მთავარი საკითხავი “მენაგვე” ვარ – კურსელებმა დამინახეს და სიცილი აუტყდათ” – 20 წლის ბიჭის ემოციური ისტორია

“მენაგვე” ვარ – კურსელებმა დამინახეს და სიცილი აუტყდათ” – 20 წლის ბიჭის ემოციური ისტორია

by guramus

ფეისბუქ გვერდი “ორსული დედები”, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, 20 წლის ბიჭის ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც “დაიჯესტი” უცვლელად გთავაზობთ:

“მე 20 წლის ვარ და დასუფთავების სამსახურში ვმუშაობ, როგორც თქვენ იტყოდით “მენაგვე” ვარ.

ყოველ დილით, 6 საათზე ვდგები, რომ ჩემი პერიმეტრი სუფთა და იდეალურ მდგომარეობაში იყოს.

ვიცი, რომ ვერავინ ამჩნევს ამას, მაგრამ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ბედნიერი ვარ, რომ ქალაქის იერსახის შენარჩუნებაში რაღაც წვლილი მიმიძღვის, თქვენ კი 2 მეტრსაც არ გაივლით რომ ნაგავი სანაგვეში მოათავსოთ და ჯარიმებზე ხართ გადარეულნი, ელემენტარული კულტურა არ გაგაჩნიათ.

უმეტესობა როცა მხედავს გაოგნებული და დამცინავი სახით მიყურებს, თავიდან ვერ ვეჩვეოდი, მაგრამ ახლა მივეჩვიე. საშინელებაა, უფრო დიდი საშინელებაა, როცა ჩემმა კურსელებმა დამინახეს და სიცილი აუტყდათ.

მადლობა საქართველოს რომ ხელი ვერაფრით შემიწყო და როგორც თქვენ იტყოდით “მენაგვეობა” მარგუნა”.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: