.

რეკომენდებულია ნებისმიერი ჰერპესის დაფარვა, რათა აღკვეთოთ ნებისმიერი სახის კონტაქტი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: