მთავარი საკითხავი “საქართველოში ასეთი კომენტარების ავტორი დედები და მამები თაობებს ზრდიან…” მეცნიერებმა აღმოაჩინეს

“საქართველოში ასეთი კომენტარების ავტორი დედები და მამები თაობებს ზრდიან…” მეცნიერებმა აღმოაჩინეს

by guramus

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი მაია სიმონიშვილი FACEBOOK-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

სმიტების საშინელი მკვლელობის ასახსნელად არსებობს ერთი კითხვა: გინდათ, რომ თქვენს ოჯახებს იგივე შეემთხვეს და ყველას აპატიებდით, რომ 4 წლის შვილს გიკლავდნენ, ქმარს გიკლავდნენ, თქვენს გაუპატიურებულ და მოკლულ ცოლებს ფოტოებს უღებდნენ ძმაკაცების გასართობად? გინდათ ეს? არა ხომ? ამ სქრინის ავტორი ახალგაზრდა დედა არის, რომელიც პატარა ბიჭს ზრდის და სადილობისას ამ აზრებს უზიარებს.

საკუთარი თავისა და ოჯახისთვის თუ არ ისურვებდით და არ გინდათ, სხვას რას ერჩით, ვისაც თქვენთვის არაფერი დაუშავებია?!

ადამიანი, რომელიც ასეთ ძალადობას რამეთი ამართლებს, თვითონაც ყოველთვის ვიღაცაზე ძალადობს და სწორედ ამის დაფარვას ცდილობს.

დღეს, ახალი ფაქტების შემდეგ, უფრო მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ სასტიკი კომენტარების გამო გადავწყვიტე. ნამდვილად დამაფიქრა იმ მშობლებმა, რომლებიც 4 წლის ბავშვის მკვლელს ამართლებენ, ძალიან დამაფიქრა იმ ქალებმა, რომლებიც სხვა ქალის ასეთი საშინელი წამებით და გაუპატიურებით სიკვდილს რაიმე მოტივაციით ოდნავ ამართლებენ, წმინდან წამებულებს მეტი არც განუცდიათ;

დამაფიქრეს იმ კაცებმა, რომლებიც სხვისი მშვიდობიანი ქმრის ასეთ სიკვდილს გართობად თვლიან და არ ფიქრობენ, იგივე ამბავი თვითონაც როგორ მოუხდებოდათ…

სკანდინავიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვობიდან კრიტიკული აზროვნების სწავლა არა მხოლოდ განათლებას, არამედ მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს.

როგორც გაირკვა, მოზარდების უმრავლესობა, რომლებიც დეპრესიის დროს თვითდაზიანებაში არის შემჩნეული, საკუთარი თავისა და სხეულის დაზიანებით გარემოს ატყობინებს იმ განცდებს, რომლის გამოხატვას სიტყვებით ვერ ახერხებს, რცხვენია, ან სიტყვები არ ყოფნის.

სწორედ ამიტომ არის საჭირო მეტყველების და სიტყვების სწავლაც.

ახლახანს, ნორვეგიელმა მეცნიერებმა ახალგაზრდებში შიზოფრენიისა და ფსიქოზის შემთხვევების 60% სრულიად განკურნეს, ეს შესაძლებელია.

ამავე დროს, გამოვლინდა, რომ ადრეული ფსიქოზის გამოვლენა და მკურნალობა ძალიან რთულდებოდა მოსახლეობის ცრურწმენების გამო, რადგან ფსიქოპათები დაცინვის შიშით ვერ ამხელდნენ, როცა უჩვეულო აზრები ეწყებოდათ და დანაშაულის სურვილები უჩნდებოდათ.

შესაბამისად, გარემოცვა დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე.

ნორვეგიელმა ფსიქიატრებმა აღნიშნეს, რომ მრავალი წლის განმავლობაში, ფსიქიკური დაავადებებისადმი ზედმეტად პესიმისტური განწყობა სპეციალისტებს ხელს უშლიდათ ახალი მეთოდების შექმნაში და შეკითხვა შემდეგნაირად შეატრიალეს:

რა მეთოდები, როგორი ურთიერთობები და გარემო უწყობს ხელს პაციენტების ფსიქიკურ გაჯანსაღებას?
ასე მიაკვლიეს მეთოდებს, რამაც უმრავლესობა განკურნა, ხოლო შიზოფრენიის მარტივად განკურნება სულ რაღაც 10 წელიწადში ჩვეულებრივად შესაძლებელი იქნება.

პოეტურ-რომანტიკული საბურველი სიგიჟესაც აღარ აქვს.

აღნიშნული კვლევის ავტორები ამბობენ, რომ პაციენტების განკურნებაში ძალიან დაეხმარათ მათი კრიტიკული აზროვნების განვითარება, როდესაც ასწავლიდნენ, თუ რამდენად რეალური იყო მათი აზრები, სად იყო ფაქტები და სად მათი ფანტაზია, სად იყო ილუზიები, სად იყო ეჭვები და რა იყო გრძნობები. ასეთი მეთოდების და უნარების შესწავლის შემდეგ, ადამიანებს ფსიქიკური გამძლეობა უვითარდებათ. გამძლეობა სხვა არაფერია, გარდა მრავალფეროვნებასა და მრავალმხრივ გარემოში (ქსენოფობიისა და უცხოების შიშის საპირისპიროდ) ადამიანების პოზიტიური ადაპტაციის მეტ-ნაკლები უნარი.

სკოლაში კრიტიკული აზროვნების სწავლა, რაც სხვის ლანძღვას კი არა, მოვლენის მიუკერძოებელ აღქმას გულისხმობს, მოსახლეობას ფსიქიკური დაავადებების პრევენციასა და არიდებაშიც ეხმარება.

ზოგადად, უახლესი კვლევების თანახმად, შიზოფრენია და ფსიქოზი მას შემდეგ განვითარდა, რაც კაცობრიობამ განვითარების ერთ ეტაპზე თავის ლიმიტს მიაღწია და ისეთი მოვლენები მოხდა, რომ ადამიანები მიღებულ ინფორმაციას ვეღარ ერეოდნენ, ვერ ამუშავებდნენ (ხარშავდნენ).

შედეგად, ტვინმა განვითარება ძალიან სწრაფად დაიწყო, რომ მეტაბოლიზმიც უფრო აქტიური ყოფილიყო და ამ აჩქარებამ ფსიქიკური გადახრები ადამიანების თავდაცვის მექანიზმად ჩართო, ევოლუციის პროცესისთვის გასაძლებად. ამიტომ არის, რომ ფსიქიკურად დააადებულთა მხოლოდ ძალიან ცოტა ნაწილია მოძალადე, მოძალადეთა უმრავლესობა მხოლოდ თავაშვებულია.

ადამიანი ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ფსიქიკური გადახრები აქვს, სხვა ყველა ცხოველი ჯანმრთელია, რასაც თანამედროვე მეცნიერები მეტყველების განვითარებასაც უკავშირებენ. ფსიქიკურმა და გამოუთქმელმა პრობლემებმა გამოიწვია, რომ ადამიანებს მეტყველების განვითარება და სიტყვები დასჭირდათ.

ამავე დროს, ფსიქიკური გადახრების მიზეზი შეიძლება იყოს მშობლებისა და უფროსების ისტერიული მოთხოვნა, რომ ბავშვი იდეალურად იქცეოდეს და იდეალური იყოს. მეცნიერებმა უკვე დადასტურეს, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ბევრად ხშირად ემართებათ იმ ოჯახებში, რომლებშიც ბავშვებს მხოლოდ ემუქრებიან და აკრიტიკებენ, მაგრამ კრიტიკას თავისთვის არ ასწავლიან.

პერფექციონისტ ბავშვებს, რომლებიც საკუთარი თავისგან იდეალურობას მოითხოვენ, მეტი გადახრა ეწყებათ მათგან განსხვავებით, ვინც თავს ჩვეულებრივად აღიქვამს.

