,,დილით პეკინზე მარშუტკაში ავედი, ვიღაც 50 წლის კაცი გვერდით მომიჯდა, ხელებს მიფათურებდა… ერთმა ბიჭმა ხელი წაავლო და… წამოვხტი და გაოცებიგან ვიკივლე…” – ინციდენტი პეკინზე

პეკინზე ვცხოვრობ, დღეს დილით სამსახურში მივდიოდი, მაგვიანდებოდა ამიტომ მიკროავტობუსში ავედი. დავჯექი ჩემთვის ორ ადგილიან სკამზე, გავიკეთე ყურსასმენები და მუსიკებს ვუსმენდი. რამდენიმე გაჩერების შემდეგ ერთი მამაკაცი ამოვიდა, ასე 45-50 წლის და გვერდით მომიჯდა. მე ყურადღება არ მივაქციე. რამდენიმე წუთის შენდეგ ნელ ნელა ჩემსკენ მოწევა დაიწყო. ვიფიქრე ალბათ ვერ ზის მორმალურად და ყურადღება არც მაშინ მივაქციე.

უცებ ხელი ფეხზე დამადო, ისე ვითომც არაფერი მე კი შევკრთი, არ მოველოდი და ფანჯარას მივეკარი. ხალხი ამოდიოდა მიკროავტობუსში და ფაქტიურად ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ იყო რომ ავმდგარიყავი. მამაკაცმა ჩემსკენ უფრო მოიწია. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, არ ვიცოდი რა მექნა. შემდეგ ვითომ გაზმორვა უნდოდა და ხელი გადამხვიასავით, თან მეორე ხელი ისევ ფეხზე დამადო. ამ დროს წამოვხტი, ვერ შევიკავე თავი ,, მამისტოლა კაცი ხარ რეებს აკეთებ, ნუთუ არ გრცხვენია?”.

ამ სიტყვების თქმა ვერც მოვასწარი, ერთმა ბიჭმა ამ კაცს ხელი რომ მოჰკიდა და მიკროავტობუსს გაჩერება მოსთხოვა. მიკროავტობუსი გაჩერდა. მე ვლანძღავ, ერთი სული მაქვს და როდის მოვშორდები ამ კაცს. ეს ბიჭი მიათრევს, უნდა რომ დაბლა ჩაიყვანოს, მაგრამ ეს კაცი არ მიყვება. ასე გრძელდებოდა სადღაც 10 წუთი.

გასაკვრია, მაგრამ მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ამოიღო ხმა და კარგად გამოლანძღა ეს მამაკაცი. დანარჩენები ჩუმად იყვნენ და გვიყურებდნენ. ამ აურზაურში ერთი შუა ხნის ქალბატონი იძახის ,,დაეტიეთ თქვენს ადგილზე, ჩვენც ვართ ამ მიკროავტობუსში და გვაგვიანდება სამსახურში. ვერ ხედავ გოგონი შენზე რამდენით დიდია, როგორ შეიძლება ასეთი საუბარი, ცოტა მორიდება და ზრდილობა იქონიე” და შემდეგ ჩემს დასაცავად წამომხტარ ბიჭს მიუბრუნდა “თითს ტოლა ბიჭი ხარ, უზრდელი და დიდის პატივისცემა არ გასწავლეს მშობლებმა? ზუსტად თქვენს გამოა დღეს ქვეყანა ასეთ დღეში”.

ამ ქალის შემდეგ ვიღაც სხვა ქალიც გამოესარჩლა ,,თქვენი პრობლემები სახლში ან ქუჩაში მოაგვარეთ, გვაგვიანდება ხალხს და სულ არ გვაინტერესებს თქვენი პრობლემები”.

ბიჭმა ვეღარ მოითმინა და გინება დაუწყო ყველას ,,როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი რეაქცია გექნებოდა თქვენი შვილი, და, ან საყვარელი ადამიანი რომ ყოფილიყო ამ გოგონას ადგილას? მეტის ღირსები ხართ, უნდა დალპეთ ამ ნაძირალას ნაირ ხალხთან. იმის მაგივრად რომ უწყინარი გოგონა დაიცვათ ბოღმით ხართ სავსე. სანამ ასეთი ნაგავი თქვენიანს არ დაუშავებს რამეს იქამდე გონზე ვერც მოხვალთ და ზუსტად მაშინ ძალიან გვიანი იქნება.” მოკიდა ამ კაცს, როგორც იქნა ჩაათრია მიკროავტობუსიდან, ერთი კარგად შეიგინა და ცასვლისთანავე ამ კაცს სახეში მუშტი დაარტყა. კაცი დაეცა, ამ ბიჭს კი შეშლილი სახე ქონდა, ასე მეგონა მოკლავდა.

ძალიან მიხარია რომ ორი წესიერი ადამიანი მაინც აღმოჩნდა მიკროავტობუსში, თორემ მართლა არ ვიცი რას ვიზავდი, ძალიან მეშინოდა.

  კომენტარები