მთავარი საკითხავი “არაფერი მახსოვს, გონზე, რომ მოვედი მწვანე თვალება ბიჭის მკლავებში ვიყავი უვკე” – რა მოხდა ავტობუსში

“არაფერი მახსოვს, გონზე, რომ მოვედი მწვანე თვალება ბიჭის მკლავებში ვიყავი უვკე” – რა მოხდა ავტობუსში

by guramus

მოკლედ დიდად არ მიყვარს ფბ სტატუსები, მაგრამ სიხარულს რომ ვეღარ იტევ გულში აი მსგავსი სიტუაცია ხომ გქონიათ? – ხოდა ისეთ რაღაც შემემთხვა რომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ…

ჩვეულებრივი დღე იყო, სამსახურში მაგვიანდებოდა და გიჟივით მივირბინე ავტობუსის გაჩერებაზე მოვიდა 61 ნომ ავტობუსი და ავედი იმის იმედით, რომ სამსახურში მივასწრებდი.. იმდენი ხალხი იყო სუნთქვა არ იყო, როგორც ყოველთვის ვიღაცა უცნობ ადამიანს ჩახუტებული, რომ მგზავრობ და რეაქცია აღარ გაქვს ისეთ სიტუაცია იყო ))) როგორც წესი არასოდეს ვიცი არც ჰაერის უკმარისობა და არაფერი მსგავსი სულ მიკვირდა სხვების ცუდად რომ ხდებოდნენ ტრანსპორტში, მაგრამ არ იცი რა დროს რა დაგემართება…

უცებ ისე ცუდად გავხდი საერთოდ დავკარგე საკუთარი თავის კონტროლი, ვგრძნობდი როგორ მიმდიოდა გული, თვალებში დამიბნელდა, აუტანელი იყო იმ წამებში ავტობუსში გაჩერება..მხოლოდ ერთი ამოვილუღლუღე ჰაერი..

როგორც ჩანს თავზე ვიღაც ბიჭი მედგა ვიგრძენი ხელი რომ წამავლო….და მორჩა ამის მერე იყო დიდი პაუზა…(ამ დროს ავტობუსში როგორც მერე გავიგე დიდი აჟიოტაჟი ამტყდარა) ერთი 5 ან რამდენიე წუთში ნახევრად სველი მოვედი გონზე იმდენი წყალი უსხიათ მგზავერბს )) გონზე, რომ მოვედი მწვანე თვალება ბიჭის მკლავებში ვიყავი უვკე, რომელიც ჩხუბობდა ცოდოა გოგო წყალი აღარ დაასხათო))

ავტობუსი გააჩერეს როგოც იქნა მძღოლმა დაარღვია წესები და ისეთ ადგილას გააჩერა სადაც არ ეკუთვნოდა მაგრამ სხვა გზა არ იყო უნდა ჩამოვსულიყავი ავტობუსიდან პირველი რასაც ვფიქრობდი სახლამდე მიმეღწია და მერე რაც გინდა მომსვლოდა…

ისევ ბუნდოვნად მახსოვს როგორ ჩამოვედი ავტობუსიდან და როგორ მომსდევს სრულიან უცნობი ადამიანის ხელი, მიჭერს მკლავზეე მე უღონოს რომ არ დავარდე თან მიკვირს, თან ვეუბნები არა ბატონო მე თვითონ მაგრამ არა არ მიშვებს ხელს, დაიხურა ავტობუსის კარები და ჩვენ დავრჩით გარეთ ორი უცნობი ადამიანი, რომელიც იმ დროს ყველაზე ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის…

ჯერ დამსვა იქვე მიყიდა წყალი, წვენები, ცოტა რომ შემატყო აზრზე მოვედი, იუმორიც ,,შემოუშვა” საუბარში. ორივეს გაგვეცინა მართლა ისეთი გაწუწული ვიყავი ,,ასე ახლა, გაგიშვებ, დედასაც აანერვიულებ და გულიც გაუსკდება ასეთ მდგომარეობაში რომ დაგინახავსო”.

მოკლედ დიდი ჭიდაობის შემდეგ მომახურა თავისი ქურთუკი და იქვე მყუდრო კაფეში შევედით … დავიწყეთ ზოგადი საუბრები ვინ რას წარმოვადგენდით, ვის როგორი ცხოვრება გვქონდა, მაგრამ ეს არ ყოფილა უცხო ადამიანთან საუბარი, ეს იყო საუბარი დიდი ხნის ნაცნობთან, სხვა შეგრძნება უბრალოდ ვერ დაგეუფლებოდა ამ ადამიანთან საუბრის დროს …

ეს ყველაფერი მოხდა სამი თვის წინ … მას მერე მე და ჩემი მწვანეთვალება ბიჭი ყოვედღე ვხვდებით ერთმანეთს და ერთმანეთის გარეშე ცხოვრებაც აღარ შეგვიძლია. ეს დღე საბედისწერო აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში რომელმაც მიმიყვანა დიდ სიყვარულამდე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: