მთავარი საკითხავი ,,დღეს მეტროში ერთი ბიჭი ცუდად გახდა, ყველა კარებს მივარდა და შორიდან უყურებდნენ” – ინციდენტი სარაჯიშვილზე

,,დღეს მეტროში ერთი ბიჭი ცუდად გახდა, ყველა კარებს მივარდა და შორიდან უყურებდნენ” – ინციდენტი სარაჯიშვილზე

by guramus

დღეს ნაძალადევინდა გლდანში მივდიოდი, მეტროთი წავედი, რადგან მაგვიანდებოდა და მინდიდა სწრაფად მივსულიყავი ადგილზე. ნაძალადევის სადგურზე ერთი ახალგაზრდა ბიჭი ამოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა. როდესაც შევხედე მაშინვე მივხვდი რომ კარგად არ იყო. როდესაც გოცირიძეზე მატარებელი გაჩერდა ამ ბიჭმა კანკალი დაიწყო. მივედი და ვკითხე ,,ხომ კარგად ხართ?”-თქო. მიპასუხა ,,კი კარგად ვარ, ჰაერი მჭირდება უბრალოდ”.

როდესაც მატარებელი დაიძრა სახეზე ისმევდა ხელებს და აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან ცუდად იყო. უცებ გულის რევის შევის სპაზმი ქონდა, სულ გათეთრდა და გული წაუვიდა. რატომღაც ყველა წამოხტა და კარებთან დადგნენ, ამ ბიჭისგან მოშორებით, მე კი გაოცებული ვუყურებდი ამ ხალხს. უცებ მივედი ამ ბიჭთან, ვერ ვიგებდი რა ჭირდა, ერთი ის გავიგე რომ სუნთქავდა. არავინ მოვიდა მის დასახმარებლად, არც იკითხეს როგორ არის ან ცოცხალია თუ მკვდარი.

ამ დროს სარაჯიშვილის სადგურზე გაჩერდა მატარებელი, იმდენად მომეშალა ნერვები მათ ამ საქციელზე, რომ დავუყვირე ექიმს მაინც დაუძახეთთქო. ერთი ბიჭი, ასე იქნებოდა 13-14 წლის გაფითრებული მიყურებდა, რომ დავიყვირე მაშინვე გავარდა და იქვე მდგარ პოლიციელს რაღაც უთხრა. პატრულის თანამშრომლები შემოვიდნენ ვაგონში, იკითხეს რა ხდებოდა და რამდენიმე წამში გადასცეს რომ ექიმი მოსულიყო.

ზუსტად 20 წუთი ველოდებოდით როდის მოვიდოდნენ. ასეთი უპასუხისმგებლობა მე არ მინახავს, ადამიანი ცუდად არის, შეიძლება წამი წამზე გარდაიცვალოს და ესენი კიდევ რას აკეთებენ. როდესაც მოვიდნენ და შეამოწმეს ,,ცოტაც რომ დაგეგვიანად, ცუდი შედეგებით დამთავრდებოდა ყველაფერიო”. ამ სიტყვებზე უბრალოდ გამეცინა, რადგან მთელი 20 წუთი ადამიანი სიკვდილს ებრძოდა და ექიმს თურმე ესკალატორის ეშინოდა და ვერ ჩამოდიოდა. უბრალოდ, მგონი მიხვდებით როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ხალხი ცივი და გადაგვარებულია, ერთმანეთსაც კი ზიზღით ვუყურებთ და როდესაც გვიჭირს ხელსაც კი არ ვანძრევს დასახმარებლად.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: