მთავარი საკითხავი ,,ქართველ ქალს არ უნდა არც ალერსი, არც სექსი…” – დავით ჩუტლაშვილი

,,ქართველ ქალს არ უნდა არც ალერსი, არც სექსი…” – დავით ჩუტლაშვილი

by guramus

მოძრაობა “მწვანე სოლიდარობის ” დამფუძნებელი და მწერალი, დავით ჩუთლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ქართველ ქალს არ უნდა არც ალერსი, არც სექსი… არაფერი არ უნდა. მას უნდა მხოლოდ თვითკმაყოფილების განცდა.

ქართველი ქალი საოცარი ნარცისია. როგორც კი რაიმე, თუნდა სულ მცირედ ინტერესს გამოხატავ მის მიმართ, ეგრევე თვითტკბობაში ჩაიძირება და საკუთარ ბაკანში შერგავს თავს. მას მღელვარება არ უყვარს, არ უყვარს, როცა ეხებიან. მას უყვარს ტკბობა მხოლოდ საკუთარი ფანტაზიით. ის მთლიანად არარეალურ, ფანტაზიებისა და ოცნებებისგან შექმნილ სამყაროში ცხოვრობს. ის ძალიან მშიშარა და გაუბედავია.

მეგობრებთან ქართველ კაცზე ნაკლებად არ ტრაბახობს საკუთარი მიღწევებით სექსში, მაგრამ რეალურად (ისევე, როგორც ქართველ კაცებს), მასაც თითქმის არავითარი მიღწევები არ გააჩნია.

მოკლედ, საქართველო არის ქვეყანა, სადაც არასოდეს არაფერი არ ხდება, ხოლო ქართველი ქალი არის ამ არ-მოხდენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტორი.

P. S. ქართველი კაცები როგორც ეჩალიჩებიან ხოლმე ქართველ ქალებს და რა ძალისხმევასაც ამ უკანასკნელების საწოლში შესათრევად დებენ, მაგ ძალისხმევით გერმანიაში შეიძლება დაკერო ხუთასი ჰაიდი კლუმი ან ათასი ჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი და თავისუფალი გერმანელი გოგო. თავგადაკლული ნაციონალისტი თუ არ ხარ, ასეც იზამ და ამდენს არ იწვალებ”.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: