მთავარი საკითხავი ,,ეტლში უნდა ჩალპე, მეტის ღირსი ხარ … გამოიწია და … ხელები სახეზე ავიფარე…” – ინციდენტი საბურთალოზე ერთ-ერთ მარკეტში

,,ეტლში უნდა ჩალპე, მეტის ღირსი ხარ … გამოიწია და … ხელები სახეზე ავიფარე…” – ინციდენტი საბურთალოზე ერთ-ერთ მარკეტში

by guramus

მე ვარ ეტლით მოსარგებლე. ვცხოვრობ საბურთალოზე. რამდენიმე საათის წინ მაღაზიაში მინდოდა ჩასვლა, ჩემები გასულები იყვნენ და ვერავინ დამეხმარებოდა. მეზობელს ვთხოვე და როგორც ყოველთვის დრო და ენერგია არ დაიშურა. გავემართე ჩემი ეტლით მარაზიისკენ. ძალიან ცხელოდა, ამიტომ მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე დავბრუნებულიყავი სახლში.

როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე. იქაც პრობლემები შემექმნა, რადგან ეტლისთვის განკუთვნილი ბილიკი არ იყო რომ მაღაზიაში შევსულიყავი, მომიწია უცხოებისთვის დახმარება მეთხოვა. იქვე მდგარმა პატარა ბიჭებმა დამინახეს თუ არა, მაშინვე მოვიდნენ და მაღაზიაში შემიყვანეს.

ავიღე რაც მინდოდა, ყველაფერი მოვიმარაგე და სალაროსკენ გავემართე. საკმაოდ დიდი რიგი იყო და ჩემი ადგილი დავიკავე. გავიდა რამდენიმე წუთი, მივიდა ჩემი დროც და რა ხდება … უცებ ერთი ქალი შემოვარდა, პირდაპირი გაგებით ყველას ,,გადაგვახტა”. ვეუბნები ქალბატონო ჩემი რიგია ვერ ხედავთ?

მეუბნება ,,რიგი დაკავებული მქონდა და ჩემი ჯერია, არ გასწავლეს დიდთან როგორ უნდა მოიქცეო?” და ამ დროს იმდენად უხეშად მკრა ხელი რომ შიშისგან ხელები სახეზე ავიფარე და დავეცი. დავეცი თუ არა კონსულტანტი ბიჭი მომვარდა და ეტლში ჩამსვა, მეკითხებოდა ,,რამე ხომ არ გეტკინა, რით შემიძლია დაგეხმაროო”. მე ძალიან დავიბენი, გაოცებული უფრო ვიყავი, ვერ წარმომედგინა ასეთი რამ თუ შეიძლებოდა ოდესმე სადმე მომხდარიყო, თან საქართველოში.

ძალიან გავბრაზდი და ვუღრიალე ,,ზრდილობაზე თქვენ ნუ მესაუბრებით, ოდნავი ნატამალი არ გაგაჩნიათ ეთიკის ნორმებისა და ადამიანობის, გაუნათლებელი და უკულტურო ხარ. უზრდელი და ცხოვრებაზე დაბოღმილი ადამიანი.” ეს რომ გაიგო აყვირდა ,,ვის უბედავ მასე საუბარს, იცი ვინ ვარ? შენხელა შვილები მყავს, ზრდილობა იქონიე და ისე მესაუბრე, მეტის ღირსი ხარ, ეტლიში უნდა ჩალპე მთელი შენი ცხოვრება, რადგან არ იცი როგორ ესაუბრო და მოექცე დედისხელა ქალს”.

რიგში მდგარმა ხალხმა ეს ქალი ძალიან გამოლანძღა, ყველა ზედ მეხვეოდა, ყველა მეუბნებოდა რამე ხომ არ დამიშავდა, წყალი ხომ არ მინდოდა, რადგან სულ გათეთრებული ვიყავი, შემეშინდა ისეთი სახე ქონდა ამ ქალს, ვიფიქრე კიდევ რამე არ დამიშავოსთქო.

კონსულტანტებიც გვერდში დამიდგნენ, წყალი მომიტანეს, მე კი სულ ვკანკალებდი. ეს ქალი იძულებული გახდა ყველაფერი დაეტოვებინა და ხელცარიელი წასულიყო. როგორც იქნა გონს მოვედი, დავწყნარდი, ჩემი პროდუქტები სალაროში გაატარეს. გამოსვლის წინ კი მენეჯერი მოვიდა და ბოდიშის მოხდის მიზნით წიგნი მაჩუქა (დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედია), რომელიც სახლიდან ჰქონდა წამოღებული და თვითონ კითხულობდა.

სახლში მშვიდობით დავბრუნდი და მაშინვე მომინდა ეს ყველაფერი თქვენთვის მომეყოლა. ძალიან დიდ მადლობას გიხდის ყველას, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ რამხელა სიამოვნებაა როდესაც იცი რომ შენს გარშემო შენს ხალხს შეგიძლია ენდო მაშინ როდესაც გიჭრს. ეს დღე უდიდესი გაკვეთილი იყო ჩემთვის და მე ვამაყობ ქართველი ხალხით

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: