მთავარი რჩევები ყოველდღიური მავნე ჩვევები, რომლებზეც აუცილებლად უნდა თქვათ უარი

ყოველდღიური მავნე ჩვევები, რომლებზეც აუცილებლად უნდა თქვათ უარი

by guramus

ჩვენს ცხოვრებაში ისეთი ცუდი ჩვევები შემოვიდა, რომლებსაც ვერც კი ვამჩნევთ. ახლა მათზე უფრო დაწვრილებით მოგიყვებით:

ცემინების შეკავება ძალიან ცუდი ჩვევაა. თუ გინდებათ, უნდა დააცემინოთ. თუ წინააღმდეგობას გაუწევთ საკუთარ თავს, დაიზიანებთ თავის ტვინის სისხლძარღვებს.

გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური სუნამოები. ისინი, რომლებიც დაბალ ფასად იყიდება, შედგება მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან, რაც ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

ეს ნივთიერებები იწვევს თავბრუსხვევას, გულისრევასა და ძილიანობას. ისინი აღიზიანებს თვალებს, ყელსა და კანს. შეიძინეთ ნატურალური ეთერზეთებით დამზადებული სუნამო.

შეეშვით ტელეფონს ძილის წინ. აცადეთ ტვინს დასვენება. ხელოვნური შუქი სიბნელეში ხელს უშლის მელატონინის წარმოების დარღვევას, ეს ჰორმონი კი არეგულირებს ძილსა და სიფხიზლეს.

ეცადეთ, მაშინვე დაიძინოთ, როგორც კი დასაძინებლად დაწვებით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!
არ შეინახოთ პროდუქტები პლასტმასის კონტეინერში.

პლასტმასი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა ფტალატი და ბისფენოლი. შეცვალეთ პლასტმასი კერამიკით.

გაიხეხეთ კბილები არა ჭამის დასრულებისთანავე, არამედ 1 საათის შემდეგ. ეს ცუდი ჩვევა იწვევს კბილის ემალის მომატებულ მგრძნობელობასა და დაზიანებას.

არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი რეგულარულად. კანის საფარველზე დიდი რაოდენობით სასარგებლო ბაქტერიებია, ასეთი საპნის გამოყენება კი კლავს მათ.