აქამდე რაც წაიკითხეთ, ხუთი სტატიის მოკლე შინაარსია, მოზარდების თვითდაზიანების ახსნა კომენტში იხილეთ.
ახლა რაც შეეხება ჩვენს მწყემსსა და მის ნამოქმედარს:

ეს ადამიანი ისეთი აფრენილი სულაც არ არის, რომ ასეთი სისასტიკის შემდეგ, თვითგადარჩენაზე ვერ ფიქრობდეს. პირიქით, ვიღაცამ ქსენოფობიით მანიპულაციაც ასწავლა.

ადამიანი, რომელიც ასეთ ძალადობას რამეთი ამართლებს, თვითონაც ვიღაცაზე ძალადობს, ესეც დღესავით ნათელია.
სინამდვილეში, ამ მწყემსის ქცევა მხოლოდ უკიდურესი გამოვლენა იყო ყველა იმ ქცევისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივად და ტრადიციულად, ყოველდღიურად ითვლება.

მაგალითად, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რამდენი ადამიანი თვლის, რომ უცხო ქალი მის წინაშე ქალობით და სხეულით რამეში ვალდებულია, როცა სინამდვილეში არაფერი აკავშირებთ; გავიხსენოთ, ტურისტი, თუ ადგილობრივი ადევნებით რამდენს შეუწუხებია; გავიხსენოთ, რამდენი მთვრალი უშარდება და აწიოკებს გვერდით მსხდომებს;

გავიხსენოთ, რამდენი ჩვენი ნაცნობი, თუ უცნობი ეტყოდა ბავშვთან იარაღისა და დანის უაზრო ტრიალით შეშფოთებულ უცხო მამას, როგორ მაკადრე, შენ რა უნდა მასწავლო, როცა ასე მისწორდებაო;

გავიხსენოთ, რამდენი იღუპება გზებზე მხოლოდ გასართობად; გავიხსენოთ, ქალებს სხვისი ცემით, ჩხუბში გარჩევებით და სხვაზე ძალადობით რამდენი ეპრანჭება; გავიხსენოთ, შვილებთან სადილობისას ვიღაცის სიკვდილს რამდენი მშობელი ნატრობს ; გავიხსენოთ, რამდენს ჭირდება ინტიმი მხოლოდ ვიღაც მესამესთან რაღაცის დასამტკიცებლად.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენთან შვილებს და თაობებს ზრდიან მშობლები, რომლებიც ასე აზროვნებენ, როგორც სქრინში.
ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე, როცა ასეთი სასტიკი დანაშაული ხდება, საზოგადოებაში მისი განხილვის მიზანი სხვებთან საკუთარი თავის მტკიცება კი არა, მომავალი პრევენცია არის. ასეთი ფაქტების შემდეგ კიდევ უფრო საყურადღებო ხდება კომენტარებიც, რომლებიც ასეთივე მოძალადეებს ავლენს და სულ უფრო დამაფიქრებელია.

“სმიტების ფოტოაპარატში მათ მიერ გადაღებული ფოტო ნახეს, რომელზეც აღბეჭდილია თოფით მომავალი კობაური, სხვა პირი არ შეინიშნება, არც მანქანა. დადგენილია, რომ ქალბატონი ასფიქსიითაა გარდაცვლილი, ჯერ ქმარ-შვილი დაუხოცა, შემდეგ დაშოკილი ქალი დევნა, გააუპატიურა და დაახრჩო.

კობაურმა ახალგარდაცვლილ, შიშველ ქალს თავისი მობილურით ფოტოები გადაუღო და სავახშმოდ წავიდა.”

მე ძალიან მაფიქრებს, რომ საქართველოში ასეთი კომენტარების ავტორი დედები, მამები და მორწმუნეები თაობებს ზრდიან, ხოლო ბავშვებს ასეთი ვითომ მოსიყვარულე მშობლებისა და აღმზრდელებისგან დისტანციას არ ასწავლიან, თანამედროვე ინფორმაციით კი სკოლაც ვერ იცავს, რომ თავებიც დაიცვან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: